არქივი

ეგზორციზმი (ეშმაკის განდევნა)–ნაწილი 5 ”სრული რიტუალი II” დასასრული

f8663b0d6232

ამ პოსტში დავწერე ეგზორციზმის სრული რიტუალი .. ანუ როგორ ტარდება ეშმაკის განდევნის რიტუალი … ეს არის რომაული (კათოლიკური) რიტუალი.

bdc0629f055d

(გაგრძელება)

შემდეგ კვლავ იწყება ლოცვა:

ღმერთო ადამიანთა მოდგმის შემქმნელო და დამცველო, რომელმაც შექმენი ადამიანი შენს ხატად, გადმოხედე შენს მსახურს მოწყალებით (სახელი), რომელიც ახლა იტანჯება უწმინდური სულის მიერ, რომელიც ახლა აღმოჩნდა ადამიანთა მოდგმის უძველესი მტრის მიერ შექმნილი საფრთხის ქვეშ, რომელიც ბინდავს და აჩლუნგებს ადამიანთა გონებას, აგდებს მას საშინელ შიშში, თრგუნავს მას პანიკით. განდევნე უფალო ეშმაკის ძალა, ნაფლეთებად აქციე მისი მახეები, აიძულე გაიქცეს იგი. შენი სახელის ნიშნით (ჯვარს სახავენ ავადმყოფს შუბლზე), დაე შენი მსახური იქნას დაცული სულით და ხორცით (სამ ჯვარს სახავენ ავადმყოფის გულმკერდზე). თვალი ადევნე მის გულში მიმდინარე მოვლენებს (1 ჯვარი), განკარგე მისი ემოციები ( მეორე ჯვარი), გააძლიერე მისი ნება (მესამე ჯვარი). გაქრეს მისი სულიდან ძლიერი მოწინააღმდეგის ყველა ცდუნება. უფალო, შენი წმ. სახელის წყალობით, დაე ამ ბოროტმა სულმა, რომელიც დღემდე გვატერორებდა ჩვენ, თავადვე დაიხიოს უკან შიშისა და ტერორის შეგრძნებით, რათა შენმა მსახურმა, შეძლოს განაგრძოს მყარად და გულწრფელად შენს სამსახურში ყოფნა, იესო ქრისტეს სახელით.
ყველა: ამინ.

ეგზორციზმი

გიბრძანებ შენ, უძველესო გველო, ცოცხალთა და მკვდართა მოსამართლის, შენი შემქმნელის, მთელი სამყაროს შემქმნელის, იმის სახელით ვისაც აქვს ძალა გაგიშვას ჯოჯოხეთში, დაუყოვნებლივ დაბრუნდე ჯოჯოხეთში შენს მხლებლებთან ერთად და გახვიდე ღვთის ამ მსახურისგან (სახელი), რომელიც ეძებს თავშესაფარს ეკლესიის ფრთის ქვეშ. კიდევ ერთხელ გიბრძანებ (ჯვარი წარბზე) არა ჩემი სისუსტით არამედ სული წმინდის სიძლიერით, რათა გახვიდე ამ ღვთის მსახურისგან (სახელი), რომელიც ყოვლისშემძლე ღმერთმა შექმნა თავის ხატად. დანებდი, თუმცა დანებდი არა ჩემს ბრძანებას არამედ უფლისას იესო ქრისტესი. ვინაიდან ეს არის იეოს ქრისტეს ძალა რომელიც გაიძულებს შენ, რომლის ჯვარმაც დაგაჩოქა შენ. ძრწოდე იმ ყოვლისშემძლე ძალის წინაშე, რომელმაც დაამსხვრია ბნელი ციხის კედლები და წაიყვანა სულები სინათლისკენ. დაე ძრწოლა, რომელმაც აიტანა ამ ადამიანის სხეული (ჯვარი გულმკერდზე) და შიში რომელმაც შეიპყრო ეს ხატი ღვთისა (ჯვარი წარბზე) გადმოვიდეს შენზე. წინააღმდეგობის გაწევისა და გადადების გარეშე გადი ამ ადამიანისგან, ვინაიდან იესო ქრისტე ცხოვრობს ადამიანში. არც კი იფიქრო ჩემი ბრძანების აბუჩად აგდება, ვინაიდან იცი, რომ მე უდიდესი ცოდვილი ვარ. თავად ღმერთი (პირჯვარი) გიბრძანებს შენ, თავად ქრისტე (პირჯვარი) გიბრძანებს შენ. მამა ღმერთი (პირჯვარი) გიბრძანებს შენ, ძე ღვთისა (პირჯვარი) გიბრძანებს შენ, სული წმინდა (პირჯვარი) გიბრძანებს შენ. ჯვრის ამოუცნობი ძალა გიბრძანებს (პირჯვარი) შენ. წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს რწმენის ძალა, ყველა წმინდანის რწმენის ძალა გიბრძანებს(პირჯვარი) შენ. წამებულთა სისხლი გიბრძანებს (პირჯვარი) შენ. აღმსარებლების სინდისი გიბრძანებს (პირჯვარი) შენ. ყველა წმინდა ქალისა თუ მამაკაცის წრფელი ლოცვა გიბრძანებს (პირჯვარი) შენ. ჩვენი ქრისტიანული რწმენა გიბრძანებს (პირჯვარი) შენ.

