სტუმრად “მინდიას გალერეაში” III
გამარჯობათ.მცირედი პაუზის შემდეგ ისევ გიბრუნდებათ “მინდიას გალერეა” და თქვენს თვალთახედვის არეალის ათვისებას ორი საკმაოდ საინტერესო ხელოვანის ნამუშევრებით შეეცდება.
პაუზა რამდენიმეთვიანი გამოვიდა და ამ ხნის განმავლობაში გალერეა მიტოვებული აღმოჩნდა.რამდენიმე დღის წინ ვეწვიე დარბაზს და მოლოდინი გამართლდა,მიტოვებული დარბაზი ობობას ქსელებში გახვეულიყო და “რეტრო” სიტუაცია სუფევდა.მე პირადად მიზიდავს სიტუაცია სადაც წარსულის სული ტრიალებს,თუმცა მოუვლელ ხელოვნების სახლს სკეპტიკურად ვუყურებ.ამის გამოსწორებას მცირე ხანი და რამდენიმე ადამიანის ხელი დასჭირდა.წესრიგი დამყარდა,”სტენდები” ისევ გაბრწყინდა და უკვე ახალი ესთეტიური ბრწყინვალების მოლოდინშია.
შემდეგ ეტაპზე არქივს გადავხედე,რადგან მომავალს ისე ვერ შექმნი თუ წარსულს არ გადახედე,არ გააანალიზე დაშვებული შეცდომები.ამ გაანალიზების შემდეგ ახალი სტრატეგია იქმნება,ისახება გზები მოვლენათა შემდგომი განვითარებისათვის.
როგორც ვხედავთ ოთხი ეტაპი გადავლახე-ვეწვიე გალერეას,მოხდა წეესრიგის დამყარება,გაანალიზდა წარსული და დაისახა მომავლის სტრატეგია.მეხუთე უშუალოდ ხდება საინტერესო ხელოვანებისა თუ მათი ნამუშევრების შესწავლა.დაინტერესების შემთხვევაში სტენდებს მათ დავუთმობთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში,რათა საზოგადოებამ მათი საშუალებით დაიკმაყოფილოს ესთეტიური ხელოვნებისადმი დღის წესრიგში მდგარი “შიმშილის გრძნობა” ან უბრალოდ მხედველობით ორგანოებს მისცეს საშუალება დაისვენოს,დაისვენოს დამღლელი პორტრეტებისა და პეიზაჟებისაგან.
ეს იყო ძირითად ეტაპთა მოკლე მიმოხილვა.გამოფენისათვის ყველაფერი თითქმის მზადაა,დარჩა მხოლოდ ნამუშევართა განლაგება “სტენდზე”,აღქმისათვის უფრო კარგი განლაგებების შემუშავება და რამდენიმე არცთუისე პრობლემატური საკითხი.
მაშ ასე.მეგობრებო ვიწყებთ გამოფენას “მინდიას გალერეაში” და იმედი მაქვს დადებითი ეფექტის მქონე იქნება ორი ხელოვანის ნამუშევრები და ჩემი წამოწყების მორიგი ნაწილი.
კიდევ ერთხელ მივიქცევ თქვენს ყურადღებას და ვიტყვი-ზემოთნახსენები “მინდიას გალერეა”,ახსნილი პროცედურები და სხვა საკითხები არ წარმოადგენს რეალობას,არის ფიქტიური და წარმოადგენს თქვენთვის დადებითი გუნება-განწყობილების შექმნისათვის ჩამოყალიბებულ ინკუბატორს.რაც შეეხება “სტენდებზე” გამოფენილ ნამუშევრებს ისინი ქვემოთ ნახსენებ ხელოვანთა ნამუშევრებია და დიდი მადლობა მათ,რათა მათი დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ვეზიაროთ ხელოვენბის ჭეშმარიტ სამყაროს.
პირველ სტენდზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ინგლისელი ფერმწერის ჯოზეფ მელორდ უილიამ ტერნერის (1775-1851 წ.წ.) პეიზაჟები.ის ითვლება რომანტიული პეიზაჟების უბადლო ოსტატად და ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნის შეხედულებით სწორედ მისმა ფერწერამ გარკვეულწილად საფუძველი ჩაუყარა იმპრესიონიზმს.უილიამ ტერნერს “სინათლის მხატვარიც” კი უწოდეს და ამით ყველაფერია ნათქვამი.სანამ უშუალოდ ტერნერის პეიზაჟებს დაათვალიერებთ.თვალი შეავლეთ უილიამის გარეგნობას და შემდეგ ათვალიერეთ მის მიერ ერთ ტილოზე ასახული ფერთა გამა.
მეორე სტენდზე იხილავთ ამერიკელი ფოტოგრაფის ენდრიუ ცუკერმანის უმშვენიერეს ნამუშევრებს სადაც ასახულია ფრინველთა სამყაროს რამდენიმე წარმომადგენელი.
ერთ-ორ სიტყვას დავამატებ – ალბათ ბევრს უოცნებია ფრენაზე,ორი კიდურის მოძრაობით გაერღვია ზეცა და ირაო გაეკეთებინა ცის კაბადონზე… ზოგიერთი მართლაც ცდილობს ხელოვნური ფრთებით აისრულოს ეს ოცნება და შედეგად არაერთი “კისერწატეხილი” შემოგვინახა ისტორიამ;ზოგიერთი სიზმრებსა და ილუზიებში ისრულებს ამ სურვილს.თუმცა ფრენისთვის მხოლოდ ფრთები არ კმარა(აქვთ ფრთები პინგვინებსა და სირაქლემებს,მაგრამ…),ამისათვის თქვენი ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს ფრთოსან სუბიექტად.გადადით ამ ბმულზე და იხილეთ ჩემი სტატია “ავია-ოცნებების” შესახებ.ახლა კი გადახედეთ ენდრიუ ცუკერმანის ფოტოგრაფიას.
იმედია მოგეწონათ.
Don Mindia