მსოფლიოს ყველაზე “კეკლუცი” ქალაქები
შესაძლოა პარიზი მიგაჩნიათ ყველაზე სექსუალურ, ხოლო რომი ყველაზე მშვენიერ, შარმიან ქალაქად, მაგრამ ათენს უკავია ახალი გამოკითხვის შედეგად ყველაზე “კეკლუცი” ქალაქის სტატუსი
როგორც როიტერი აცხადებს, საბერძნეთის დედაქალაქი “მსოფლიო ფლირტელთა ლიგის” უმაღლეს მწვერვალზეა, სადაც ქალაქები განაწილებულია ადგილების მიხედვით, რომლებსაც ავლენენ ყოველთვიურად ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის და გაცნობის საიტის Badoo.com-ის მეშვეობით. ოფიციალურად 12 მილიონი ადამიანი ფლირტაობს ერთმანეთთან თვეში, ხოლო 108 მილიონი უნიკალური მომხმარებელია ამ საიტზე 180 სხვადასხვა ქვეყნიდან.
მოსკოვი გავიდა მეორე ადგილზე, რომი მერვე ადგილს იკავებს, ხოლო ლონდონი და ნიუ იორკი შესაბამისად ორმოცდამეშვიდე და ოთხმოცდამეცხრე ადგილზე იმყოფებიან.
“ათენი არის მიმზიდველი ქალაქი, ჰედონისტური ცხოვრების წესით”. The Lonely Planet Encounter Guide to Athen-ის ავტორმა ვიკტორია კირიაკოპოლუსმა ტელეგრაფთან ინტერვიუში განაცხადა: “ათენელებს უყვართ წვეულება და საუბარი ამაზე. მათ უყვართ თამაში.”
ათენი #1
მოსკოვი #2
კიევი #6
ბეირუთი #7
რომი #8
მადრიდი #31
პარიზი #38
ლონდონი #57
ბერლინი #79
ნიუ იორკი #89