განვედ ცოდვილო. განვედ მაცდურო, სავსევ ტყუილითა და ცბიერებით, სათნოების მტერო, უდანაშაულოთა მდევნელო. ადგილი დაუთმე, საზიზღარო არსებავ, გზა დაუთმე, ურჩხულო, გზა დაუთმე ქრისტეს, რომელშიც შენ ვერცერთ შენს საქმეს ვერ იპოვი. ვინაიდან მან უკვე წაგართვა ძალა და დააცარიელა შენი სამეფო, დაგაბა შენ და გაძარცვა შენი ყველა იარაღი. გაგადო მან სიბნელეში, სადაც სამუდამო დაღუპვა გელის შენ და შენს მხარდამჭერთ. რაღას უწევ წინააღმდეგობას? რატომ უარყოფ? ვინაიდან იცი, რომ დამნაშავე ხარ ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე, რომლის კანონებიც დაარღვიე. შენ დამნაშავე ხარ მისი ძის წინაში, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე, ვისი შეცდენაც გქონდა განზრახული, ვისი ჯვარცმაც შენ გაბედე. შენ დამნაშავე ხარ მთელი ადამიანთა მოდგმის წინაშე, ვისაც შენ შესთავაზე შენი საცდურებით სავსე სიკვდილის ჭიქა.

ამიტომ გიბრძანებ შენ, გარყვნილ დრაკონს, წმინდა ცეცხლის სახელით, რომელმაცფეხქვეშ გათელა გველი და ბასილისკი*, დაამარცხა ლომი და დრაკონი, განვედ ამ ადამიანისგან (ჯვარი შუბლზე), განვედ ღმერთის ეკლესიიდან (პირჯვარი დამსწრეებს). ძრწოდე და გაიქეცი, ვინაიდან ჩვენ ვიხმობთ უფლის სახელს, ვის წინაშეც ჯოჯოხეთის მკვიდრნიც შიშისგან იკუნტებიან, ვისიცაა ყველა ზეციური სათნოება და ძალა, ვისაც ქერუბიმები და სერაფიმები უგალობენ: წმინდაო, წმინდაო, წმინდაო უფალო, უფალო ღმერთო საბაოთა*. განკაცებული სიტყვა გიბრძანებს შენ (პირჯვარი), ქალწულის ძე (პირჯვარი) გიბრძანებს შენ, იესო ნაზარეველი (პირჯვარი) გიბრძანებს შენ, ვინც ერთხელ, როდესაც შენ აბუჩად აიგდე მისი სწავლება, გაიძულა შენ გეწვნია დამამცირებელი დამარცხება და გაქცეულიყავი (დაგეტოვებინა) ადამიანისგან და როდესაც გამოგაგდო მისი ბრძანების გარეშე ისიც კი ვერ გაბედე შესულიყავი ღორების კოლტში. და ახლა, როდესაც მე გიბრძანებ შენ მისი სახელით (პირჯვარი), განვედ ამ ადამიანისგან, რომელიც მისი ქმნილებაა. სისულელეა მისი ნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა (პირჯვარი). ძნელია შენთვის წინააღმდეგ წასვლა. რაც უფრო გადადებ წასვლას, მით უფრო მძიმე იქნება შენი სასჯელი, ვინაიდან შენ წინააღმდეგობას უწევ არა ადამიანს, არამედ მას ვინც განკარგავს ყველას ცოცხლსაც და მკვდარსაც, ვინც მოდის ყველას ცოცხლებისა და მკვდრების განსასჯელად, მსოფლიოს განსასჯელად ცეცხლით.

