არქივი

ქალი ქუხნაში : )

3c48b5c7f0bb
სადაა ქალის ადგილი? თქვენი არ ვიცი და ამ ქართული რეალობის შემყურეს ხშირად გამჩენია ეს კითხვა.

მართლაც, ნეტავ სადაა ქალის ადგილი. პირველ რიგში ქალს შევხედოთ როგორც ადამიანს,ისიც ჩვეულებრივი ადამიანია,როგორც მამაკაცი, იგივე მოთხოვნილებებითა და უკვე იგივე უფლებებითაც : ) ზოგს აქვს ლიდერის თვისებები,შეუძლია კარგად გამოიყენოს თავის ცხოვრებაში ნიჭი, შეიქმნას წარმატებული კარიერა,მაგრამ რაღაც უშლის ხელს, ეს რაღაც კი ხშირ შემთხვევაში ქართველი, როგორც თვითონ იმართლებენ ხოლმე თავს ,,ტრადიციების მიმდევარი” მამაკაცები არიან. ამ მამაკაცის გულისთვის კი ქალი ყველაფერს თმობს, ეთიშება იმ ცხოვრებას რომელიც წარმატებას მოუტანდა. ამის წაკითხვისას ის ,,ტრადიციული” კაცი იტყვის, რას ქვია თავის ცხოვრებას ეთიშება, განა მე არ ვარ მისი ცხოვრება, ჩვენი ოჯახიო? ნურას უკაცრავად, ქართველი მამაკაცები სწორედ აქ ცდებიან, რას ქვია მისი ცხოვრება ხარ, ცოლ-ქმრობა არ ნიშნავს იმას,რომ მთლიანად გაქვს მისი მომავლის განკარგვის და ადამიანის შეცვლის უფლება.

d7d5c8965172

ბევრი კაცი იძახის ცოლი სამზარეულოში უნდა ტრიალებდეს, ბავშვებს უნდა უვლიდეს, სახლს უნდა ალაგებდეს,სარეცხს რეცხავდეს… და ასე უსასრულოდ გრძელდება იმ მოვალეობების ჩამოთვლა,რომელიც ვიღაცამ (იმ ჩვენი ცოდვით სავსემ) ქალური მოვალეობები უწოდა. მერედა ამის შემსრულებელს მოსამსახურე არ ქვია? მოკლედ ქალები გადაიქცნენ მოსამსახურეებად და ზოგი ვერც კი ხვდება ამას. უმრავლესობას ამ საკითხზე ფიქრის დრო ან ნერვები არ აქვს, ან კიდევ იცის აზრი არ აქვს, რას ამბობ,მისი ,,ღიპუჩა” ქმარი გაუბრაზდება…

აბა ის არ ჯობია,როცა მხიარული, სასმელით გაბრუებული საყვარელი ქმარუკა დაუძახებს ასევე მხიარული ხმით: – ,,ნასკი გამხდე ქალო, ეს მომიტანე, ის მომიტანე, ეს გააკეთე….” და რას შვება ქალი? რა თქმა უნდა მორჩილად ასრულებს ბრძანებებს, თუმცა ამას მისი აზრით ბრძანება არც ქვია , ეს საყვარელი არსება ხომ მას არჩენს, ესეიგი უნდა მოემსახუროს კიდეც. აი ესაა თავი და თავი, კაცს იმიტომ აქვს ესოდენ გაფუშფუშებული დანიშნულება ოჯახში, რომ მარჩენლად ითვლება. აბა შეხედეთ ისეთ ქალს, რომელსაც აქვს სამსახური, რომელიც ისევეა დაკავებული,როგორც მისი ქმარი, ამ შემთხევვაში ყველაფერი რიგზეა, ქალს არ აქვს დეპრესია, უვლის თავს, რადგანაც გარეთ ხშირად უწევს გასვლა, ქმრისთვისაც რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს ასეთი ქალი უფრო საინტერესოა…

აბა, დიდად საინტერესოა თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით : )

მსგავსი ამბები

Back to top button