ახალი ამბებისაკითხავისურათები

სასტიკი შეყვარებული

69cd7df14d22
კარგად იცით, რომ ბევრი ადამიანი ბუნებით სასტიკია და ყველაფრის გამეტება შეუძლია, მაგრამ როცა საყვარელ ადამიანზეა საუბარი, მაშინ ძირითადად თბილი გრძნობები ყველას გულში იღვიძებს. სამწუხაროდ 19 წლის გოგონას, თირიონ ლევისს ამაში არ გაუმართლა. მისმა შეყვარებულმა, ბოქსიორმა ვეინ ფოქსმა სასტიკად სცემა. ეს არ იყო უბრალოდ გარტყმა, ან ჩალურჯებები სხეულზე, გოგონა იმდენად ნაცემი გახლდათ, როცა საავადმყოფოში მიიყვანეს თურმე ექიმები ვერც მიხვდნენ,რომ პაციენტი გოგონა იყო.

b1629027d991

ეს ამბავი 2009 წელს მოხდა, თუმცა აქამდე ამაზე ოჯახის წევრები არ საუბრობდნენ საჯაროდ, რადგან გოგონა ძალიან ცუდად იყო. ახლა კი უკვე გამოკეთდა და საფრთხე აღარ ემუქრება. თირიონი ჩვეულებრივი 19 წლის გოგო იყო, ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტზე სწავლობდა. ჰყავდა ბევრი მეგობარი, ერთ დღესაც, 2009 წლის სექტემბერს, მანქანის უკანა სკამზე იჯდა თავის მეგობარ 19 წლის მირიამ ევანსთან ერთად. უეცრად ვეინი მოვარდა მათთან, თან ღრიალებდა ამას რატომ მიკეთებო და თან ორივე გოგონა სცემა, თუმცა განსაკუთრებით თავისი შეყვარებული. ნაცემმა მირიამმა როგორღაც მოახერხა წამოდგომა და სასწრაფოდ სახლში გაიქცა, რათა დახმარება ეთხოვა ვინმესთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში იცოდა, რომ მისი დაქალი აუცილებლად მოკვდებოდა. მირიამი ამბობს,რომ თირიონის მიტოვება გაუჭირდა იმ მომენტში, რადგან ეგონა ვეინი ისევ მობრუნდება დაწყებული საქმის დასასრულებლადო, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ მოხდა და მოძალადე შეყვარებული მალევე დააპატიმრეს.
თირიონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, იგი კომაში ჩავარდა და ერთი თვე ასე იყო, დანარჩენი 18 თვე კი გამოჯანმრთელებას მოანდომა. მას მეხსიერებასთან პრობლემები აქვს, არ ახსოვს იმდღევანდელი ამბავი.

0469ff9bbbbd

,,მე მხოლოდ 3 თვე ვხვდებოდი ვეინს და ამ დროის განმავლობაში არაფერი არ დამიშავებია, ისე რომ ამნაირად გავემეტებინე. მე არც კი მჯერა,რომ ეს ყველაფერი ჩემმა შეყვარებულმა გამიკეთა. ერთადერთი რასაც მიზეზად მივიჩნევ, არის ის,რომ ჩემს მეგობართან ერთად ვიყავი გასული გარეთ და არა მასთან ერთად. მე ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ მალე გამოვჯანმრთელდები.
მირიამთან ძალიან ახლოს ვარ ახლაც, ის რომ არ ყოფილიყო ნამდვილად მოვკვდებოდი, ის ჩემი გმირია. ”

მას სხეულზე ჭრილობები კი მოურჩა, მაგრამ ტვინის დაზიანებები ჯერ კიდევ აწუხებს, ასევე მეხსიერებაც ღალატობს, და ეპილეფსიაც დაემართა.

თირიონის დედა, 53 წლის ნია: ამ ცემის შემდგომ, როცა ჩემი შვილი ვიხილე, ვერ ვიჯერებდი რომ ეს ჩემი შვილი იყო. რომ არ ეთქვათ ესააო, არც დავიჯერებდი. მისი ხელები, სახე, მკლავები, ყველაფერი შავი იყო ჩალურჯებებისგან. მთელი თავი და სახე გასიებოდა, თვალები ამობურცული და დახუჭული ჰქონდა, ცხვირი გატეხილი, კბილები ჩამსხვრეული. ზურგი ღრმა ჭრილობებით ჰქონდა დაფარული, ჭრილობები კი ქვიშითა და ქვებით ჰქონდა ამოვსებული, რადგანაც ეტყობა მიწაზე ათრიეს. ის მკვდარი იყო, 2 წუთის განმავლობაში გულისცემა არ ჰქონდა, შემდეგ კი როგორღაც ამქვეყნისკენ მობრუნდა. მე დღეებს საავადმყოფოში მის საწოლთან ვატარებდი და ათას რამეზე ველაპარაკებოდი, რაც კი თავში მომივიდოდა, ვეხვეწებოდი, რომ ჩვენი გულისთვის ის დაბრუნებულიყო და მან ეს მართლაც შეძლო. თირიონს ჩვენ უკვე პატარა სასწაულს ვეძახით. მისი თვინის ორი ნაწილი, რომელიც ემხსიერებას აკონტროლებს ჯერ კიდევ მკვდარია, ზოგჯერ არ ახსოვს რა გააკეთა წინა დღეს, მაგრამ ექიმები გვაიმედებენ, რომ ეს პრობლემა ნელ-ნელა მოგვარდება.

0a22d737e488

8099702a01de

ee2dad79f27c

d88083de24cb

d8ccc2d56e14

d5d7b6589dcc
ეს კი, ის ვაჟბატონი გახლავთ, ვინც სცემა :|

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button