არქივი

YouTube (იუთუბი)

dd0d6440ab5f

იუთუბი დაარსეს PayPal-ის ყოფილმა სამმა თანამშრომელმა, ჩად ჰარლიმ, სტივ ჩენიმ და ჯოუდ კარიმიმ. ჰარლი სწავლობდა დიზაინს პენსილვანიის ინდიანას უნივერსიტეტში, ხოლო ჩენი და კარიმი ერთად საინფორმაციო მეცნიერებას ილინოისის უნივერსიტეტი ურბანას დაბლობში.

ისტორიაზე დაყრდნობით, რომელსაც ხშირად იმეორებენ მედიაში, ჩად ჰარლიმ და სტივ ჩენმა განავითარეს იუთუბის შექმნის იდეა 2005 წლის ადრიან თვეებში, მას შემდეგ, რაც გაუჭირდათ ვიდეოს გავრცელება, რომელიც გადაიღეს ჩენის დაბადების დღის წვეულების სადილზე სან ფრანცისკოში. ჯოუდ კარიმი არ ესწრებოდა წვეულებას და უარყობს ყოველივე ამას. ჩად ჰარლი ამას კომენტარს უკეთებს, რომ იდეა იმისი, რომ იუთუბი შეიქმნა სადილი შემდეგ, “შეიძლება იყოს ძალიან გაზვიადებული მარკეტინგის იდეებისთვის ისტორიის შექმნის გარშემო, რომელიც იყო ძალიან ადვილად შესათავსებელი.

იუთუბმა დაიწყო თავდაპირველად მოღვაწეობა $11.5 მილიონიანი კაპიტალდაბანდებით, რომელიც გამოყო Sequoia Capital-მა 2005 წლის ნოემბრიდან 2006 წლის აპრილამდე. იუთუბის ადრინდელი სათაო ოფისი განთავსებული იყო პიცერიისა და იაპონური რესტორნის მაღლა სან მატეოში, კალიფორნია. დომენური სახელი www.youtube.com გააქტიურდა 2005 წლის 15 თებერვალს და ვებ-გვერდის განვითარებამ გასტანა შემდგომი რამდენიმე თვე. პირველი ვიდეო იუთუბზე იყო სახელად Me at the zoo (მე ზოოპარკში) და გვიჩვენებს ერთ-ერთ დამმარსებელს, ჯიუდ კარიმს სან დიეგოს ზოოპარკში. ვიდეო აიტვირთა 2005 წლის 23 აპრილს და დღესაც შესაძლებელია მისი ნახვა საიტზე

იუთუბმა შესთავაზა საზოგადოებას საიტის ბეტა ტესტი 2005 წლის მაისში, ექვსი თვით ადრე, სანამ ოფიციალურად ამუშავდებოდა ამავე წლის ნოემბერში. საიტი განვითარდა სწრაფად და 2006 წლის ივლისში კომპანიამ გამოაცხადა, რომ ყოველდღიურად საიტზე 65,000-ზე მეტი ვიდეო იტვირთებოდა და 100 მილიონზე მეტ ვიდეოების ყურებას ფიქსირდებოდა. ვაჭრობის გამომკვლევ კომპანიის, comScore-ის გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, იუთუბი არის ონლაინ ვიდეოების გაბატონებული მომწოდებელი აშშ-ში, მარკეტული განაწილების 43 პროცენტით და 6 მილიარდზე მეტი ვიდეოების ყურებით, რომელიც დაფიქსირდა 2009 წლის იანვარში. დათვლილია, რომ ყოველ წუთში საიტზე იტვირთება 20 საათის ხანგრძლივობის ვიდეოები, რომლის დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის აშშ-ის გარედან. Alexa-მ შეაფასა იუთუბი როგორც მეოთხე ყველაზე ნახვადი საიტი ინტერნეტში გუგლის, Yahoo!-სა და Facebook-ის შემდეგ/

სახელის, www.youtube.com-ის შერჩევამ პრობლემები შეუქმნა მსგავსი სახელწოდების საიტთან, www.utube.com-თან. საიტის მფლობელმა Universal Tube & Rollform Equipment-მა უჩივლა იუთუბს სასამართლო პროცესში, მას შემდეგ რაც მისი ვებ-გვერდი გადაიტვირთა იმ ხალხის სტუმრობით, რომლებსაც უნდოდათ შესვლა იუთუბზე. Universal Tube-მა შემდგომ შეიცვალა სახელი და დაირქვა www.utubeonline.com.

