ახალი ამბებიმისტიკაუცნაური

ალბინოსების უბედურება აფრიკაში

fc515c823995

ალბინოსებზე პოსტი უცნაურზე უკვე იდო, ვინც არ იცით რას ნიშნავს ალბინიზმი, შეგიძლიათ გადაიკითხოთ: ბმული. (სანამ ამ პოსტის კითხვას დაიწყებდეთ)

რამდენიმე დღის წინ ერთ დოკუმენტურ ფილმს წავაწყდი ამ თემაზე და გული გამისკდა. ვერც წარმოვიდგენდი ასეთი რამ თუ ხდებოდა სადმე.
წარმოგიდგენიათ ოცდამეერთე საუკუნეში კანის სხვანაირი შეფერილობის გამო ადამიანებს ხოცავდნენ?! მაგრამ ეს რეალობაა და აფრიკაში, კერძოდ კი ტანზანიაში ხდება. როგორც იცით აფრიკაში არც ისე იშვიათი ხილია სხვადასხვა თილისმების გაკეთება, გრძნეული-მკურნალები, მაგია, ვუდუ და ა.შ. თურმე სწორედ ესაა ყველაფრის თავი და თავი. სწორედ ,,გრძნეულმა-მკურნალებმა” გაავრცელეს საზოგადოებაში აზრი,რომ ალბინოსთა სხეულის ნაწილებს, მათ თმას, სისხლს გარკვეული დანიშნულება აქვთ მაგიაში, ისინი ამ ყველაფრისგან თილისმებს და სხვა სახის ჯადოებს ამზადებენ, რომელსაც როგორც ამბობენ წარმატება მოაქვს, განსაკუთრებით კი ვინც ბიზნესს იწყებს ან რაიმე ახალ საქმეს.. ასევე თილისმებს იყენებენ ადგილობრივი მეთევზეებიც, მათ სწამთ რომ ასე უფრო მეტი თევზის მოპოვებას შეძლებენ.

რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ამის მართლა სჯერა ხალხს. ერთი მასწავლებელიც დააპატიმრეს, რომელმაც საკუთარი ალბინოსი შვილი მოკლა. 2007 წლიდან დაახლოებით 57 ალბინოსი გამოასალმეს სიცოცხლეს. გარდა მკვლელობისა, აქ პოპულარულია სახლში შევარდნა და კიდურების მოკვეთა.. შემდეგ ეს კიდურები სპეციალურ ,,შავ-მაღაზიაში” მიაქვთ, სადაც მათი გაყიდვა ხდება. ფასი კი ძალიან მაღალია, 500$-დან 2000$-მდე ადის.. არ დაგავიწყდეთ,რომ ეს ძალიან დიდი ფულია იქ მყოფებისთვის, რადგან იქაური წლიური შემოსავალი საშუალოდ 450$-ია.

ალბინოსებს განუწყვეტლივ სჭირდებათ მზისგან დამცავი ლოსიონები, რაც 15$ ღირს, თანხა კი მშობლებს ძირითადად არ მოეპოვებათ, ამის გამო ხშირად ბავშვებს დამწვრობები და წყლულები აქვთ ტანზე. ამას გარდა აწუხებთ თვალებიც, როგორც იცით ალბინოსებს სუსტი მხედველობა აქვთ, უნდა მოერიდონ მზეს, იქ კი ისეთი მცხუნვარე მზეა, რომ ხშირად ბრმავდებიან კიდეც.

გაგაცნობთ ერთ-ერთ ალბინოსს, რომელსაც სწორედ ალბინოსობის გამო დაატყდა თავს უბედურება.