ყველა: ამინ.

ეგზორცისტი: უფალო ისმინე ჩემი ლოცვა.

ყველა: და დაე ჩემი ტირილი შესმენილ იქნას.

ეგზორცისტი: უფალი იყოს თქვენთან.

ყველა: უფალი იყოს თქვენთანაც.

მოდით ვილოცოთ.

ღმერთო ზეცისავ და დედამიწისავ, ღმერთო ანგელოზებისავ და მთავარანგელოზებისავ, ღმერთო მოციქულებისავ და წინასწარმეტყველებისავ, ღმერთო წამებულებისავ და ქალწულებისავ, ღმერთო რომელიც ჩუქნი სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ და დასვენებას შრომის შემდეგ, ვინაიდან არ არის სხვა ღმერთი შენს გარდა, შეუძლებელია იყოს ჭეშმარიტი ღმერთი შენს გარდა, ზეცისა და მიწის შემქმნელო, ვინც ნამდვილად არის ხელმწიფე, ხელმწიფე, რომლის სამეფოც უსაზღვროა და მე მოკრძალებულად გევედრები შენ დიდებულო რათა დაიცვა შენი მსახური ამ უწმინდური სულებისგან, უფალი იესო ქრისტეს სახელით.

ყველა: ამინ.

ამიტომ გიბძანებთ თქვენ, ყველა უწმინდურო სულო, ყველა ჯოჯოხეთის მოჩვენებავ, ყველა სატანის ძალავ, იესო ნაზარეველის (პირჯვარი) სახელით, რომელიც იოანეს მიერ მისი მონათვლის შემდგომ, წაყვანილ იქნა უდაბნოში, რათა გაემარჯვა მას თქვენზე თქვენსავე ციხე-სიმაგრეში, რათა ბოლო მოეღო თქვენი თავდასხმებისთვის იმ არსებებზე, რომლებიც მან შექმნა მიწისგან საკუთარი ღირსებითა და დიდებით; რათა შედრკეთ საცოდავი ადამიანის დანახვაზე და მასში დაინახოთ ყოვლისშემძლე ღმერთის სახე და არა მისი ადამიანური უსუსურობა. მაშინ დანებდით ღმერთს (პირჯვარი), რომელმაც მისი მსახურის მოსეს მიერ განგდევნათ თქვენ და თქვენი ღვარძლი (ბოროტება) ფარაონის და მისი არმიის სახით შუა ზღვაში. დანებდით ღმერთს (პირჯვარი), რომელმაც მისი მსახურის დავითის წმინდა გალობის მეშვეობით გაგაძევათ მეფე საულის გულიდან. დანებდით ღმერთს (პირჯვარი), რომელმაც დაგსაჯათ თქვენ მოღალატის იუდა ისკარიოტელის სახით. ვინაიდან ის ახლა გსჯით თავისი ღვთაებრივი წკეპლით (მათრახით), ეს ის (პირჯვარი) არის ვის დანახვაზეც შენ და შენმა ლეგიოენბმა შეჰკივლეთ: ”რა უნდა გავაკეთოთ შენს წინააღმდეგ იესო, ძეო ყოვლისშემძლე ღმერთისავ? იმისთვის მოხვედი, რომ დროზე ადრე გვაწამო?” ახლა მას უკან მიჰყავხარ სამუდამო ცეცხლში და გეენაში, მას ვინც ბოლო ჟამს ყველა უწმინდურს ეტყვის: ”გამეცალე წყეულო, წადი სამუდამო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისთვის და მისი ანგელოზებისთვისაა განკუთვნილი.”შენ და შენს მხარდამჭერებს შეესევიან მატლები, რომლებიც არასოდეს მოკვდებიან. ჩაუქრობელი ცეცხლი მზადაა შენთვის და შენიანებისთვის, წყეული მკვლელების პრინცო, გარყვნილების მამავ, სიბილწის სათავევ, ბოროტების ნიმუშო, ერესის განმავრცელებელო, ყველგვარი უხამსობის გამომგონებელო.

