არქივი

ვიქტორ ჰიუგო

f1f6e3e47dbb

ვიქტორ ჰიუგო
ვიქტორ ჰიუგო (26 თებერვალი 1802-22 მარტი 1885 ) იყო ფრანგი პოეტი, დრამატურგი, მწერალი, ადამიანთა უფლებების დაცვის წევრი და რომანტიზმის წარმომადგენელი საფრანგეთში.
ჰიუგოს მიიჩნევენ ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ პოეტად. ის იყო რესპუბლიკის მომხრე და თავის ნაწარამოებებში ხშირად აღწერს იმ პერიოდის პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას. ის დაკრძალულია პანთეონში.
ვიქტორ ჰიუგო იყო ჯოზეფ ჰიუგოსა და სოფი ტრებუჩის მესამე და უკანასკნელი ვაჟი. ის დაიბადა ბესანკოში და საფრანგეთში გაატარა ცხოვრების უდიდესი ნაწილი. მამამისი ბონაპარტისტი იყო, დედა კი – არა.
მისი ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1822 წელს, როცა 20 წლის იყო და მიიღო სამეფო პრემია ლუი მე-18 სგან. მომდევნო კრებული გამოვიდა 1826 წელს, რომელმაც ცხადყო, რომ ის იყო უდიდესი პოეტი, რითმებისა და ტექსტების უბადლო შემქნელი.
ახალგაზრდა ვიქტორს შეუყვარდა ბავშვობის მეგობარი ადელ ფუჩე (1803-1868) და დედის წინაღმდეგობის მიუხედავად დაინიშნა მასზე. მხოლოდ დედის სიკვდილის მერე შეძლო, დაქორწინებულიყო საყვარელ ქალზე. 1823 წელს შეეძინათ ვაჟი, რომელიც მალევე დაიღუპა, თუმცა ამის შემდეგ მათ კიდევ 4 შვილი ეყოლათ.

ჰიუგომ პირველი რომანი 1823 წელს გამოაქვეყნა, მეორე კი-3 წლის შემდეგ.
afadf19b359f

კოზეტის პორტრეტი ”საბრალონიდან”
ჰიუგოს 17 წელი დასჭიდა, რომ დაეწერა გენიალური წიგნი ”საბრალონი” , რომელიც ეხება საზოგადოებრივ გაჭირვებასა და უსამართლობას. ”საბრალონი” 1862 წელს გამოქვეყნდა. წიგნის გამოქვეყნებამდე 6 თვით ადრე 2 საგამომცემლო კომპანია უკეთებდა მას რეკლამას, რაც უცხო იყო იმ დროისათვის. თავდაპირველად გამოიცა წიგნის პირველი ნაწილი (”ფანტინი”), რომელიც რამოდენიმე საათში გაიყიდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
კრიტიკოსები მტრულად განეწყვნენ წიგნის მიმართ, არაღირებულსა და უგემოვნოს უწოდებდნენ. თუმცა მიუხედავად მათი უარყოფითი დამოკიდებულებისა, წიგნმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და დღემდე რჩება ჰიუგოს ყველაზე პოპულარულ რომანად. ის ცნობილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დადგმულია თეატრში, მასზე გადაღებულიაფილმი.
მისი უკანასკნელი რომანი არის ”93 წელი” , რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანია მის შემოქმედებაში.ჰიუგო ფართოდ იყო ჩაბმული პოლიტიკურ ცხოვრებაში. ფრანგი აკადემიკოსები განუწყვეტლივ იბრძოდნენ მის წინააღმდეგ. ის იყო რესპუბლიკის მომხრე. მას მეფე ლუის-პილიპემ მიანიჭა პერის წოდება 1841 , შევიდა უმაღლეს პალატაში, სადაც საუბრობდა სიკვდილით დასჯისა და უსამართლობის წინააღმდეგ, იბრძოდა პოლონეთის პრესის თავისუფლებისა და თვითმმართველობის მოპოვებისათვის.
1852 წელს ლუის ნაპოლეონმა ხელთიგდო სრული ძალაუფლება და შექმნა ანტისაპარლამენტო კონსტიტუცია. ჰიუგომ ის საფრანგეთის მტრობაში დაადანაშაულა და საცხოვრებალად თავის ოჯახთან ერთად გადავიდა გერნსის კუნძულზე (?) სადაც 1870 წლამდე ცხოვრობდა.
ამ პერიოდში მან გამოაქვეყნა პოლიტიკური პამფლეტები ნაპოლეონ მე-3 ის წინააღმდეგ, ისინი აიკრძალა საფრანგეთში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც დიდი გავლენა მოახდინა იქ. ნაპოლეონ მესამემ ამინისტია მიანიჭა პოლიტიკურ დევნილებს, მაგრამ ჰიუგო მაინც არ დაბრუნდა უკან. 1870 წელს, როცა ნაპოლეონ მესამემ დაკარგა ძალაუფლება და მესამე რესპუბლიკა დამტკიცდა ჰიუგო დაუბრუნდა მშობლიურ მიწას, სადაც ნაციონალურ ასამბლეასა და სენატში აირჩიეს…
ჰიუგოს რელიგიური შეხედულებები რადიკალურად შეიცვალა მისი ცხოვრების განმავლობაში. თავდაპირველად ის იყო კათოლიკე, მაგრამ შემდგომ ჩაება სპირიტუალურ სეანსებში და როდესაც 1872 წელს ჰკითხეს იყო თუ არა კათოლიკე მან უპასუხა : ”არა. თავისუფლად მოაზროვნე”.
ჰიუგოს არასოდეს გაჩენია სიმპათია რომის კათოლიკური ეკლესიის მიმართ, როცა მისი ვაჟები გარდაიცვალნენ მისი დაჟინებული მოთხოვნით ისინი დაიკრძალნენ მღვდლის ჯვარცმის გარეშე. მან საკუთარი დაკრძალვაც ასევე მოითხოვა.
მიუხედავდ ამისა, ჰიუგოს სჯეროდა კათოლიკური დოგმის, ის ასევე დარჩა ღრმად რელიგიური ადამიანი და სწამდა მლოცველის ძალის. ჰიუგო ამბობდა: ”რელიგია იცვლება, მაგრამ ღმერთი რჩება.” ის წინასწარმეტყველებდა, რომ ქრისტიანობა ადრე თუ გვიან გაქრება, მაგრამ ხალხს ისევ ექნება რწმენა ღმერთის, სულისა და ძალის.
ჰიუგოს უყვარდა მუსიკა, უსმენდა ვებერს და აღმერთებდა ბეთჰოვენს. მე-19 საუკუნის ცნობილი მუსიკოსი ლისტი იყო მისი მეგობარი. ის ხუმრობდა, რომ მადლიერი იყო ლისტის, რომელმაც საყვარელი სიმღერის დაკვრა ასწავლა მას ერთი თითით.
ჰიუგოს რომანები ხშირად იყო მუსიკოსების შთაგონების წყარო.
1870 წელს, როცა ჰიუგო სამშობლოს დაუბრუნდა ის სახალხო გმირად აღიარეს. მისი პოპულარობის მიუხედავად, 1872 წელს აღარ მოხვდა ნაციონალურ ასამბლეაში.
58717da6e7f0ჰიუგო ბოლო წლებში

