მისტიკასაკითხავიუცნაური

რეალური დამბლდორი

b4f86b7386a9
ყველა თქვენგანს უყურებია ალბათ ფილმ ჰარი პოტერისთვის, ან წაუკითხავს წიგნი. მოგეხსენებათ მისი ერთ-ერთი პერსონაჟის დამბლდორის შესახებ. თუმცა დამბლდორი ყველას გამოგონილი პიროვნება ჰგონია, მაგრამ ჩვენს რეალობაშიც არსებობენ თურმე ასეთი ბერიკაცები.

ობერონ ზელ-რეივენჰართი- 68 წლის მამაკაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება შავი ხელოვნების შესწავლას მიუძღვნა. გამოირჩევა თავისი ჩაცმულობით, შოპინგზეც კი სპეციალური კოსწიუმითა და კვერთხით დადის. დაწერილი აქვს წიგნებიც და იმედოვნებს, რომ ისინი ჯადოქართა ბიბლია გახდება.

06c6fc0b273f8b31f369d680
ახლახან მაგიის ოსტატმა აკადემია გახსნა, რომელსაც Grey School of Wizardry უწოდა. სადაც მოსწავლეებს 16 სხვადასხვა მაგიური დისციპლინა შეუძლიათ შეისწავლონ. მათ შორის შელოცვების გაკეთებას, ალქიმიას, კვერთხის გამოყენებას და ა.შ. ასევე ისწავლება როგორ უნდა დავიცვათ თავი შავი ძალებისგან.

,,თუ თქვენ წაგიკითხავთ ჰარი პოტერი და გიფიქრიათ, ნეტავ ახლა ნამდვილი გრძნეულები თუ დააბიჯებენ ჩვენს გარშემოო, მინდა გითხრათ,რომ ჩვენ რეალური ადამიანები ვართ. მაგიურ სამყაროში ამჯერად მე დამბლდორს მეძახიან, თუმცა ჰარი პოტერამდე ხალხი მერლინს მიწოდებდა. დღესდღეობით აკადემიაში 735 მოსწავლე სწავლობს. ეს სერიოზული კვალიფიკაციაა, რადგანაც ჩვენ გასწავლით მაგიურ ხრიკებს, კოსმოლოგიას და მეტაფიზიკას, მცენარეულ მედიცინას და სხვა ძველ მეცნიერებებს. ”

ყოფილი მასწავლებელი და მრჩეველი მაგიურ შელოცვებს მოსწავლეებს დიდი ხნით ადრე ასწავლიდა, ვიდრე როულინგი ჰარი პოტერის დაწერას განიზრახავდა. ახლა კი მისი სასწავლებელი ჯადოქართა პირველი აკადემიაა მსოფლიოში.

27eae59b7f4ecbfdf197d205
პირველად ობერონი მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც განაცხადა, რომ სწორედ მან შექმნა პირველი მარტორქა. სხვათაშორის ამერიკის გაზეთებმა სტატიებიც დაწერეს ამაზე. როგორც გაირკვა თურმე ობერონს ეს ერთრქიანი ცხოველი თხის საშუალებით შეუქმნია, რომელსაც მცირე ოპერაცია ჩაუტარა და წინ რქა მიუმაგრა : ))))

მაგიის ოსტატი ცოლთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც მორნინგ გლორი ჰქვია, 63 წლისაა და აცხადებს რომ ჯადოქარია. პირველად ისინი პაგანურ დღესასწაულზე შეხვდნენ ერთმანეთს და გაცნობიდან ერთი წელიც არ დასჭირვებიათ, მალევე დაქორწინდნენ.

,,ის ჩემი მონათესავე სულია, არასოდეს მიგრძვნია ადამიანთან ასე ახლო კავშირი, როგორც ჩემს ცოლთან”

4c6af201061b

95e8adf6c590
ცოლ-ქმარი ახალგაზრდობაში

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close