ჰოდა მაშ განვედ, უწმინდურო (პირჯვარი), განვედ წყეულო (პირჯვარი), განვედ ყველა შენი ცდუნებიანად, ვინაიდან ღვთის ნებით ადამიანი უნდა იყოს მისი ტაძარი. რატომ ხარ კვლავ აქ? ადიდე ყოვლისშემძლე (პირჯვარი)მამა ღმერთი, რომლის წინაშეც ყველამ მუხლი უნდა მოიდრიკოს. ადგილი დაუთმე უფალ იესო ქრისტეს (პირჯვარი) , რომელმაც საკუთარი წმინდა სისხლი დაღვარა კაცობრიობისთვის. ადგილი დაუთმე სული წმინდას (პირჯვარი) რომელმაც მისი დალოცვილი მოციქულის მეშვეობით დაგამარცხა შენ სიმონ გრძნეულის* სახით; რომელმაც დაწყევლა შენი ტყუილი ანანიასა და საფირას სახით*; რომელმაც დაგამარცხა შენ ჰეროდეს სახით, რომელმაც არ ადიდა ღმერთი; რომელმაც მისი მოციქულის პავლეს მეშვებით მოგივლინა სიბრმავე მოგვი ელიმას* სახით; და იგივე მოციქულის პირით გიბრძანა რომ დაგეტოვებინა წინასწარმეტყველი. განვედ (პირჯვარი) ახლავე, განვედ (პირჯვარი) მაცდურო, შენი ადგილი სიმარტოვეშია, შენი სახლი გველის ხვრელშია, ჩაეშვი და იხოხე იქ, ეს გადადებას არ ექვემდებარება, რადგან ყოვლისშემძლე ღმერთი მოდის ცეცხლით და ყველა მის მტერს გაანადგურებს ცეცხლის ალით, შენ შეიძლება ადამიანი შეიყვანო შეცდომაში, მაგრამ ღმერთის დაცინვა არ შეგიძლია, ეს ის არის ვინც გაგაძევებს, რომლის მხედველობიდანაც არაფერი იმალება. ეს ის არის ვინც გაგდევნის შენ, რომლის ძალასაც ემორჩილება ყოველივე. ეს ის არის ვინც გაგაგდებს შენ, რომელმაც მოამზადა სამუდამო ჯოჯოხეთის ცეცხლი შენთვის და შენი ანგელოზებისთვის, ვისი პირიდანაც გამოვა ბასრი ხმალი, რომელიც მოდის იმისთვის რომ განკითხოს ყველა, ცოცხალიც და მკვდარიც და მთელი სამყარო ცეცხლით.

ყველა: ამინ.

ამ ყოველივეს იმეორებენ მანამ სანამ შეპყრობილი ადამიანი ბოლომდე არ განთავისუფლდება.

ასევე ძალიან დიდ დახმარებას უწევთ ლოცვები: მამაო ჩვენი, გიხაროდენ ღვთისმშობელო მარიამ, მრწამსი და კიდევ ქვემოთ მოყვანილი ლოცვები:

ეგზორცისტი (და მგალობელთა გუნდი): მოგვები აღმოსავლეთიდან მოვიდნენ ბეთლემში რათა ედიდებინათ უფალი; და მათ გახსნეს თავიანთი განძის სკივრები და აჩუქეს მას: ოქრო, ვინაიდან ის იყო დიდი მეფე; გუნდრუკი რადგან ის იყო ჭეშმარიტი ღმერთი; და მური მისი დაკრძალვის სიმბოლოდ. ალილუია

ლუკა 1:46-55
46. და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს,

47. გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო.

48. ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს: და, აჰა, ამიერიდან ნეტარად შემრაცხავს ყოველი მოდგმა;

49. რადგანაც დიდი სიკეთე მიყო ყოვლადძლიერმა, და წმიდაა მისი სახელი.

50. წყალობა მისი თაობებიდან თაობებამდე ღმრთისმოშიშთა მიმართ.

51. მოავლინა თავისი მკლავის სიმტკიცე და გაჰფანტა ქედმაღალთა გულის ზრახვანი.

52. დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი.

53. სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელი გაისტუმრა მდიდარნი.

54. შეეწია ისრაელს, მონას თვისას, და გაიხსენა წყალობა.

55. როგორც აუწყა ჩვენს მამებს, აბრაამს და მის შთამომავალთ უკუნისამდე.

