არქივი

ჩოხოსნები

e8193fcfaf93

1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისადი პროტესტის ნიშნად ოთხმა ახალგაზრდა ინტელიგენტმა შავი ჩოხა–ახალუხი ჩაიცვა გლოვის ნისნად. ესენი იყვნენ: კონსტანტინე გამსახურდია, ვახტანგ კოტეტიშვილი, პავლე ინგოროყვა და ალექსანდრე აბაშელი.

მეორე ეტაპი მე–20 საუკუნის 60–იან წლებს განეკუთვნება. ინჟინერმა ბუკა ნაკაიძემ შემოიკრიბა უახლესი მეგობრები და “ჩოხოსანთა საძმო ” შექმნა.

მე–20 საუკუნის 70–იან წლების დასაწყისიდან ჩოხოსანთა მოძრაობა ახალგაზრდობასაც გადაედო – სიმბოლური, რომ 1921 წლის მსგავსად, კვლავ საბჭოთა რეჟიმისადმი პროტესტის ნიშნად, რაკი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს იმის ნებაც კი არ დართეს, საქართველოს უდიდესი მეფის, დავით აღმაშენებლის 900 წლისთავის საიუბილეოდ კედლის გაზეთი გამოეშვათ. სწორედ ამ დროს გადაწყდა, რომ ყოველ 8 თებერვალს ჩოხებში გამოწყობილიყვნენ და აღენიშნათ დავით აღმაშენებლის ზეობის დღე.

1973 წელს ასე შეიქმნა ჩოხოსანთა პირველი ნახევრად არალეგალური ორგანიზაცია საქართველოს წმინდა დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირი “ჩოხოსნები – 1973”. მისი დამფუძნებელნი იყვნენ ჰენრი კუპრაშვილი (თავმჯდომარე), გიორგი ცხოვრებაძე, ზურაბ გველესიანი, თამაზ შეროზია.

ქვეყნის მიერ დამოუკიდებელობის მოპოვების შემდგომ საქართველოში ჩოხოსანთა საზოგადოებების შექმნის ძირითად მოტივაციას უკვე არა საბჭოთა რეჟიმისადმი პროტესტი, არამედ ქართველი ერის ზნეობრივი, ისტორიული და კულტურული ფასეულობების დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის საქმიანობა განაპირობებს.

1999 წელს შეიქმნა “საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოება” – თავმჯდომარე მინდია სალუქვაძე.

2006 წლის 23 იანვარს გაიმართა “სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის” ოფიციალური პრეზენტაცია – თავმჯდომარე, კინომცოდნე, პროფ. გოგი დოლიძე

2006 წელს “საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების” ბაზაზე ჩამოყალიბდა “სრულიად საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოება” – თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

პირველი ჩოხოსნები

e8193fcfaf93

………………………………………………..

წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/ჩოხოსნები

პ.ს. Copy/paste იმისთვის გავაკეთე, რომ ამ საიტზე უფრო მეტი გაიგებს ამ ამბავს ვიდრე მითითებულ წყაროზე.

მსგავსი ამბები

Back to top button