არქივი

შექსპირი-ბეკონი?

4a5b31dc97b2
შეკითხვა, რომელზეც პასუხს დღესაც ვერ ცემენ..

არსებობს თეორია რომ პოემები, ლექსები, სპექტაკლები, რომელთა სახელებიც შექსპირთანაა დაკავშირებული, სინამდვილეში შექსპირის არაა. იყო ადამიანი, რომელიც ფსევდონიმად იყენებდა შექსპირს. სხვანაირად რომ ვთქვა სტანნფორდში დაბადებული უილიამ შექსპირი და პოეტი შექსპირი სხვადასხვა პიროვნებაა.
ზოგის ვარაუდით ეს პიროვნება ლორდი ფრანცის ბეკონია,რომელიც შემდგომში ფილოსოფოსისა და იურისტის სახით გვეცხადება. ეს იდეა მეცხრამეტე საუკუნეში დაიბადა. იდეის მომხრეები ვარაუდს იმით ასაბუთებდნენ, რომ შექსპირის წერის მანერა და ლექსიკა ძალიან გავს ბეკონის წერის მანერასა და ლექსიკას.ასევე ისინი ფიზიკურადაც გავდნენ ერთმანეთს.მათი დაბადების თარიღი ზუსტად არავინ იცის, თუმცა ნაცნობია რომ ორივენი 1561-1563 წლებში დაიბადნენ.შექსპირის გარდაცვალების თარიღად 1616 წელს ასახელებენ, ხოლო ბეკონის გარდაცვალების თარიღად 1626 წელს. ასევე ხალხის თქმით ისინი ხასიათითაც გავდნენ ერთმანეთს. ორივე მევახშე იყო. ორივეზე ნაცნობია, რომ შეიძლებოდა პატარა ვალზეც კი ადამიანისათვის ეჩივლათ. ორივემ ზედმიწევნით ზუსტად იცოდა კანონები.როგორც ცნობილია, ნამდვილი უილიამ შექსპირი სტანფორდში დაიბადა თუმცა სტანფორდი ახალგაზრდობაშივე დატოვა და იორკში გადავიდა. ხოლო ბეკონზე ცნობილია რომ იგი იორკშივე დაიბადა. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმის დასამტკიცებლად, რომ ბეკონი და შექსპირი ერთია.ბეკონის ფილოსოფიური იდეები და მოსაზრებები ემთხვევა შექსპირის პოემებსა და ლექსებში გამოთქმულ მოსაზრებებს

შემოგთავაზებთ ორივეს სურათებს.

ბეკონი
ea741dd39a1a

შექსპირი
dc1512a60b81

მსგავსი ამბები

Back to top button