მარიამუ სტენფორდი – 28 წლის ქრისტიანი ქალი, ძალიან სასიამოვნოდ მოლაპარაკე, უყვარს სიმღერა. ერთ ღამეს, მაშინ როცა თავის 1 წლის შვილთან ერთად მშვიდად ეძინა, თავს ვიღაც კაცები დაესხნენ, კარები ჩაკეტეს, ისე რომ ქალს ვერავინ დახმარებოდა, თანაც ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მარიამუ მაშინ 5 თვის ფეხმძიმე იყო : ( ერთი ხელი მოაჭრეს და როცა მარიამუ საზარლად აყვირდა, მეორეც ზედ მიაყოლეს.. 6 საათი დასჭირდათ, სანამ საავადმყოფოს მიაღწევდნენ ქალის გადასარჩენად, მარიამუ კი გადარჩა, მაგრამ მის მუცელში მყოფი პატარა დაიღუპა.

eef299cf5ea9

15e161f2acd7

9ab8f17c72cb

31fd3f7f8b4a

მარიამუ ამის შემდგომ როგორც ინვალიდი ისე ცხოვრობდა, ალბათ ვერც წარმოგიდგენიათ როგორია უხელებოდ დარჩენა. მაგრამ მას ბედმა გაუღიმა და ჟურნალისტები დაეხმარნენ ახალი ცხოვრების დაწყებაში. ამერიკაში ჩაიყვანეს და იქ ხელის პროთეზი გაუკეთეს, ისიც ასწავლეს, თუ როგორ უნდა გამოეყენებინა ახალი ხელები.

315a36b017ef

მანიას ემანუელი 12 წლისაა, მას 2 და ჰყავდა, მინდი და მირიამი. მირიამიც ალბინოსი იყო და ერთ ღამეს იგი საშინელი სისასტიკით მოკლეს, გოგონას ფეხები მოაჭრეს, შემდეგ ყელიც გამოჭრეს, ასევე მოკვეთეს ენა.

f199f5d00c24

ამ დროს პატარა მხოლოდ 5 წლის იყო.
ალბინოსი ბავშვების დიდი ნაწილი თავშესაფრად სკოლას იყენებს და იქ ცხოვრობს, რადგანაც მათ სიკვდილის ეშინიათ, სკოლას კი უკვე დაცვაც ყავს, რადგან შესაძლოა მკვლელებმა აქაც გაბედონ მოსვლა. ნაწილი ბავშვებისა კი ტანზანიაში შიშით ცხოვრობს.
ზოგადად ტანზანიაში ალბინოსთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია – 170 000. დაახლოებით 200 ადამიანი დაპატიმრებულ იქნა ალბინოსთა მკვლელობაში ეჭვმიტანილობის გამო.

5fd4f2873a5a

ალბინოსი ბავშვი, მანიას ემანუელი : მე ალბინოსი ვარ
ჟურნალისტი: შენ იცი რა არის ალბინოსი?

მანიასი: ეს.. ეს თეთრი ადამიანია.
ჟურნალისტი: იცი რატომ გკლავენ ისინი თქვენ?
მანიასი: დიახ, როცა ისინი ჩვენ გვკლავენ, მერე ცდილობენ გაგვყიდონ. ასე ისინი მდიდრები გახდებიან.
ჟურნალისტი: მოგწონთ ამ სკოლაში ყოფნა, თუ შენს სოფელში მშობლებთან გირჩევნიათ ცხოვრება?
მანიასი: მე მირჩევნია მოვინახულოთ ხოლმე ჩემიანები.

ბავშვების სახლში დატოვების მშობლებს უკვე ეშინიათ, ამიტომაც ისინი ბავშვთა სახლში იმყოფებიან.

მანიასი: მე აქ მაშინ გადმოვედი,როცა ჩემი და მოკლეს.
ჟურნალისტი: როცა ღამე გეშინიათ, რას აკეთებთ?
მანიასი: გავრბივართ.
პატარა ბიჭუნა მანიასის ეუბნება: მანიასი, ისიც უთხარი,რომ როცა ფისისთვის ვდგებით ხოლმე ღამე, მაშინაც გვეშინია.
მანიასი: დიახ ასეა.. რადგან თუ ,,ისინი” დამიჭერენ, აუცილებლად მომკლავენ.

