საკითხავისასარგებლო

10 სტუდენტური ტრადიცია

7d574697a9fc

ალბათ ყველას უოცნებია, მოხვედრილიყო დასავლური სტილის უნივერსიტეტში, ეცხოვრა კურსელებთან და კიდევ ასეულობით სტუდენტთან ერთად სტუდენტურ ქალაქში. აი ისეთში, ფილმებში რომაა ხოლმე. თუმცა ალბათ იმავე ფილმებში ნახავდით სტუდენტურ ტრადიციებსაც სწორედ ამ ტრადიციების შესახებ მოგიყვებით დღეს მე.

მსოფლიოს ყველაზე ძველი, ალექსანდრიის უნივერსიტეტის არქეოლოგიური გათხრების დროს, პოლონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს 13 აუდიტორია. ეს უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა ჯერ კიდევ V-VII საუკუნეებში. აღსანიშნავია, რომ სტუდენტური ტრადიციები ამ დროსაც არსებობდა.

10 ადგილი: ბევრ დასავლურ უნივერსიტეტაში არსებობს ტრადიცია The Primal Scream, ანუ “პირველყოფილი (პრიმიტიული) ყვირილი”. ეს “ყვირილი” გრძელდება ხუთიდან ათ წუთამდე: ყოველი წამოწყება წინაზე უფრო ძლიერია. ითვლება, რომ ეს ტრადიცია ხსნის ლექციების დაძაბულობას.

9 ადგილი: პორტუგალიის ქალაქ კოიმბრში მოქმედი უნივერსიტეტის ტრადიცია კი ადგილობრივ ლეგენდად იქცა. ესაა ცერემონია “ზონარის დაწვა”. სტუდენტები სპეციალურ ქოთნებში წვავენ გრძელ ზონრებს, რომლებიც მათი ფაკულტეტის ფერებშია გაფორმებული. ეს ცერემონია სიმბოლურად აღნიშნავს სტუდენტური ცხოვრების დასრულებას.

8 ადგილი: პოლონეთში, ვროცლავის უნივერსიტეტში ბოლო კურსის სტუდენტებს აქვთ ტრადიცია. ამ ცერემონიის თანახმად, ისინი დიპლომების მიღების წინა დღეს იმოსებიან ისე, როგორც აცვია უნივერსიტეტის წინ მდგომ მოფარიკავის ქანდაკებას. (ალბათ ასე ემშვიდობებიან უნივერსიტეტს)

7 ადგილი: რუს სტუდენტებს აქვთ ტრადიცია, გამოცდის წინ დაუძახონ იღბალს. საჭიროა გამოცდის წინ, ღამის 12 საათზე, გამოაღონ სარკმელი, გადაშალონ ჩათვლის წიგნაკი და ხმამაღლა დაიძახოს “იღბალო, მოდი”. შემდეგ დახუროს ფანჯარა, წიგნაკში ჩადოს შაქარი, რეზინით შეკრას და შედოს მაცივარში.

6 ადგილი: თუ გამოცდა ძალიან რთულია, მაშინ შეიძლება ასეთი რამეც სცადოთ: გამოვარდეთ ქუჩაში მხოლოდ პერანგისა და მისი ამხანაგის ამარად და იყვიროთ “ბუშტი!”… რამდენად დაგეხმარებათ ეს თქვენ არ ვიცი, მაგრამ ზოგ სტუდენტს ამის სჯერა.

c80b88db5949

5 ადგილი: იელის უნივერსიტეტში კი რთული გამოცდის წინ საერთოდაც გარბენს აკეთებენ, ოღონდ სრულიად შიშვლები.

4 ადგილი:თუ თქვენ უფროსი კურსელებისგან კონსპექტი ითხოვეთ, ამისათვის “გადახდა” მოგიწევთ. მოვალე ვალდებულია რამდენიმე საათი თავის მშველელის “გადამზიდად” იმუშაოს. მას თვალების ქვეშ ე.წ. “ზელიონკით” აფერადებენ, რათა ამით ტრანსპორტის ფარებს დაამსგავსონ. თუ მოველე ორია, მაშინ ორივე ერთად ზრუნავს მაშველის “გადაზიდვაზე”.

3 ადგილი:პრისტონის უნივერსიტეტში (აშშ) სტუდენტები აბარებენ წერილობით გამოცდებს აუდიტორიაში, ყოველგვარი მეთვალყურის გარეშე. საქმე კი “პატიოსნების კოდექსშია”, ანუ საზეიმო ფიცში, რომელსაც იძლევიან პირველკურსელები. ფიცის თანახმად სტუდენტი, როგორც წესიერი ადამიანი, ვალდებული არ გადაიწეროს.

2 ადგილი: ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში (აშშ) სტუდენტები ხსნიან Healy Hall-ის კოშკის საათიდან ისრებს და აგზავნიან ვატიკანში. მიუხედავად გაძლიერებული დაცვისა და ადმინისტრაციის გაფრთხილებისა, ისრები მაინც იკარგება 5-6 წელიწადში ერთხელ.

1 ადგილი: ერთხელ ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტმა გამოცდის დროს მოითხოვა ერთი კათხა ლუდი, უნივერსიტეტის ძველი ტრადიციის თანახმად. XVIII-ე საუკუნეში არსებობდა ასეთი ტრადიცია, როცა სტუდენტს, მოთხოვნის შემთხვევაში, აძლევდნენ ლუდს. თუმცა, არც თანამედროვე ლექტორი არ დარჩა ვალში. მან იცოდა კიდევ ერთი ძველი ოქსფორდული ტრადიციის შესახებ და მან დააჯარიმა სტუდენტი, რადგან ის გამოცდაზე მივიდა… ხმლის გარეშე.

თქვენ რა ტრადიციების შესახებ გსმენიათ? ან თუა თქვენს სასწავლებელში მსგავსი ტრადიცია?

მსგავსი ამბები

Back to top button