არქივი

მსოფლიოში ყველაზე დიდი და მასშტაბური კატასტროფები

39423a53e60e
მიწისძვრამ იაპონიაში გამოიწვია დიდი ზარალი და ათასობით მსხვერპლი, მაგრამ ეს მიწისძვრა ჯერ კიდევ შორსაა იმ კატასტროფებიდან რაც ისტორიას ახსოვს…

2010 წელი ბევრი ლამაზი მომენტებით დაგვამახსოვრდა, მაგრამ არის ერთი უარყოფითი მხარეც, ეს იყო ყველაზე მძიმე წელი ბუნებრივი კატასტროფებით 1980 წლის შემდეგ. უკვე 20 წელია ისტორიას ესეთი მძიმე და მასშტაბური კატასტროფები არ ახსოვს. 2010 წელს დაფიქსირდა 950 შემთხვევა, რამაც ერთად მსოფლიოს 130 მილიარდი ზარალი მოუტანა.

20576510a38b
2004: ცუნამი ინდონეზიაში

26 დეკემბერის დილის საათებში ინდოეთის ოკეანეში მოხდა მიწისძვრა 9.3 სიმძლავრის რიხტერის შკალით, ეს იყო ერთ ერთი უძლიერესი მიწისძვრა, რომელიც 10,000 ჰიროსიმაში აფეთქებულ ატომურ ბომბს უდრიდა. ამან გამოიწვია უდიდესი ტალღები ინდონეზიის სანაპიროზე რომელმაც 230,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა(ზოგი ინფორმაციით 300,000)მილიონამდე ადამიანი დარჩა სახლის გარეშე, მიწისძვრამ ცუნამი არა მხოლოდ ინდონეზიაში არამედ მის მეზობელ ქვეყნებში ინდოეთში, შრი ლანკაში, ტაილანდში და სომალიშიც კი გამოიწვია სადაც 100 ადამიანი დაიღუპა. ეს იყო საშინელი კატასტროფა რომელმაც ყველას გვასწავლა თუ რას ნიშნავდა სიტყვა “ცუნამი”.

ca92806cdfd0
2010: მიწისძვრა ჰაიტიში

ეს არის მიწისძვრა რომელიც სულ რაღაც 1 წლის წინ მოხდა, 12 იანვრის შუადღის საათებმა შეაზანზარა ეს პატარა კუნძული და მასთან ერთად მთელი მსოფლიოც, მისი სიმძლავრე 7 ბალი იყო, შედეგი ასეთი სავალალო არ იქნებოდა ეპიცენტრი დასახლებული ქალაქის შუაში რომ არ ყოფილიყო. ამ მიწისძვრამ 220 დან 316,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 300,000 ადამიანი დაშავდა და 1,500,000 დარჩა სახლის გარეშე. მთელი მსოფლიო გაერთიანდა ჰაიტის დასახმარებლად, 10 დღიანი ძებნის შედეგად 132 ადამიანის
გადარჩენა მოხერხდა.

d808c0be57fb

1976: მიწისძვრა ჩინეთში

ყველაზე ძლიერი მიწისძვრა ბოლო რამდენიმე საუკუნის მანძილზე მოხდა დილის საათებში ქალაქ ტანგშანში(ჩინეთში) 1976 წელს. მას ახლავდა ბევრი წინასწარი ნიშანი: ღამე ცაში სინათლის გამოჩენა, ჭებში წყლის უეცარი დაკლება და გაზის გაშვება რომელმაც ცხოველები დახოცა. მსოფლიოს სხვა ქალაქებისგან განსხვავებით ტანგშანში არ მოხდა წინასწარი მზადება მიწისძვრისთვის და ამის გამო მსხვერპლი გაცილებით მეტი იყო. 7.8 და შესაძლოა 8.2 ბალის სიმძლავრის მიწისძვრამ გამოიწვია უზარმაზარი ზარალი, იგი მოხდა დილის 3:42 წუთზე როდესაც ყველას სახლებში ეძინათ, ათასობით ადამიანი მოხვდა ნანგრევების ქვეშ, ხოლო ათასობით ადამიანი დაიღუპა მეორე მიწისძვრი შედეგად რომელიც 15 საათის შემდეგ მოხდა და მისი სიმძლავრე შეადგენდა 7.1-7.8 ბალს რიხტერის შკალით. შენობების 93 პროცენტი მთლიანად დაინგრა მიწისძვრიამ ბეიჯინამდეც მიაღწია რომელიც 140 კილომეტრის დაშორებითაა ხოლო ხმა რომელიც მიწისძვრამ გამოიწვია 760-ის დაშორებითაც მიაღწია.

ჩინეთის ხელისუფლებამ მაო ძედუნის ხელმძღვანელობით უარი განაცხადა დახმარებაზე რომელიც სხვა ქვეყნებმა შესთავაზეს ამ შემთხვევიდან 2 თვის შემდეგ მაო ძედუნი გარდაიცვალა და ჩინეთის ხელისუფლება რევოლუციის შედეგად შეიცვალა. მიწისძვრა ტანგშანში იყო ყველაზე მასშტაბური რომელიც ბოლო 400 წლის მანძილზე მომხდარა, შედეგად მთელი ქალაქი მიწასთან გასწორდა და საერთო ზარალმა 10 მილიარდ იენს ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 242,419 (ქალაქის მოსახლეობის მეოთხედი) მიაღწია, ზოგი ინფორმაციით დაღუპულთა რიცხვმა 600,000 – 700,000-მდე მიაღწია, ხოლო 800,000 დაშავდა.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button