ეგზორცისტი (და მგალობელთა გუნდი): მოგვები აღმოსავლეთიდან მოვიდნენ ბეთლემში რათა ედიდებინათ უფალი; და მათ გახსნეს თავიანთი განძის სკივრები და აჩუქეს მას: ოქრო, ვინაიდან ის იყო დიდი მეფე; გუნდრუკი რადგან ის იყო ჭეშმარიტი ღმერთი; და მური მისი დაკრძალვის სიმბოლოდ. ალილუია

ლუკა 1:68-79

68. კურთხეულია უფალი ღმერთი ისრაელისა, ვინაიდან მოხედა და იხსნა თავისი ხალხი.

69. აღგვიმართა რქა ხსნისა თავისი მონის, დავითის სახლში.

70. როგორც გვაუწყა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით, რომელნიც უკუნისიდან იყვნენ:

71. რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან;

72. რომ მოწყალე იქნებოდა ჩვენი მამების მიმართ და გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას;

73. თანახმად ფიცისა, რომლითაც შეჰფიცა მამას ჩვენსას აბრაამს, რომ მოგვცემდა ჩვენ,

74. მის შემდეგ, რაც დაგვიხსნიდა ჩვენი მტრების ხელიდან, – მის მიმართ უშიშრად

75. და მის წინაშე სიწმინდითა და სიწრფელით მსახურების ნებას მთელი ჩვენი სიცოცხლის მანძილზე.

76. ხოლო შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველად იწოდები, რადგანაც წინ წარუძღვები უფალს, რათა გაამზადო მისი გზა.

77. და მათი ცოდვების მიტევებით მისცე მის ხალხს ხსნის შემეცნება.

78. ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, ვისი მეოხებითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლით.

79. რათა გაენათლებინა სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომნი და მშვიდობის გზით წარემართა ჩვენი ნაბიჯი.

შემდეგ მოდის ფსალმუნები 90, 67; 69; 53, 117, 34; 30; 21; 3; 10; 12.

ეგზროცისტი: ყოვლისშემძლე ღმერთო, გევედრებით ახლოს არ მიუშვა ეს ბოროტი სული შენს მსახურთან, და გევედრებით აღარასოდეს აღარ დაბრუნდეს. უფალო იესო ქრისტე, ჩვენო მხსნელო, დაე სიმშვიდემ და სიკეთემ დაისადგუროს ამ ადამიანის სულში. დაე აღარ გვეშინოდეს ბოროტის, რადგან უფალი არს ჩვენთან, ვინც შენტან ერთად ცხოვრობს და განაგებს ღმერთი და სული წმინდა, უკუნითი უკუნისამდე.

ყველა: ამინ.

*ბასილისკი- მითოლოგიაში უდიდესი რეპტილია, რომლის სუნთქვაც და რომლის გამოხედვაც იყო სასიკვდილო.

* ღმერთო საბაოთა – იხილეთ ახალი აღთქმა, რომაელების მიმართ 9.29.

სიმონ გრძნეული* – ახალი აღთქმა, მოციქულთა საქმენი 8:9-24
ანანია და საფირა* – ახალი აქღთქმა, მოციქულთა საქმენი 5:1-10
მოგვი ელიმა* – ახალი აღთქმა, მოციქულთა საქმენი 13:

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის რომაული (კათოლიკური) რიტუალი. !!!

ასევე თუ დაგაინტერესებთ წინა პოსტები შეგიძლიათ იხილოთ აქ

ნაწილი 1 – ზოგადად ეგზორციზმზე და რეალური ისტორია, რომელიც მოხდა 1949 წელს, სენტ ლუისში

ნაწილი 2 – ყველაზე გახმაურებული ეგზორციზმის ისტორია. ანელიზ მიშელის ეგზორციზმი. და ასევე მღვდელი ჰალორანის და მამა თომასის ინტერვიუ ამ თემასთან დაკავშირებით …

ნაწილი 3 – ზოგადი წესები ეგზორციზმის (ეშმაკის განდევნის) ჩასატარებლად (რომაული რიტუალიდან)

ნაწილი 4 – ეგზორციზმის რომაული (კათოლიკური) სრული რიტუალი (ნაწილი 1)

ესეც ასე სულ ეს იყო ამის მეტს აღარ დავწერ ეგზორციზმის შესახებ …
ეგზორციზმთან დაკავშირებით იმედია თქვენს ყველა კითხვას გაეცა პასუხი : )))

წყარო: finiki.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button