გასართობისაკითხავი

ჯორჯ ბერნარდ შოუ

ამ პოსტში ნახავთ ირლანდიელი დრამატურგის , ჯორჯ ბერნარდ შოუს სასაცილო და ორინალურ პასუხებს ..

რეცენზია

ახალგაზრდობაში ბერნარდ შოუ თეატრალურ და მუსიკალურ რეცენზიებს წერდა ლონდონის ერთი 
გაზეთისთვის. რედაქციის მიერ 
ექიმთა საზოგადოების გუნდის კონცერტზე მივლინებულმა,  მოკლე რეცენზია დაწერა: 
გუშინ მღეროდნენ ლონდონელი ექიმები. 
მათი სიმღერის მოსმენა რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ მაინც უკეთესი იქნებოდა მოვაგონოთ მათ ის დუმილის პირობა, 
რომელიც მათ დასდეს სამედიცინო დიპლომის მიღებისას .

ქათინაურების გაცვლა

ინგლისელმა მსახიობმა ქალმა უთხრა ბერნარდ შოუს :

– თქვენ რომ ჩემი მეუღლე იყოთ, თქვენს ყავაში უსათუოდ შევურევდი საწამლავს .

– მე კი თქვენი ქმარი რომ ვიყო, – უპასუხა შოუმ, – იმავე წუთში დავლევდი ყავას .

რეჟისორის ტრაგედია

შოუმ ერთხელ მიიღო მიწვევა ახალი პიესის პრემიერაზე, სპექტაკლის შემდეგ რეჟისორმა ჰკითხა 
დრამატურგს :
– რა განსხვავებაა კომედიას, დრამასა და ტრაგედიას შორის?
-ყმაწვილო,- უთხრა ბერნარდ შოუმ
– ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ ხვდებით განსხვავებას კომედიას, დრამასა და ტრაგედიას შორის, ეს პირადად 
ჩემთვის კომედიაა, მაყურებლებისათვის – დრამა, თქვენთვის კი – ტრაგედია .

გზა უკვდავებისკენ

გზად მიმავალ უკვე სახელგანთქმულ მწერალს, ბერნარდ შოუს  ველოსიპედი დაეჯახა. ორივე უვნებლად გადარჩა. ველოსიპედისტი ბოდიშს იხდიდა. შოუმ შეაწყვეტინა და უთხრა :

– თქვენ ბედმა არ გაგიმართლათ, სერ ! უფრო მეტი ენერგია და თქვენ უკვდავებას დაიმსახურებდით, როგორც ჩემი მკვლელი .

ითამაშეთ ჭადრაკი

თავის მეგობრებთან ერთად ბერნარდ შოუ შევიდა რესტორანში. მაგიდასთან გაიმართა საუბარი 
ახალ წიგნებზე. მაგრამ საუბარს 
ხელს უშლიდა რესტორნის ხმაურიანი მუსიკა. ბერნარდ შოუუმ გახედა ორკესტრს. კაპელმაისტერმა 
შენიშნა ცნობილი დრამატურგის მზერა, დაუყოვნებლივ გაჩნდა მასთან და შეეკითხა :

– რას დაგვიკვეთავდით ?

– ერთი პარტია ჭადრაკის თამაშს ! – იყო პასუხი .

საოცარი მსგავსება

ბერნარდ შოუ მიიწვიეს კეთილშობილთა სალონში ახალგაზრდა მევიოლინის კონცერტზე . კონცერტის შემდეგ დიასახლისი შეეკითხა შოუს, რას ფიქრობს იგი მის პროტეჟეზე. მწერალმა უპასუხა, რომ ახალგაზრდა 
მუსიკოსი აგონებს პადერევსკის .

– მაგრამ პადერევსკი ხომ არასდროს არ ყოფილა მევიოლინე? – გაიოცა დიასახლისმა .

– აი, სწორედ ამიტომ … – უპასუხა შოუმ .

რეკომენდაცია

ახლად დამწყები მსახიობი დაჟინებით სთხოვდა ბერნარდ შოუს  გაეწია მისთვის რეკომენდაცია რათა თეატრში მიეღოთ. შოუ დათანხმდა და დაუწერა შემდეგი 
შინაარსის წერილი: ” გულწრფელად ვუწევ რეკომენდაციას ახალგაზრდა მსახიობს , იგი თამაშობს ჰამლეტს, რომეო, შეილოკს, ცეზარს, ბილიარდს … მაგრამ ყველაზე უკეთესად ამ უკანსკნელს”.

წყარო : წიგნი ” ხელოვანთა ხუმრობები ” .

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close