გასართობისაკითხავისასარგებლო

კლინიკები არატრადიციული დაავადებებისათვის

გრიპი და თავის ტკვილი ჩვეულებრივი ადამიანისათვის უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან ყველამ ვიცით როგორ ვებრძოლოთ მას. მაგრამ სად შეიძლება განვიკურნოთ ისეთი ვირუსებისგან, როგორიცაა შოპოჰოლოზმი ან გადაჭარბებული სექსულური მოთხოვნილებები? თურმე ამათი განკურნებაც შეიძლება… ვნახოთ, სად და როგორ?

კლინიკა შოპოჰოლიკებისათვის
(ხორვატია, ზაგრები)

რაა სამკურნალო? პათოლოგიური მიდრეკილება და სურვილი საყიდლების მიმართ. ავადმყოფობის მიზეზი – ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრა-დავიწყება უამრავი გამოუსადეგარი ნივთის შეძენით. პაციენტებს შორის არიან გოგონები 15-25 წლის ასაკისანი, რომელთა კარადაში ხშირად ნახავთ ჯერ კიდევ ჩაუცმელ უამრავ ტანსაცმელს, თუმცა მათ მაინც არ შეუძლიათ შეწყვიტონ მაღაზიებში სიარული, რათა შეიძინონ კიდევ ახალი და ახალი. თუმცა პაციენტების 10%-ს მამაკაცები შეადგენენ. თითქმის ყველა პაციენტი იმაზე მეტს ხარჯავს საყიდლებში, ვიდრე გამოიმუშსავებს. ექიმები ათანაბრებენ პრობლემას ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასთან და მსგავსი ხერხებით მკურნალობის საშუალებას სთავაზობენ პაციენტებს. თუმცა, ყველაზე მთავარი ეტაპი მკურნალობაში, არის აღიარება: “გამარჯობა, მე შოპოჰოლიკი ვარ”. ამის შემდეგ იწყება მუშაობა ფსიქოლოგებთან, ფსიქოთერაპევტებთან, ანტიდეპრესანტებისა და სხვა წამლების გამოყენება.

კლინიკა სექსდამოკიდებული ადამიანებისათვის
(იტალია, ბოლცანო)

რაა სამკურნალო? სექსის გამო შეშლილობა. პაციენტებმა არ უნდა იფიქრონ სექსზე მკურნალობის დროს და ამის გამო ისინი ისეთივე “ლომკას” განიცდიან, როგორც ნარკომანები. კლინიკის ძირითადი პაციენტები არიან მამაკაცები 30-40 წლის ასაკში, რომელთა რიცხვშიც არიან ცნობილი პოლიტიკოსები. ექიმთა თქმით, ისინი ძალიან იტანჯებიან ამ “დაავადების” გამო, რადგანაც სექსუალური შიმშილი ხშირად იწვევს გულისრევას და თავბრუსხვევას, ასევე აგრესიის შემოტევებს. მკურნალობისთვის, რომელიც მოიცავს ფსიქოთერაპევტის მუშაობას და რამდენიმე პრეპარატს, საჭიროა ექვსი თვე მაინც. თუმცა, აქ გარანტიებს ვერ იძლევიან. იქნებ და ისევ გამოჩნდეს ისეთი ქალი, რომლიც წინაშეც შეუძლებელი იქნება თავშეკავება.

კლინიკა მილიონერებისათვის
(რუსეთი, მოსკოვი)

რაა სამკურნალო? ბევრი რამე: დაწყებული ფსიქიკური დაავადებებით, დამთავრებული უშვილობითა და ორგანიზმის ინტოქსიკაციით. არც თუ ისე დიდი თანხის სანაცვლოდ (მილიონერთა გადმოსახედიდან 1,5 მილიონი რუბლი რაა აბა?) კლინიკაში ასრულებენ კლიენტთა ნებისმიერ კაპრიზს. მკურნალი ექიმის გარდა პაციენტს თავს ევლება სპეციალისტთა მთელი გუნდი (დიეტოლოგები, გინეკოლოგები, მასაჟისტები და ა.შ.). სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც არ უნდა წავიდეს პაციენტი. დამატებით მომსახურებაში შედის – ყოველთვის მზად მყოფი სპეციალური სამედიცინო თვითმფრინავი, ევროპის საუკეთესო კლინიკებში საუკეთესო პალატები. ხოლო შენგენის ვიზის მიღებას კლინიკა უზრუნველყოფს მომენტალურად.
კლინიკა ვალდებულებას იღებს, მკაცრად დაიცვას საკუთარი პაციენტების საიდუმლოებები. თუმცა ყველაზე დიდი ბონუსი (განსაკუთრებით მუდამ დაკავებული მილიონერებისათვის) – არანაირი რიგები.

კლინიკა მათთვის, ვისაც აზრის, გონების ძალის სწამთ
(ჰავაის კუნძულები)

რაა სამკურნალო? ფსიქიკური დაავადებები. კლინიკის მფლობელი განსაკუთრებული ექიმია. ის არ ხვდება პაციენტებს, უბრალოდ სწავლობს მათ დიაგნოზს, შემდეგ კი კორექციას უკეთებს მათ აზრებს: ავადმყოფებს “უგზავნის” კეთილ სიტყვებს, პატიებას თხოვს მათ ტანჯვისათვის. უცნაურია, მაგრამ ამას ეფექტი ნამდვილად აქვს. ექიმი დიდხანს მუშაობდა სახელმწიყო ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც პაციენტები, მსგავსი თერაპიის შემდეგ, აღარ იქცეოდნენ არაადეკვატურად. სპეციალისტის მთავარი საიდუმლო კი შემდეგშია: საჭიროა საკუთარ თავზე აიღო ირგვლის მომხდარზე პასუხისმგებლობა, მიუხედავა იმის ეს იქნება სხვა ადამიანის ავადმყოფობა თუ კრიზისი ქვეყანაში. და გაათავისუფლო ნეგატიური გავლენისაგან. ექიმი ყველას სთავაზობს საკუთარ თავზე გამოცადოს ეს ხერხი: თუ ვინმე რაიმე საშინელებას გეტყვის, გააზრებულად აპატიეთ ამ ადამიანს და მას ყოველივე საუკეთესო უსურვეთ. ძალიან მალე კი ის თავად გთხოვთ პატიებას.

კლინიკა დაუდევრებისათვის
(აშშ, ნიუ-იორკი)

რაა სამკურნალო? სილამაზის დამახინჯება არაორდინალური კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარებით სახესა და ტანზე. ადგილობრივი კოსმეტოლოგების მთავარი კოზირია ფრინველის სკორესაგან დამზარებული ნიღბები. ამბობენ, რომ მათთან დადიან ჰოლივუდის ვარსკვლავები და ნიღბის იფექტით აღფრთოვანებულები არიან. განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს ბულბულის პროდუქტი. ერთი პროცედურის საშუალო ფასი დაახლოებით 200 დოლარია. ეფექტს კი ნამდვილად ფანტასტიურს გთავაზობენ: ნიღაბი წმენდს და უვლის კანს, ასევე სახეს აძლევს კარგ ფერს.

მორჩა კინო…:)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close