მატატიზო დუნია, პატარა ბიჭს,რომელიც დედასთან ერთად იმყოფებოდა სახლში, მოულოდნელად თავს უცხო კაცები დაესხნენ, ბიჭმა ყვირილი დაიწყო,მაგრამ გათიშეს და ორივე ფეხი მოაჭრეს და დაიღეს. როცა დედამ ბავშვის სისხლი და სხეულის ნაწილები იპოვნა სახლში რა თქმა უნდა საშინელ დღეში ჩავარდა, პოლიციამ კი 20 კილომეტრში მცხოვრებ ცნობილ ,,გრძნეულს” მიაკითხა შესამოწმებლად. მართლაც იქ იპოვნეს ბავშვის სხეულის ნაწილები.
ბავშვი სოფელში დაკრძალეს, მაგრამ თქვენ ფიქრობთ,რომ ალბინოსის ჩვეულებრივ მიწით დამარხვა უსაფრთხოა? სულაც არა, მას მეორე დღესვე ამოთხრიდნენ. ამიტომაც ცემენტითა და ქვებით ამოავსეს საფლავი.

საინტერესოა რას ამბობენ ამ საკითხებზე თავად მკურნალები და ,,გრძნეულები”. ჟურნალისტებმა ასეთ ხალხსაც მიაკითხეს და მათი პასუხები მოისმინეს.
dae857cd4201

– წამლის შემადგენლობა საიდუმლოა, მაგრამ ყველაფერი, რასაც ვურევ იჭმევა.
– გამოგიყენებიათ თუ არა ალბინოსის სხეულის ნაწილი?
– მინდა აგიხსნათ საქმის გარემოება. ალბინოსი როგორც ჩემთვის ცნობილია ადამიანია, არ შეიძლება ადამიანის სხეულის ნაწილები აიღოთ და მედიცინაში გამოიყენოთ. ჭორები,რომლებიც გრძნეულთა შესახებ დადის გასაგებია, მაგრამ უნდა გაიგოთ,რომ გრძნეულები სხვანი არიან და მკურნალები სხვანი. მკურნალი მკურნალია და გრძნეული – გრძნეული.
რასაც თქვენ მეუბნებით, იმის შესახებ ამბები რადიოდან და გაზეთებიდან გამიგია. ვინც ამას აკეთებს, ძალიან საზიზღარი ადამიანია, ამისთვის ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და აღარასდროს უნდა მიეცეთ მუშაობის უფლება.

ახლა გადავიდეთ სხვა მკურნალზე, რომელსაც სჯერა,რომ ალბინოსთა სხეულის ნაწილებს მართლაც ზებუნებრივი თვისებები აქვს.

0a1b91f9d8ec

– თქვენ გჯერათ, რომ ალბინოსთა სხეულის ნაწილებს შეუძლია დაეხმაროს ადამიანს გამდიდრებაში?
მაასაი ლულალულა: – დიახ, თუ სწორი რაოდენობისა და სახეობის ბალახეულობას შევურევთ, ალბინოსთა ნაწილებს მართლაც შეუძლიათ ეს. ამ მხრივ უფრო მუშაობს იმ პიროვნებებზე, ვინც რაიმე ბიზნესს იწყებს, ან მაგალითად მაღაზიას ხსნის. ჩემი საქმე ადამიანთა განკურნებას ემსახურება. თუ ვინმეს სურს წარმატება თავის ბიზნესში, კომპანიაში და მომიტანს ალბინოსის სხეულის ნაწილებს, მე ადვილად შემიძლია დავუმზადო მაგიური ნარევი და მივცე. მაგრამ ძირითადად მე ადამიანთა განკურნებაზე ვმუშაობ.

უყურეთ დოკუმენტურ ფილმს, სადაც ჩვენი პოსტის გმირებსაც შეხვდებით.

MGQwYjliMzhmOTE3OCZvZj*w

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button