არქივი

იაპონიაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

7a20uuv8gy0kdjc6n31

იაპონიაში კიდევ ერთი, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ მსოფლიო მედია იუწყება.

მორიგი მიწისძვრა იაპონიის ფუკუსიმას პრეფექტურაში, სადაც ორი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, ადგილობრივი დროით 22:15 საათზე (თბილისის დროით 17:15 საათზე) დაფიქსრიდა.

ახალი დაზიანებების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. თუმცა, ცნობილია, რომ 6 მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის მიწისძვრა ძლიერად მიიჩნევა და მას ნგრევის გამოწვევა შეუძლია.

11 მარტს იაპონიაში, ტოკიოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 373 კმ-ში, მიაგის პრეფექტურის სანაპიროზე, იაპონიის ისტორიაში ყველაზე ძლიერი 8,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, ტალღების სიმაღლემ 10 მეტრს მიაღწია.

უცხოური მედიის ცნობით, იაპონიაში დაღუპულთა რაოდენობამ 3000-ს გადააჭარბა, ათეულობით ათასი ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა.

“ფუკუსიმა-1” და “ფუკუსიმა-2”-ის გარშემო ევაკუაციის ზონა გაფართოვდა

იაპონიაში ატომური ელექტროსადგურების “ფუკუსიმა-1” და “ფუკუსიმა-2” გარშემო ევაკუაციის ზონა 20 კილომეტრამდე გაფართოვდა. როგორც იაპონური ტელეარხი NHK იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება იაპონიის მთავრობამ მიიღო.

მთავრობამ ევაკუაციის ზონის 20 კილომეტრამდე გაფართოება “ფუკუსიმა-1”-ზე აფეთქების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გადაწყვიტა. მანამდე მცირე ხნით ადრე გამოცხადებული იყო ევაკუაცია მხოლოდ 10-კილომეტრიანი ზონიდან. ატომური ელექტროსადგურები ერთმანეთისგან 12 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ორივე სადგურზე მიწისძვრის შემდეგ გაგრილების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო საგანგებო მდომარეობა გამოცხადდა. “ფუკუსიმა-1”-ზე დაგილობრივი დროით 15:36 საათზე აფეთქება მოხდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი. სადგურის გარშემო რადიაციული ფონი თანდათანობით გაიზარდა. მოსახლეობას ურჩიეს, ფანჯრები არ გააღონ, გამორთონ კონდიციონერები და სახლებიდან არ გამოვიდნენ.

11 მარტს იაპონიაში, ტოკიოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 373 კმ-ში, მიაგის პრეფექტურის სანაპიროზე 8,9 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, ტალღების სიმაღლემ 10 მეტრს მიაღწია. მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 3 ათასს აჭარბებს, ათეულ ათასობით ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა.

წყარო: interpressnews.ge

მსგავსი ამბები

Back to top button