ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

დედამიწის ღერძი 10 სმ-ით გადაადგილდა

იაპონიაში მომხდარმა მიწისძვრამ დედამიწის ღერძი თითქმის 10 სმ-ით გადააადგილა.

ამის შესახებ იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი იტყობინება.

ექსპერტების მტკიცებით, “მოცემული მოვლენის გავლენა ღერძზე უფრო მეტად არსებითი აღმოჩნდა, ვიდრე 2004 წლის სუმატრაზე მომხდარი მიწისძვრისა. მაშინ მიწისძვრამ დედამიწის ღერძის 6 სმ-ით გადაადგილება გამოიწვია”.

იტალიელი სეისმოლოგები მიიჩნევენ, რომ დღევანდელი სიტქიური უბედურება, თავისი გავლენით, მხოლოდ 1960 წელს ჩილეში მომხდარ უდიდეს მიწისძვრას ჩამოუვარდება, რომლის მაგნიტუდა, სხვადასხვა შეფასებებით, 9.3-9.5 იყო.

იტალიის კოსმოსური სააგენტოს გეოდეზიის ცენტრის დირექტორის ჯუზეპე ბიანკოს განცხადებით, დღევანდელი მიწისძვრა უფრო სუსტია, ვიდრე სუმატრაზე მომხდარი მიწისძვრა, მაგრამ დღევანდელი მოხდა ისეთ განედზე, რომ მისი გავლენა დედამიწის ღერძზე უფრო ძლიერია.

წყარო:www.interes.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close