ახალი ამბებიგამოგონებაუცნაური

ბავშვი 3 მშობლით

პოპულარული ინ-ვიტრო განაყოფიერების საშუალებით, მალე შეიძლება ქვეყანას მოევლინონ ბავშვები, რომელთაც სამი ბიოლოგიური მშობელი ეყოლებათ.

დიდი ბრიტანეთის ჯანმრელობის დაცვის სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება, რომ ინ-ვიტრო განაყოფიერების მეთოდში შესამჩნევი წინსვლაა, რაც მალე ბავშვების ამ მეთოდით ჩასახვის შესაძლებლობას მისცემს მათ. მინისტრის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს კვლევა იმის დასადგენად, თუ რამდენად უსაფრთხო და ეფექტური იქნება ეს მეთოდი, გამოიწვევს თუ არა დარღვევებს.

მნიშვნელოვანია, თავიდან აცილებულ იქნას მიტოქონდრიული დაავადებებიც. ბავშვებს, რომელთაც ეს სჭირთ, აქვთ დარღვევები გულისა და ნერვული სისტემის საკითხებში. მიტოქონდრია უჯრედში მდებარეობს და ენერგიას აწვდის მათ ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ის ადამიანს დედისგან გადაეცემა მემკვიდრეობით.

მიტოქონდრიული დნმ არ გვხვდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ბირთვში, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ბირთვის ამოღება და სხვა კვერცხუჯრედში გადატანა. ამ გზით მიღებულ ემბრიონს გენეტიკური მასალის 98% მიღებული ექნება დედისა და მამისგან, დანარჩენი 2% კი დონორისგან, ე.წ. მესამე მშობლისგან.

ელისონ მორდოკი ნიუკასლის უნივერსიტეტიდან, რომელიც ამ ტექნიკის დახვეწაზე მუშაობდა, ამბობს: “ჩვენ ამ მომენტში არ შეგვიძლია მისი გამოცდა პაციენტებზე, თუმცა მეცნიერები მუშაობენ და პროგრესი შესამჩნევია. როგორც ექიმებს, ჩვენ მისიად გვაკისრია, განვკურნოთ ადამიანები ავადმყოფობისგან და თუკი შესაძლებელია, საერთოდ ავარიდოთ. სწორედ ამას ემსახურება ეს პროექტიც.”

ჯოზეფინ ქვინტავალმა, რომელიც არის ხელმძღვანელი ორგანიზაციისა “CORE”, განაცხადა: “არავინ კამათობს იმაზე, რომ თუკი შესაძლებელია, უნდა მოხდეს არასრულყოფილი მიტოქონდრიებით გამოწვეული დაავადებების აცილება, მაგრამ გენეტიკური ინჟინერიის ეს ფორმა ძალიან სარისკო და საკამათოა, ადამიანის ჩანასახში ‘ხელების ფათურმა’ შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიღოს.”

“არასრულყოფილი გენეტიკური მასალა რომ მოშორდეს ორგანიზმს, ამისთვის უნდა განვითარდეს ორი, გენეტიკურად სრულიად განსხვავებული ემბრიონი. ჯანმრთელი ამოირჩევა და მეორე ემბრიონს შესწირავს კარგ (ჯანმრთელ) მიტოქონდრიებს.”

ექსპერიმენტებისთვის საჭიროა თანხმობა სახელმწიფოსგან, ამიტომ მეცნიერთა ჯგუფი მოითხოვს, რომ პროექტი დაუყოვნებლივ განიხილონ პარლამენტში. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, კანონმდებლობით ასეთი რამ დასაშვებია და მიესალმება მეცნიერულ წინსვლას.

P.S. ისე საინტერესოა, ბავშვმა მეორე მშობელს რა უნდა უწოდოს, “ორპროცენტიანი დედა”? :D

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close