მისტიკაუცნაური

ვარსკვლავ-ბავშვი

1930 წელს ახალგაზრდა გოგონა თავის ოჯახთან ერთად დასასვენებლად მექსიკაში იყო ჩასული. ის მიდამოს თვალიერებით გაერთო და ერთი მიტოვებული გვირაბი იპოვნა. გვირაბში კი ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინა. გვერდით კი რაღაც ძველმანები ეყარა, გოგონა ამ ყველაფრით ძალიან დაინტერესდა, ნაგავი აქეთ-იქით გასწია და სხვა ჩონჩხი აღმოაჩინა, ამჯერად მხოლოდ მკლავის ძვალი. ბავშვმა გადაწყვიტა ცოტათი ამოეთხარა მიწა და მალევე მიხვდა, რომ აქ პატარა საფლავი იყო. ხოლო სხეული, რომელსაც საფლავში წააწყდა დღემდე ყველაზე უცნაურ და იდუმალებით მოცულ აღმოჩენად ითვლება. გოგონამ მოკრიბა ეს ძვლები და სახლში, აშშ-ში წამოიღო. ამის შემდგომ ძვლები ამ ადამიანთან ინახებოდა გარდაცვალებამდე 1998 წლამდე, ხოლო შემდგომ კი მეცნიერებამდე მიაღწია და მათი დავის საგანი გახდა.

კვლევების შედეგად დადგინდა რომ ძვლები 900 წლის გახლდათ და ბავშვს ეკუთვნოდა. ჭორებმა მაშინვე დაიწყო ტრიალი, ბევრი ფიქრობდა, რომ ეს არსება უცხოპლანეტელი უნდა ყოფილიყო. რატომ? იმიტომ რომ ეს ბავშვუ რბილად რომ ვთქვათ საშინლად მახინჯი უნდა ყოფილიყო, ამას თავის ქალის მოყვანილობა მოწმობდა. აღმოჩენას ვარსკვლავ-ბავშვი დაარქვეს.
ხალხს უამრავი კითხვა აწუხებდა, მათ შორის ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა ბავშვს მართლაც დეფორმირებული თავი ჰქონდა თავიდანვე, ან იქნებ ეს სულაც არ იყო ბავშვი და რაიმე ცხოველთან გვქონდა საქმე?


როგორც დადგინდა ბავშვს რამდენიმე კბილი ჰქონდა. იგი თურმე 5-6 წლის გარდაიცვალა.


ამ სურათზე კარგად ჩანს ანომალია- ფრონტალურ სინუსურ რეგიონებში. მარცხენა და შუა სურათში ჩვეულებრივი ადამიანის თავის ქალაა გამოსახული და ცისფრად მონიშნულია ტიპიური ფრონტალური სინუსური რეგიონი,რომელიც თვალის ბუდის ზემოთ მდებარეობს. რაც შეეხება ვარსკვლავ-ბავშვის თავის ქალას, რომელიც სურათზე მარჯვნივაა გამოსახული, მას არანაირი სინუსური რეგიონი არ გააჩნია. ეს ძალზედ უჩვეულო შემთხვევაა, ადამიანთა მხოლოდ 5% იბადება ფრონტალური სინუსების გარეშე.

დნმ-ის ტესტი საბოლოოდ გაგვარკვევდა იყო თუ არა ეს არსება ადამიანი და მართლაც ტესტი ჩატარდა გვიან 90-იან წლებში. მიტოქონდრიულ დნმ ტესტს შეუძლია გაარკვიოს, თუ რა ტიპის არსებას წარმოადგენდა დედა, მართლაც დადგინდა, რომ ბავშვის დედა ადამიანი იყო, ქალი. მაგრამ ვერ ჩატარდა ბირთვული დნმ ტესტი, რომელსაც შეუძლია მამის წარმოშობა დაადგინოს.
2010 წელს კი კვლავ სიახლეები გამოჩნდა ამ მხრივ. ვინმე Lloyd Pye ამტკიცებდა, რომ ჰქონდა შეხება იმ გენეტიკოსებთან, რომლებმაც წარმატებით ჩაატარეს ბირთვული დნმ ანალიზი ვარსკვლავ-ბავშვის თავის ქალაზე და დაადგინეს, რომ მამა არ გახლდათ ადამიანი და არც იცოდნენ საერთოდ რა არსება იყო ის.

ადამიანის თავის ქალისგან ბევრი განსხვავების გარდა, კიდევ ერთი თვისება ჰქონდა ვარსკვლავ-ბავშვს. მისი თავის ქალა გაცილებით უფრო გამძლე იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის, წონა კი მასზე ორჯერ ნაკლები ჰქონდა. ეს უჩვეულოდ მომეტებული სიმტკიცეს მეცნიერები ასევე უცნაურ ქსოვილს აბრალებდნენ, რომელიც ძვალში იყო ჩაქსოვილი, ასევე ძვალზე აღინიშნებოდა რაღაც წითელი ფერის ნალექი. ზემოთ აღნიშნული ფაქტების გამო მეცნიერები ფიქრობენ, რომ ვარსკვლავ-ბავშვი შეუძლებელია რომელიმე ცხოველს მიეკუთვნებოდეს, რადგან ასეთი რამ ჯერ არცერთ ცხოველზე არ უნახავთ.

ქალაზე თვალის ბუდეები საკმაოდ უჩვეულო აღმოჩნდა, რადგანაც ერთი ბუდის სიღრმე 1 ინჩს არ აღემატებოდა, ჩვეულებრივი ადამიანის თვალის ბუდე კი 2 ინჩზე მაინც უნდა იყოს ჩაღრმავებული. ასევე ვარსკვლავ-ბავშვის თვალები ცხვირის გვერდზე იყო განლაგებული, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ თვალები ცხვირის ზევით უნდა მდებარეობდეს. თვალის ნერვის არხი კი თვალის ბუდის ძირზე მდებარეობდა, მაშინ როცა თვალის ბუდის უკანა მხარეს უნდა იყოს წესით.

მოკლედ ჯერჯერობით იმ გენეტიკოსების ვინაობა არ სახელდება, რომელთაც ბირთვული დნმ-ის ანალიზის გაკეთება შეძლეს, მაგრამ ამბობენ, რომ შესაძლოა მათ მალე უნიკალური ინფორმაცია მოგვაწოდონ.

ეს კი იმ ადამიანის ლექცია, რომელიც ამტკიცებს გენეტიკოსებს შევხვდიო და მათ დაადგინეს,რომ მამა ადამიანი არ იყოო.

…………………………………………………………………………………………………………………..

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close