არქივი

უზარმაზარი მონუმენტები

f7f893dff4a9
ეს ბრწყინვალე ქანდაკება ფრანგი ხალხის საჩუქარია ამერიკის შეერთებული შტატების ხალხისადმი. ის მთელს მსოფლიოში აღიარებულ თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. თავისუფლების ქანდაკება ფრანგმა მოქანდაკემ ფრედერიკ-ოგიუსტ ბარტოლდიმ შექმნა, რომელმაც მოდელად საკუთარი დედა გამოყენა. ქანდაკება 91 ტონის სიმძიმის სპილენძის ფურცლებისგან შედგება, რომელიც რკინის უზარმაზარ ბადეზეა მიკრული. ქანდაკება თავდაპირველად პარიზში დაიდგა 1884 წელს, შემდეგ კი 350 ნაწილად დაშალეს და გემით ნიუ-იორკში გადაიტანეს. 1886 წელს ქანდაკების აწყობა დასრულდა. 354 საფებურს მნახველები თავისუფლების ქანდაკების გვირგვინში აჰყავს. გვირგვინის 7 ქიმი მსოფლიოს 7 კონტინეტს აღნიშნავს. ჩირაღდნის ცეცხლი 1986 წელს აღადგინეს და დღეს და ოქროს ფურცელი ფარავს. ღამღამობით ჩირაღდანი პროჟექტორებითაა განათებული.

56ae56f85d92
ეს მარმარილოს სვეტი იტალიის ქალაქ რომში ჩვ.წ. 113 წელს დაიდგა იმპერატორ ტრაიანეს სამხედრო ტრიუმფის აღსანიშნავად. 38 მეტრიან სვეტს ამშვენებს სპირალური ბარელიეფი, რომელიც იმპერატორის მიერ დაკიაში (დღევანდელი რუმინეთი) გამართული ბრძოლების სცენებს ასახავს. 1,2 მეტრის სიგანის ეს უწყვეტი სალტე სიგრძეში 244 მეტრს არწევს. მონუმენტის შიგნით დატანებულ კიბეს ერთ დროს მნახველები სვეტის წვერზე აჰყავდა, სადაც დღეს წმინდა ქანდაკება დგას.

297150103be3
ეს უცანური ქანდაკებები, რომელთაც მოაიებს უწოდებენ, წყნარ ოკეანეში მდებარე აღდგომის კუნძულზე ჩამწკრივებულან და ფხიზლად იცავენ გარშემო გადაშლილ უნაყოფო მიწებს. ამ შორეულ კუნძულს, რომელიც ჩილედან 3700 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ეს სახელი იმიტომ შეერქვა, რომ პირველი ევროპელები აქ აღდგომის დღეს მოვიდნენ 1722 წელს. ქვის ქანდაკებების ეს შთამბეჭდავი არმია კუნძულის მოსახლეობამ თავიანთი გარდაცვლილი ბელადების პატივსაცემად შექმნა. თავები ვულკანური ქვისგანაა გამოკვეთილი, რომელიც,შესაძლოა, სამტეხლოებიდან ხის მარხილებისა და მორების მეშვეობით მიჰქონდათ. ეს ქანდაკებები ახ.წ. 1000-1600 წლებით თარიღდება, მაგრამ, ხანგრძლივი მეცნიერული კვლევის მიუხედავად, მათი შექმნის ისტორია საიდუმლოებითაა მოცული. აღდგომის კუნძულზე 600-ზე მეტი მოაია. ზოგიერთი მათგანის სიმაღლე 10 მეტრს აღწევს, ხოლო წონა- 90 ტონას. კუნძულის მოსახლეობამ მრავალი გრძელთავიანი ქანდაკება ააგო, რომელთაც ხელები ტანზე მჭიდროდა აქვთ აკრული.

06ccac2168bd
სამხრეთ დაკოტის (აშშ) შავ მთებში მდებარე მონუმენტი ერთ დროს მსოფლიოს უდიდესი პორტრეტული ქანდაკება იყო. რაშმორის მთის ეროვნული მემორიალი ამერიკის პრეზიდენტების- ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის, თეოდორ რუზველტისა და აბრაამ ლინკოლნის გიგანტური თავებისგან შედგება, რომელთაგან თითოეულის სიმაღლე 18 მეტრს აღწევს. პროექტის განხორციელება დაიწყო 1927 წელს, როცა მუშებმა, მოქანდაკე გუტსონ ბორგლუმის ხელძღვანელობით,დინამიტით გრანიტის კლდე ააფეთქეს. რაშმორის მთა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანახაობაა. მას ყოველწლიურად 2 მილიონი ტურისტი ნახულობს.

edb671918c1d
ჩუქურთმები საოცარი რეალიზმით გადმოსცემენ ომისა და მშვიდობიანი ცხოვრების ამსახველ სცენებს.

3adb36ee8aa7
როდოსის კოლოსის მსგავსად ”დედასამშობლოც” მტერზე გამარჯვების უკვდავსაყოფად დაიდგა. ეს მსოფლიოში თავისუფლად მდგარი ქანდაკებაა და ასახავს დედას, რომელიც შვილებს სამშობლოს დასაცავად მოუხმობს. ”დედასამშობლოს” სიმაღლე, კავრცხლბეკის დირიდან ხმლის წვერამდე, 82 მეტრს აღწევს. ევგენი ვუჩეტიჩის ეს რკინაბეტონის ქანდაკება 1967 წელს დაიდგა რუსეთის ქალაქ ვოლგორადში (ყოფილი სტალინგრადში), როგორც რუსეთის არმიის მიერ გერმანელთა წინააღმდეგ 1942-1943 წლებში სტალინგრადთან მოპოვებული გამარჯვების სიმბოლო.

a23913d78ced
1939 წელს ამერიკელი მოქანდაკე კორჩაკ ციოვკოლსკი სიუს ხალხმა მიიწვია თავისი ბელადის, შმაგი ცხენის ქანდაკების ასაგებად. 1948 წელს ციოლკოვსკი მუშაობას შეუდგა სამხრეთ დაკოტაში, შავ მთებში. ქანდაკების სიმაღლე 172 მეტრია, ხოლო სიგრძე-195 მეტრი. ქანდაკების ასეთი დიდი ზომების გამო, ბელადის თავზე მუშაობისას საბაგირო გზა ააგეს, როომლითაც მოქანდაკეს შრომის იარაღებს აწვდიდნენ. ციოლკოვსკი 1982 წელს გარდაიცვალა, ქანდაკებაზე მუშაობა კი მისმა ოჯახმა განაგრძო. როგორც მოსალოდნელია, ქანდაკების დასრულებას კიდევ მრავალი წელი დასჭირდება.

წყარო:”მსოფლიოს უდიდესი საოცრებანი”. წიგნზე მუშაობდნენ: ჯორჯ ჰარტი, რიჩარდ ბონსონისა, ნოდარ მანჩხაშვილი, ლეილა ბერიაშვილი, ლევან ახვლედიანი და თინათინ მამულაშვილი.

მსგავსი ამბები

Back to top button