ცნობილების ოხუნჯობანი
ამ პოსტში ნახავთ ცნობილი ადამიანების ხუმრობებს და ორიგინალურ პასუხებს ..
უკვდავება
ერთხელ პიკასოს ექიმმა უთხრა:
– თავს უფლებას ვერ მივცემ ვიმსჯელო თქვენი ნახატების ფერწერულ ღირსებებზე , მაგრამ სურათზე გამოსახული ადამიანები, ანატომიის თვალსაზრისით, ყველა ნამდვილი ავადმყოფია.
– მიუხედავად იმისა , ექიმო , ისინი გაცილებით მეტ ხანს იცოცხლებენ, ვიდრე თქვენი პაციენტები , – უპასუხა მხატვარმა
ოთხი მოქმედება – სამი ანტრაქტი
ჟურნალისტმა კითხა მარკ ტვენს , მართლა მუშაობს თუ არა იგი დიდ პიესაზე .
მარკ ტვენმა უპასუხა :
– შეგიძლიათ აცნობოთ თქვენს გაზეთს , რომ ვწერ დრამას , რომელიც შედგება ოთხი მოქმედებისა და სამი ანტრაქტისაგან და სამი ანტრაქტი უკვე დავამთავრე .
ას ოცდაათი სიტყვა წუთში
ფრანგი მწერალი ანატოლ ფრანსი სამუშაოდ ღებულობდა ახალგაზრდა სტენეოგრაფისტ ქალს .
– გავიგე , თქვენ კარგად შეგიძლებიათ სტენეოგრაფის ჩაწერა.
– დიახ , წუთში ას ოცდაათი სიტყვა , – მიუგო გოგონამ .
– ას ოცდაათი სიტყვა წუთში ?! – წამოიძახა მწერალმა , – კი მაგრამ , ძვირფასო , მე საიდან მოგიტანოთ იგი ?
გონებამახვილური ბუნება
ბერნარდ შოუს ჰკითხეს :
– მითხარით, გეთაყვა, როგორ ახერხებთ, რომ ყოველ წუთს შეგიძლიათ წარმოთქვათ ბრძნული და გონებამახვილური ფრაზები ?
– სრულიად უბრალოდ , – უპასუხა შოუმ . – მე ვფიქრობ დიდ სისულელეზე და იმავე წუთს ვამბობ მის საწინააღმდეგოს.
გარემოებათა დამთხვევა
დარბაზობაზე ერთმა ახალგაზრდამ მიმართა ბერნარდ შოუს :
– ეს თქვენ ბრძანდებით განთქმული იურისტი? მართალია, რომ თქვენი მამა მკერავი იყო ?
– დიახ, – დაუდასტურა შუომ.
– მაშ, რატომ არ გახდით თქვენც მკერავი ?
– ძნელია თქმა. ბედია, ან შესაძლებელია უბრალო ახირება. აი, მაგალითად, თქვენი მამა, მგონი, ჯენტლმენი იყო ?
– რასაკვირველია, – დაუმოწმა ახალგარზრდამ.
– მაშ , თქვენც რატომ არ გახდით ჯენტლმენი ? – შეეკითხა შოუ.
დროის საზომი
სოფოკლემ თქვა, რომ მის მიერ დაწერილი სამი ლექსი, სამი დღის შრომის შედეგი იყო.
– სამი დღისა?! – შეჰყვირა საშუალო ნიჭის პოეტმა, – მე ხომ ამ ხნის განმავლობაში დავწერდი ასს !
– დიახ, – უპასუხა სოფოკლემ, – მაგრამ ისინი იარსებებდნენ მხოლოდ სამ დღეს .
წვერის გაპარსვა ვერ მოსაწრო …
ცნობილია, რომ ინგლისში ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ძველად ქალის როლს მამაკაცები ასრულებდნენ. ერთხელ ლონდონში წარმოდგენას ესწრებოდა მეფე კარლოს მეორე. სპექტაკლის დაწყება დააგვიანდათ … მეფე აღშფოთდა.
– თქვენო აღმატებულებავ, – მოიბოდიშა თეატრის დირექტორმა, – საქმე ისაა რომ დედოფალმა ვერ მოასწრო წვერის გაპარსვა .
გესლიანი თავაზიანობა
ვოლტერის ერთ-ერთმა ოპონენტმა ცხარე კამათის დროს მას იდიოტი უწოდა.
ვოლტერმა გაიღიმა, შეხედა მოწინააღმდეგეს და თქვა :
– ძვირფასო პროფესორო, დღემდე ჭკვიან ადამიანად გთვლიდით, თქვენ მე იდიოტად მიგაჩნივართ . რას იზამთ, შესაძლოა, ჩვენ ორივე შევცდით .
წყარო : წიგნი ” ხელოვანთა ხუმრობები “