გასართობისაკითხავი

ცნობილთა ოხუნჯობანი 2

ცნობილ ადამიანთა სასაცილო და ორიგინალური პასუხების მორიგი ნაკრები ..

 

სხვისი იხვები

ინგლისელ დრამატურგ შერიდანს ნადირობა უყვარდა , მაგრამ ნადირობიდან შინ ყოველთვის ცარიელი ბრუნდებოდა .

ერთხელ ტბორთან მან შენიშნა კაცი , რომელიც იდგა და შინაურ იხვებს თვალს ადევნებდა .

– რამდენს გამომართმევთ , იხვებს რომ ვესროლო ? – იკითხა მან , – საკმარისი იქნება 5 კრონი ?

კაცი ჯერ გაოცდა , შემდეგ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია .

შერიდანმა მისცა მას ფული , გაისროლა , 6 იხვი მოკლა , ჩააწყო ჩანთაში და უთხრა :

– ვფიქრობ , ორივემ სასარგებლო საქმე გავაკეთეთ .

– მე განსაკუთრებით , – გაიცინა უცნობმა , – იხვები ხომ ჩემი არ არის .

 

შექსპირიც მოკლა

ახალგაზრდა ლიტერატორმა გადათარგმნა შექსპირის ” ჰამლეტი” და  ანახა  იგი  პეტრე  კარატიგინს.  მან  ყურადღებით  გადაიკითხა  გულუბრყვილო  ბავშური თარგმანი,  ახალგაზრდას  სქელი  რვეული  დაუბრუნა  და  უთხრა :

– ოჰ , ყმაწვილო ! როგორ არა გრცხვენიათ ! “ჰამლეტში”  ისედაც  ყველა  მოქმედი  პირი  კვდება  და  თქვენ  მათ  შექსპირიც მიაყოლეთ ?!

 

დიდმა დიდს …

ალბერტ აინშტაინს უყვარდა ჩარლი ჩაპლინის ფილმები და მის ეკრანის  გმირებს  დიდი  სიმპატიებით  ეპრობოდა.  ერთხელ  მან ჩაპლინს წერილი მიწერა :

” თქვენი ფილმი ” ოქროს ციებ-ცხელება”  მთელი  მსოფლიოსთვისაა  გასაგები,  თქვენ  უსათუოდ  დიდი  ადამიანი  გახდებით.  აინშტაინი ” .

ჩაპლინმა უპასუხა :”მე თქვენით უფრო ვარ აღტაცებული .  თქვენი  ფარდობითობის  თეორია  ყველასთვის  როდია  გასაგები, მაგრამ თქვენ მაინც დიდი ადამიანი გახდით . ჩაპლინი ” .

 

ვერ წარმოედგინა

ერთხელ ფერნანდელმა დასვენების დროს ნადირობა მოიწადინა . გზაში ნაცნობი შეხვდა .

– ამას რას ვხედავ , ბატონო ფერნანდელ ?  თქვენ , ბუნების მეგობართა საზოგადოების წევრი ,  ცხოველთა  სამყაროსადმი  ჰუმანური  დამოკიდებულების მომხრე და ნადირობა ?

– კი მაგრამ , რატომ არ უნდა ვინადირო ? – გაიცინა ფერნანდელმა , – მე ხომ ჩემს სიცოცხლეში  ერთხელაც  კი  არ  მომირტყავს მიზანში .

 

” გენიოსობა და ბოროტმოქმედება “

უნიჭო კომპოზიტირებს შორის ჰაიდნს ბევრი მოშურნე ჰყავდა , ერთ-ერთმა მათგანმა გადაწყვიტა  მიემხრო  მოცარტიც .  მან მიიწვია დიდი კომპოზიტორი კონცერტებზე ,  სადაც ჰაიდნის  კვარტეტს  ასრულებდნენ.  კონცერტის  დროს მან აღშფოთებით უთხრა მოცარტს :

– მე არასოდეს არ დავწერდი ასე .

– მეც , – უმალ გამოეხმაურა მოცარტი , – და იცით რატომ ?  არც თქვენ და არც მე ეს  მომხიბლავი  მელოდია  არასოდეს მოგვივიდოდა თავში .

 

გენიოსებისათვის ადვილია

როდესაც შვიდი წლის ასაკში მოცარტი მართავდა მაინის ფრანკფურტში ,  მასთან  მივიდა  თოთხმეტი  წლის  ბიჭუნა.

– რა შესანიშნავად უკრავ ! მე ალბათ ვერასოდეს ვისწავლიდი ასე დაკვრას .

– როგორ არა ? შენ ხომ უკვე დიდი ხარ . სცადე და თუ ვერ გამოგივა , დაიწყე ნოტების წერა .

– მე ვწერ … ლექსებს …

– ეგეც ხომ ძალიან საინტერესოა . კარგია ლექსების წერა , ალბათ , კიდევ უფრო ძნელია ,  ვიდრე მუსიკისა .

– რატომ , სულ ადვილია , სცადე შენც …

ვოლფგანგ მოცარტის თანამოსაუბრე ვოლფგანგ გოეთე იყო .

 

რაც დასაშვებია იუპიტერისათვის …

ერთი ყმაწვილი შეეკითხა მოცარტს , როგორ დაეწერა მას სიმფონიები .

– თქვენ ჯერ მეტისმეტად ახალგაზრდა ხართ. რატომ არ გსურთ დაიწყოთ ბალადიდან ? – უთხრა  კომპოზიტორმა .

– თქვენ ხომ სიმფონიების წერა დაიწყეთ მაშინ , როდესაც ჯერ კიდევ ათი წლისაც არ იყავით ?

– დიახ , – უპასუხა მოცარტმა , – მაგრამ მე არასოდეს არ მიკითხია , როგორ უნდა დაიწეროს იგი .

 

დიდება სანახევროდ

ცნობილ გერმანელ პოეტს იოჰან ვოლფგანგ გოეთეს , რომელსაც მთავრობაში  მაღალი  თანამდებობა  ეკავა, მჭიდრო კავშირი ჰქონდა ბეთჰოვენთან ;  განსაკუთრებით მაშინ,  როდესაც  კომპოზიტორი  მუშაობდა  ტრაგედია “ეგმონტის” მუსიკაზე .

ერთხელ ორივე დასეირნობდა ვენის პარკის ხეივანში . შემხვედრნი ესალმებოდნენ მათ  ხაზგასმული  თავაზიანობითა  და პირმოთნეობით .  მათ მისალმებაზე  მხოლოდ გოეთე პასუხობდა.  ბოლოსდაბოლოს  გაღიზიანებულმა  პოეტმა უთხრა თავის მეგობარს :

– როგორ მომბეზრდა ეს გაუთავებელი მისალმება !

– თქვენო აღმატებულებავ , ნუ ჯავრობთ , – ოლიმპიური სიმშვიდით შენიშნა ბეთჰოვენმა , – შესაძლებელია,  ისინი  მე მესალმებიან .

 

წყარო : წიგნი ” ხელოვანთა ხუმრობები “

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close