ჰიუგოს მძიმე დარტყმა მიაყენა საკუთარი ქალიშვილის შეშლილობამ და 2 ვაჟის დაკარგვამ. მისი მეორე ქალიშვილი დაიხრჩო 1843 წელს, ცოლი 1848 წელს გარდაეცვალა. მიუხედავად პერსონალური დანაკარგისა და დიდი ტრამვისა ჰიუგო კვლავ ინარჩუნებდა პოლიტიკურ მნიშვნელობას. 1876 წელს ის აირჩიეს ახლად შექმნილ სენატში. სამწუხაროდ, სენატში ყოფნის ბოლო პერიოდს აღარ მოუტანია წარმატება.
1881 წლის თებერვალში ჰიუგომ აღნიშნა 79 წლის იუბილე. მოეწყო უდიდესი ზეიმი მთელს პარიზში.
ვიქტორ ჰიუგო გარდაიცვალა 1885 წლის 22 მარტს, 83 წლის ასაკში. მის სამგლოვიარო პროცესიაში 2 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. ის დაკრძალულია დიუმასა ემილ ზოლას გვერდით.
ბევრისათვის არ არის ცნობილი, რომ მას ეკუთვნის 4,000- ზე მეტი ნახატი. ხატვამ თანდათან უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა, როცა გადაწყვიტა წერისათვის თავი დაენებებინა და მთლიანად პოლიტიკაში ჩაბმულიყო. საკუთარ კრეატიულ ენერგიას ის ხატვაში ხარჯავდა 1848-1851 წლებში.
ჰიუგო ფურცელზე მუშაობდა, ხატავდა მუქ ყავისფერ და შავ ფერებში, იშვითად თეთრში და თითქმის არასოდეს ფერადში. მისი ნახატები ახლოს იყო სიურეალიზმთან და აბსტრაქტულ ექსპრესიონისზმთან. ცნობილია, ჰიუგო ხშირად ხატავდა მარცხენა ხელით ისე, რომ ფურცლისათვის არ ეცქირა ან სპირიტუალური სეანსების დროს, იმისათვის რომ შეეცნო ”შეუცნობელი მე”, რომელიც ზიგმუნდ ფროიდის მიერ იყო შემდგომში პოპულარიზებული.
ჰიუგო სახალხოდ არ უკეთებდა აფიშირებას საკუთარ ნახატებს იმის შიშით, რომ ლიტერატურული ნაწარმოებები არ დაეჩრდილა. მათ მხოლოდ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს აჩვენებდა.
ვანგოგმა და დელაკროქსმა ნახეს მისი ზოგიერთი ნახატი და აღტაცებულნი დარჩნენ. მათი თქმით, თუკი ჰიუგო გახდებოდა მხატვარი მწერალის ნაცვლად ის აჯობებდა საუკუნის ყველა მხატვარს….
აი ასეთი არის ჰიუგოს ბიოგრაფია…მოკლედ…
მე ძალიან მიყვარს ეს მწერალი….:)

vigaca

vigaca sagaca bednierebas cdilobs..:S

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button