კულტურაუცნაური

ყველაზე პატარა მოზარდი

fey1n

ჯანრი ბალავინგი, რომელიც ჯდომისას წყლის ბოთლზე ცოტათი მაღალია, მალე შეიძლება გინესის რეკორდების წიგნში შევიდეს.

პაწაწინა მოზარდი რამდენიმე თვეში დაისაკუთრებს ტიტულს – მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანი. მისი სიმაღლე დაახლოებით 55 სმ-ია. ცხოვრობს ზამბოანგა დელ ნორტეში, ფილიპინებში. ასაკით 17 წლისაა, მაგრამ ფიზიკურად 1 წლის ბავშვს უფრო ჰგავს.

ჯანრი ივნისში 18 წლის ხდება. სწორედ მაშინ მოხდება მისი შემოწმება გინესის წიგნის წარმომადგენლების მიერ. ის ასევე იქნება ისტორიაში ყველაზე დაბალი ადამიანი. აქამდე ეს მაჩვენებელი იყო 57 სმ, ინდოელი გალ მოჰამედის (1957–1997) შემთხვევაში.

7fuug

ჯანრი ფეხზე მყარად დადგომასა და სიარულს ცდილობს, თუმცა მხოლოდ ცოტა ხნით გამოსდის. რეკორდსმენად გახდომას დიდი იმედით ელოდება: “თუკი მსოფლიოში ყველაზე დაბალ ადამიანად მაღიარებენ, ძალიან მაგარი (cool) გავხდები.” ასევე, როცა დედა ეუბნება, რომ ყველაზე პატარა ადამიანია, ამაყი ღიმილი ეფინება სახეზე.

როცა ბავშვი ორი წლის გახდა, მიხვდნენ, რომ რაღაც ისე ვერ იყო, თუმცა ექიმებმა დახმარება ვერ აღმოუჩინეს. ის ხშირად ავადმყოფობდა და სიმაღლე არ ემატებოდა. 12 წლის ასაკში კიდევ ერთხელ მიიყვანეს ექიმთან. ექიმის რჩევა იყო, ვიტამინები მიეღო რეგულარულად, რაც ოჯახმა ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა.

a6h7f

ოჯახი ფილიპინების მიყრუებულ მხარეში ცხოვრობს. უახლოესი ქალაქი 1 საათის სავალი მანძილითაა დაშორებული, დედაქალაქამდე კი 900 კმ-ზე მეტია. ბიჭის მამა, 37 წლის რეინალდო ქალაქის ცენტრში მუშაობს მჭედლად. საგზაო პრობლემების გამო სახლში მხოლოდ შაბათ-კვირას ბრუნდება.

იმ დროს, როცა ჯანრის და-ძმები – 13 წლის ჯეისელი, 11 წლის ჯეი-არტი და 6 წლის ჯინრიჩი – სკოლაში მიდიან, ჯანრი მთელ დღეს სახლში ატარებს. მისი დედა, 35 წლის კონსეფსიონი ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მუშაობაზე უარი თქვა, ჯანრია. მას მიხედვა სჭირდება ყოველ წუთს, რათა რამე არ დაუშავდეს. ის გადაადგილებას მხოლოდ სხვისი დახმარებით ახერხებს, მაგრამ მცირე ხნით, რადგან საშინელი ტკივილები ეწყება.

გინესის ამჟამინდელი რეკორდსმენია 24 წლის ნიქო ჰერნანდესი კოლუმბიიდან. მისი სიმაღლეა 68 სმ.

მსგავსი ამბები

Back to top button