გასართობისაკითხავისასარგებლო

ბრძნული გამონათქვამები… #3

მე შემიძლია გავუძლო აბსოლუტურად ყველაფერს, გარდა ცდუნებისა. უაილდი

ქორწინების მთელი სიმახინჯე იმაში მდგომარეობს, რომ ის ერთ-ერთ მხარეში მაინც აქრობს ეგოიზმს, ეგოიზმი კი ინდივიდუალურობის დასტურია, ინდივიდუალიზმის გარეშე კი ადამიანი არარაობაა. უაილდი

სიყვარულის საიდუმლოება გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე საიდუმლოება სიკვდილისა.უაილდი

კარგად ვგრძნობთ თავს მაშინ, როცა ვართ ბედნიერები, მაგრამ ყოველთვის არ ვართ ბედნიერნი, როცა თავს კარგად ვგრძნობთ. უაილდი

მე მიყვარს მსახიობობა. ეს გაცილებით უფრო რეალურია, ვიდრე ცხოვრება. უაილდი

და მაინც, რა განსხვავებაა ჟურნალისტიკასა და ლიტერატურას შორის?
….. ჟურნალისტიკა არ იკითხება, ლიტერატურას კი არ კითხულობენ. უაილდი

ყოველი პორტრეტი, რომელიც დახატულია გრძნობით მხატვრის პორტრეტია და არა მენატურისა. უაილდი

არც ერთი დიდი ხელოვანი არ ხედავს საგანს ისეთად, როგორიც არის ის სინამდვილეში. რომ დაენახა, ხელოვანიც არ იქნებოდა. უაილდი

ჭკვიანები ეგუებიან სამყაროს, სულელები კი ცდილობენ, სამყარო შეიგუონ, ამიტომ სწორედ სულელები ცვლიან სამყაროს და ქმნიან ისტორიას.ბერნარდ შოუ

სულელები მზად არიან ყველაფერი გაიღონ ორი რამისთვის-ბედნიერებისა და თავისუფლებისთვის, მაგრამ სასტიკად ისჯებიან, როდესაც ორივეს იღებენ, რადგან ბედნიერების განცდა მათ არ ძალუძთ, ხოლო რა მოუხერხონ თავისუფლებას, წარმოდგენა არ აქვთ. ბერნარდ შოუ

რა უფრო აუცილებელია ადამიანისთვის ნიჭი თუ შრომისუნარიანობა?! მაშინ მიპასუხეთ, რა უფრო აუცილებელია ველოსიპედისთვის: წინა თუ უკანა ბორბალი?! ბერნარდ შოუ

რომელ ნახატს გადავარჩენდი ნაციონალურ გალერეაში, თუკი იქ ხანძარი გაჩნდებოდა? რაღა თქმა უნდა იმას, რომელიც კართან ყველაზე ახლოს ეკიდებოდა.ბერნარდ შოუ

ვერავინ აიტანდა მთელი ცხოვრება განუწყვეტლად ბედნიერებას – ეს იქნებოდა ჯოჯოხეთი დედამიწაზე.ბერნარდ შოუ

თქვენ ხედავთ რაიმეს და ამბობთ: “რატომ?” , მე კი მესიზმრება ის, რაც არასდროს არსებობდა და ვამბობ: “რატომაც არა?! ” ბერნარდ შოუ

მტკიცება იმისა, რომ მორწმუნე ადამიანი სკეპტიკოსზე უფრო ბედნიერია ისეთივეა აბსურდია, როგორიც ის, რომ მთვრალი კაცი ფხიზელზე მეტად ბედნიერად გრძნობს თავს. ბერნარდ შოუ

და ბოლოს შეპირებული ნიცშე

სიცილი ნიშნავს, რომ ღვარძლიანი ხარ, ოღონდ ისე, რომ სინდისი სუფთა გაქვს.ნიცშე

მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს,ვინც შენ. ნიცშე

ახალგაზრდის გახრწნის ყველაზე იოლი გზაა ასწავლო მეტი პატივი სცენ მათ, ვინც მასავით ფიქრობს, ვიდრე მათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. ნიცშე

ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს, შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო.ნიცშე

ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში. ამიტომ სჭირდება ქალი – ყველაზე სახიფათო სათამაშო.
ნიცშე

1 ნაწილი
2 ნაწილი

წყარო: ენციკლოპედია და ვიკიპედია

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close