არქივი

გლობალიზაცია

3ad0e5d1a28c

გლობალიზაცია ნიშნავს საერთაშორისო ინტეგრაციის მაღალ დონეს. ტერმინ გლობალიზაციის გამოყენება პირველად ეკონომისტებმა დაიწყეს, მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან. გლობალიზაცია ახალი ტერმინია, მაგრამ მსოფლიოს გლობალური მოწყობის პრინციპს საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია. გლობალიზაციის საფუძვლები შეიძლება ვეძიოთ დიდი იმპერიების (ალექსანდრე მაკედონელის, რომის, ფრანკტა, დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის.) მსოფლიო რელიგიების და მაშტაბური იდეოლოგიების წარმომადგენელთა მისწრაფებებში, რომელთაც სურდათ თავისი ღირებულებები და ეკონომიკური სისტემები მთელ მსოფლიოში გაევრცელებინათ.
93418e8814e6

თანამედროვე ტიპის ეკონომიკური გლობალიზაციის პირველ ნიმუშად შეიძლება ჩავთვალოთ ჰოლანდიური “აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია” რომელიც პირველი მულტინაციონალური კორპორაცია იყო. მე-19საუკუნეში ლიბერალიზმის გაძლიერებას ხშირად მოიხსენიებენ გლობალიზაციის პირველ ეტაპად. ამ პერიოდში აღმავლობას განიცდიდა საერთაშორისო ვაჭრობა და კაპიტალდაბანდების პროცესი. ევროპის იმპერიული სახელმწიპოები, მათი კოლონიები დამოგვიანებით ამერიკაც, ერთიან ეკონომიკურ სივრცედ განიხილეოდა. ეს ერთიანი სისტემა დაანგრია პირველმა მსოფლიო ომმა. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო გლობალიზაციის ახალი, მძლავრი პროცესი. ფინანსისტებმა და პოლიტიკოსებმა კარგად გაიაზრეს, რომ წორედ პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში გაძლიერებულმა ეკონომიკურმა პროტექციონიზმმა და პოლიტიკურმა იზოლაციონიზმმა მოუტანა მსოფლიოს ორი კატასტროფა: მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი და მეორე მსოფლიო ომი.
557f9eae7ad3

1944 წლის ბრეტონ ვუდსის კონფერენციაზე დაფუძნდა გლობალიზაციური პროცესების ხელშემწყობი საერთაშორისო ორგანიზაციები: განვითარებისა დარეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ფინანსური გლობალიზაცია გულისხმობს მსოფლო საფინანსო სისტემის შექმნას. ეკონომიკური გლობალიზაცია გულისხმობს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, სადაც საქონლისა და კაპიტალის გაცვლა თავისუფლად მიმდინარეობს. ფოლიტიკური გლობალიზაცია გულისხმობს მსოფლიო მთავრობის არსებობას, რომელიც დაარეგულირებს ერთაშორის ურთიერთობებს და დაიცავს ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების ეფლებებს სოციალური და ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში. სამხედრო სფეროს გლობალიზაცია გულისხმობს თავდაცვის ერთიანი სისტემის შექმნას, სადაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური იარაღი: საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, სადაზვერვო კოსმოსური თანამგზავრები. კულტურული გლობალიზაცია გულისხმობს კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, კულტურული ღირებულებების გაცვლის პროცეს. ეკოოგიური გლობალიზაცია გულისხმობს მსოფლიო მაშტაბის ეკოლოგიურ პრობლემებთან ერთობლივ ბრძოლას. სოციალური გლობალიზაცია გულისხმობს ადამიანთა თავისუფალ მიმოსვლას მთელ მსოფლიოში და საერთო შრომის ბაზარს. დემოკრატიული გლობალიზაციის მხარდამჭერებს უწოდებენ პროგლობალისტებს. ისინი თვლიან, რომ გლობალიზაციის პირველი ეტაპია ბაზრების შექმნა, მეორე ეტპი კი გლობალური პოლიტიკური ინსტიტუტების დაფუძნება, რომლებიც მსოფლიო მოქალაქის ინტერესებს დაიცავს.
ინფორმაციული გლობალიზაცია ნიშნავს ინფორმაციის თავისუფალ გაცვლას გეოგრაფიულად ერთმანეთისგან დაშორებულ ერთეულებში. იგი აგრეთვე გულისხმობს საერთაშორისო დანაშაულთან და საერთაშორისო ტერორიზმთან ერთობლივ ბრძოლას. თანამედროვე გლობალიზაციის პროცესი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს მოიცავს: ინდუსტრიული გლობალიზაცია გულისხმობს მსოფლიოს სასწარმოო ბაზრების გაერთიანებას. ანტიგლობალიზმი ხელოვნური ტერმინია, რომელიც მასმედიამ დაამკვიდრა. ანტიგლობალისტებად თვლიან იმათ ვინც ვინც საერთოდ ეწინააღმდეგება გლობალიზაციის პფოცესს და აგრეთევ იმათაც , ვინც გლობალიზაციის სხვადასხვა ასპექტს აკრიტიკებს.
გლობაური გლობალიზაცია ხელს უწყობს საკრედიტო სისტეის განვითარებას და მაშტაბურობას. შედეგად კი ჩნდება საბანკო ვალებზე დამოკიდებულ ადამიანთა დიდი ჯგუფი.
c1a9a76b127d

boy_g

i love ucnauri.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button