არქივი

ბედნიერების წამები

bc026c8370b3

ჩემი პოსტის, “ქალთა სარვამარტო სურვილების” გაგრძელება!!!

ამ პოსტმა უცნაურზე დიდი დაინტერესება გამოიწვია, რაც მე ძალიან გამეხარდა! ზოგისგან წამოვიდა აზრი, რომ ეს პოსტი 8 მარტს, ანუ დღევანდელ დღეს უნდა დამედო, მაგრამ მე რამდენიმე დღით ადრე განზრახ დავდე, რადგან ვფიქრობდი, რომ ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდებოდა და მათ რაიმე სახის დახმარებას გაუწევდა. ამაში არც შევმცდარვარ, ბევრმა უცნაურელმა გამოთქვა სურვილი მათი დახმარებისა. მაგრამ მათგან მხოლოდ ერთმა მოახერხა თავისი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა, ეს ადამიანი არის levan (ლევანი მეგრელიშვილი), რომელიც პოსტის დადებისთანავე გამომეხმაურა და თავისი აზრი გამაცნო. მისი აზრი ძალიან მომეწონა, მაგრამ რომ გავიგე თბილისში მცხოვრები იყო, ცოტა ეჭვი შემეპარა იმაში, რომ ის ამხელა გზას გამოივლიდა მხოლოდ იმისთვის, რომ ქალბატონი პალიკოსთვის იები ჩამოეტანა. მაგრამ ვცდებოდი, დღეს შუადღისას, ლევანი მიგზავნის ფოტოს, ვხსნი და რას ვხედავ

d356ba6eeb6a

თქვენც უკვე ხედავთ, რაც მე დავინახე.(ქალბატონი პალიკოს სამადლობელ სიტყვას ქვემოთ იხილავთ) :) ჩემს ბედინერებას საზღვარი არ ჰქონდა. წრფელი გულით ვამბობ, ასე კარგა ხანია არაფერი გამხარებია. ნამდვილად არ მეგონა, ამ დროის საქართველოში ისეთი ხალხი თუ გამოჩნდებოდა,როგორიც ლევანია. ღმერთმა გვიმრალოს საქართველოს ასეთი ადამიანები.

მარტო ლევანს არ გამოუთქვამს სურვილი ქალბატონი პალიკოს დახმარებისა, ჩემმა ბევრმა მეგობარმა მას დღეს ყვავილები აჩუქა. მართალია ის ყვავილები მე ვერსად დავინახე, როდესაც ქალბატონ პალიკოსთან მისალოცად მივედი (მგონი გაყიდა :D:D) მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ის არის, რომ შევძელით მისი და არამარტო მისი რამოდენიმე წამით გაბედნიერება. დღეს ყველა იმ ქალთან რომელთანაც გამოკითხვა მქონდა, რვა მარტი მივულოცე და ასევე პატარა იის თაიგულები მივართვი, თავიდან ცოტა მეუხერხულებოდა ასეთი პატარა საჩუქრით მისვლა, მაგრამ რომ მივედი მათთან, ჩემი აზრები რადიკალურად შეიცვალა და დავინახე, თუ როგორ გაიხარეს ამ “პატარა” საჩუქრით. ყველა მადლობას უხდიდა და ლოცავდა, ორგანიზაციას საიდანაც მე ვიყავი ( მათ ეგონათ, რომ რომელიმე ორგანიზაციიდან ვიყავი), შემდეგ ავუხსენი ყველაფერი, თუ საიდან და როგორ ვიყავი, ამის მერე დაიწყეს უცნაურის და მისი შემქნელის დალოცვა. :):):) იმის მიუხედავად, რომ დღეს გორში წვიმდა და საკმაოდაც დავსველდი, მაინც ბედნიერი ვარ!!!

ახლა კი დაპირებული სამადლობელი სიტყვები:

პალინა-პირველ რიგში მთელ მსოფლიოში ქალებს ვუსურვებ სილამაზეს, სიკეთეს, ბედნიერებას და სიყვარულს. ყველა ბავშვი რომელიც გაჭირვებულია და უდედმამოა ბედნიერებასა და მზიან ცას ვუსურვებ.
ხო, ეხლა შვილო მაგასა (უცნაურის სახელი ვერ გაიხენაა :D) აი დილით რო ყვავილები მომიტანა, დავიბენი ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ძალიან გამიხარდა მერე. დაგლოცავთ შვილო თქვენ იყავით კარგად.

ნანა-მართალია ეს ქალი არ გამომიკითხავს, მაგრამ მაინც მომიხადა დიდი მადლობა, იმის გამო რომ მასთანაც მიუტანიათ ყვავილები. სამადლობელი ტექსტი თითქმის იგივე მითხრა რაც პალინამ, ამიტომ აღარ დავწერ!

უცნაურის ბლოგს, ყველა მის შემსწორებელს და ადმინს ვუხდი დიდ მადლობას, იმის გარდა,რომ უცნაური გვაძლევს რაღაც ახლის გაგებას და სწავლას საშუალებას, ასევე ჩვენ აქ ვიძენთ ბევრ კარგ მეგობარს და ვეხმარებით ხალხს!!! უცნაურს დიდხანს არსებობას ვუსურვეებ, რადგან ისეთი ბედნიერი დღე როგორიც დღეს მქონდა, ბევრს ქონოდეეს!

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button