საკითხავისასარგებლოუცნაური

“რკინის ფარდის” რღვევა – დაშვება წითელ მოედანზე 2


მატიას რუსტის წითელ მოედანზე დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მოედნის დაცვის სამსახურში გაისმის ზარი,ყურმილს იღებს მაიორი ტოკარევი.ტელეფონის მეორე ბოლოდან გაისმის კითხვა:”რა ხდება კრემლის თავზე,ვინ დაფრინავს?” პასუხი შემდეგი იყო:”საჰაერო გადაღებები მიმდინარეობს და სხვა არაფერი.” რამდენიმე წუთში მაიორ ტოკარევს უკავშირდება უშუალოდ წითელ მოედანზე მოძრავი მცველი და შეტყობინება ისევ თვითმფრინავს ეხება.ამაზე მაიორმა ხუმრობანარევი პასუხი გასცა:“შენ ის გააკონტროლე მოედანზე ძროხები არ დააბიჯებდნენ,ხოლო თვითმფრინავი?–ჯანდაბამდეც გზა ჰქონია”

როგორც პირველი ნაწილიდან იცით მალევე თვითმფრინავი დაეშვა მოედანზე.მცირე ხანში გამოჩნდნენ ფორმიანები და დააპატიმრეს მატიას რუსტი.თუმცა საბჭოთა კავშირის ისეც ათასგზის “კისერწატეხილ” იმიჯსთვის ეს იმდენად მძიმე დარტყმა იყო(იქნებ მომაკვდინებელიც,რადგან გაივლის რამდენიმე წელი და საბჭოთა კავშირი დაიშლება),რომ ამ დარტყმის ბლოკირება საკმაოდ რთული იყო.დაიმსხვრა მითი ძლევამოსილი საბჭოთა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის შესახებ.

მატიას რუსტის ამ გმირობას არა მხოლოდ მითების ნგრევა ახლდა თან,არამედ დიდი საკადრო წმენდაც.სკანდალური დაშვებიდან მესამე დღეს გორბაჩოვის ინიციატივით გაიმართა პოლიტბიუროს სხდომა,სხდომისას არაერთხელ გაჟღერდა,რომ ეს იყო საბჭოთა კავშირის შეურაცყოფა და სათანადოდ უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე.შედეგად თანამდებობდა დატოვეს შემდეგ მაღალჩინოსნებმა–თავდაცვის მინისტრმა სერგეი სოკოლოვმა,ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კოლდუნოვმა(ამ ადამიანმა მეორე მსოფლიო ომში გმირულად იბრძოლა და 46 გერმანული თვითმფრინავი ჩამოაგდო),დაახლოებით 250მდე გენერალმა.
ასეთი მასშტაბის ცვლილებები იშვიათი იყო საბჭოთა პერიოდში.აქ ერთი ფაქტი უნდა აღინიშნოს–საბჭოთა სამხედრო სისტემა სტალინის დროიდან ფაქტიურად უცვლელი იყო და მთავარი სტრატეგიებიც შენარჩუნებული იყო,ყოველივე ამის შესაცვლელად გორბაჩოვი საბაბს ეძებდა და ეს საბაბიც ნაპოვნი იქნა. “ცვლილებათა ქარმა ქროდა რკინის ფარდით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე”!!!

პოლიტბიუროს ამ სხდომაზე გადაწყდა მატიას რუსტის ბედიც.გორბაჩოვმა განაცხადა:

–ამ ყმაწვილის გამო 250 გენერალი გადავაყენეთ და ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს.ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ !!!”

განაჩენი გამოტანილი იყო.ზემდგომების ამ ბრძანების “ჭრა–კერვა” რათქმაუნდა არ გაუჭირდებოდა სამართალდამცველ სტრუქტურებს,დაინიშნა სასამართლო და გაჟღერდა განაჩენი–მას ბრალად ედებოდა საავიაციო კანონმდებლობის დარღვევა,საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ხულიგნობა.სასამართლოზე მატიასმა განაცხადა: “ეს იყო ფრენა,რომლის მიზანი იყო “სიმართლისაკენ მოწოდება”.

დასავლეთი ამ დროისათვის აღფრთოვანებული იყო რუსტის ამ საქციელით და გაკვირვებული საბჭოთა “რადარების” ფიასკოთი.გერმანული “შტერნი” აღნიშნავდა მატიას რუსტის ამ საქციელს,რომელმაც სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო 100მდე საბჭოთა “მიწა–ჰაერი”_ს სარაკეტო კომპლექსი,6 ავიაპოლკი 240 გამანადგურებლით და ა.შ.
ასეთი სულისკვეთების არაერთი სტატია დაიწერა დასავლურ პრესაში.

უკვე ცნობილია სასჯელი რაც მატიას რუსტს ელოდა,თუმცა გამოძიების დროს ყველაფერი მძიმე შედეგისკენ მიდიოდა.მრავალი “შეთქმულთა თეორიტიკოსი” გამოჩნდა და გამოითქვა არაერთი ვერსია.მთავარი ვერსია თავიდანვე გამოიკვეთა–მატიას რუსტი გამოცხადდა აგენტად,რომელიც დასავლურმა სამყარომ კონკრეტული დავალებით მოავლინა საბჭოეთში.ამ ვერსიაზე მუშაობისას გადამოწმდა რუსტის “ცესნა”_ს მიერ გავლილი მარშრუტი,დაიკითხა მრავალი ადამიანი.ისევ “ბნელ ოთახში შავი კატის ძებნას” წააგავდა ყოველივე ეს და რათქმაუნდა ამ ვერსიას დამტკიცება არ ეწერა.

ზემოთაღნიშნული ვერსიის დამტკიცება რათქმაუნდა “გემრიელი ულუფა” იქნებოდა საბჭოთა ხელისუფლებისათვის,მას მოყვებოდა ანტიდასავლური ისტერიები,მაგრამ მოლოდნი არ გამართლდა.

მატიას რუსტის დაკითხვისას გაირკვა,რომ ის იყო მოყვარული პილოტი და მას არაერთხელ შეუსრულებია რთული მარშრუტი.ის ხშირად დაფრინავდა ფარერების კუნძულებზე და ისლანდიაზე.მას ჰქონდა საკმაო გამოცდილება და არცაა გასაკვირი მოსკოვამდე “ვოიაჟის” წარმატებით დასრულება.

რთული აღმოჩნდა მატის რუსტისათვის გისოებს მიღმა ყოფნა,მას მართალია კარგად ექცეოდნენ და პრივილეგირებულ პატიმრად ითვლებოდა.14 თვის შემდეგ საბჭოთა “ცვლილებათა ქარი” უკვე გრიგალად ქცეულიყო და 1988 წლის 3 აგვისტოს მატიას რუსტი გაათავისუფლეს.

თავისუფალი მატიასი გაემართა მშობლიური ჰამბურგისაკენ,თუმცა მას ტრიუმფალური დახვედრა არ ელოდა.”სიურპრიზი” მალე მოუწყვეს და თვითმფრინავის მართვის მოწმობა გააუქმეს.
1989 წელს რუსტი ციხეში ისევ მოხვდა,მას ბრალად ედებოდა მედდაზე დანით თავდასხმა,რომელმაც შეხვედრაზე უარი უთხრა.მას 2.5 წელი მიუსაჯეს,თუმცა ისევ ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
1994 წელს ისევ მოსკოვს ეწვია და სცადა ფეხსაცმლის მაღაზიის გახსნა,თუმცა ბიზნესი წარუმატებელი აღმოჩნდა და “დამარცხებულმა” დატოვა რუსეთი.
2001 წელს მან ჰამბურგის ტანსაცმის მაღაზიიდან მოიპარა 81 დოლარად ღირებული სვიტერი.ამის გამო მას 4.5 ათასი დოლარი გადაახდევინეს ჯარიმის სახით.
როგორც ხედავთ მატიას რუსტის ცხოვრება არ აეწყო.ამის გამოსწორებას ის 2012 წელს ეცდება,სწორედ “სამყაროს მოსალოდნელი აღსასრულის” დროს იხილავ საზოგადოება მატიას რუსტის მემუარებს.

2007 წელს იტალიურმა La Repubblica_მ მატიას რუსტისგან აიღო ინტერვიუ.გთავაზობთ აღნიშნულ ინტერვიუს კულმინაციას,სადაც მატიასი ამბობს:

–მე ამას დღესაც სიამოვნებით გავიმეორებდი,ზოგჯერ ახალგაზრდულ სულისკვეთებას შეუძლია სამყაროც კი გააღვიძოს…

ხშირად ისმის კითხვა: ვინ იყო მატიას რუსტი–ფსიქიკურად გაუწონასწორებული,ავანტიურისტი თუ უბრალო თავგადასავლების მაძიებელი?

მე მიმაჩნია,რომ უფრო სამივეს ნაზავი ვიდრე ერთ–ერთი.და თქვენ?

წყარო: ჩემი ბლოგი (don-mindia.blogspot.com)

Don Mindia

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close