2006 წლის ოქტომბერში, Google Inc.-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იუთუბის შესყიდვის შესახებ $1.65 მილიარდად. შეთანხმება საბოლოოდ შედგა 13 ნოემბერს. გუგლს არ მოუწოდებია დეტალური ციფრები იუთუბის მიმდინარე ღირებულებაზე და იუთუბის წლიური შემოსავალი 2007 წელს იყო აღნიშნული, როგორც არა მატერიალური მარეგულირებელ დოკუმენტებში. 2008 წლის ივნისში, გაზეთ Forbes-მა იუთუბის 2008 წლის ბრუნვა შეაფასა $200 მილიონად.

2008 წლის ნოემბერში, იუთუბმა ხელშეკრულება გააფორმა შემდეგ კომპანიებთან: MGM, Lions Gate Entertainment და CBS, რის შემდეგაც მათ ეძლეოდად უფლება აეტვირთათ საიტზე სრულმეტრაჟიანი ფილმები და სატელევიზიო შოუები რეკლამებთან ერთად. ეს ნაბიჯი განზრახული იყო იმისთვის, რომ შეექმნათ Hulu-ს მაგვარი ვებ-გვერდი, რომელიც წარმოადგენს მასალებს ცნობილი კომპანიებიდან: NBC, Fox, and Disney

2005 წლამდე, სანამ იუთუბი დაიწყებდა მუშაობას, მხოლოდ რამდენიმე მეთოდი არსებობდა ჩვეულებრივი კომპიუტერის მომხმარებლისთვის, რომ განეთავსებინა საკუთარი ვიდეო ინტერნეტ სივრცეში. ადვილი და უბრალო ინტერფეისით, იუთუბმა ყველას, ვისაც აქვს ინტერნეტთან კავშირი, მისცა საშუალება წარედგინათ თავიანთი ვიდეო უდიდესი აუდიტორიისათვის, რომლებსაც ვიდეოს ნახვა შეეძლოთ რამდენიმე წუთში. იუთუბი გახდა ინტერნეტის კულტურის ყველაზე მნიშნელოვანი ნაწილი.

საზოგადოებრივი გავლენის თავდაპირველი მაგალითი იყო Bus Uncle-ის (ავტობუსის ბიძა) წარმატება 2006 წელს. ის გვიჩვენებს ახალგაზრდა და უფროს მამაკაცს შორის გაცხარებულ დებატებს ჰონგ კონგის ავტობუსში. შემდგომ ვიდეო ფართოდ იქნა განხილული მედიაში. სხვა იუთუბის ვიდეო, რომელიც გახდა ფართო განხილვის საგანი, იყო guitar (გიტარა), რომელშიც ნაჩვენებია Pachelbel’s Canon-ს შესრულება ელექტრონულ გიტარაზე. შემსრულებლის სახელი არ არის მოცემული ვიდეოში, მაგრამ შემგომში, როდესაც მილიონობით ნახვა დააგროვა, The New York Times-მა გამოაშკარავა გიტარისტის პიროვნება. იგი იყო 23 წლის სამხრეთ კორეელი ლიმ ჯიონგ-ჰიუნი, რომელმაც ჩაწერა მუსიკა საკუთარ საძინებელ ოთახში

2008 წელს იუთუბი დაჯილდოვდა Peabody-ის ჯილდოთი

რამდენიმე ქვეყანას, მას შემდეგ რაც იუთუბმა დაიწყო მუშოაბა, მასთან მისაწვდომობა დაბლოკილი აქვს, მათ შორისაა ჩინეთი, მაროკო და ტაილანდი. დღესდღეობით, იუთუბი დაბლოკილია თურქეთში, მას შემდეგ რაც ვიდეოებში მუსტაფა ქემალ ათათურქი შეურაცყვეს. მიუხედავად დაბლოკვისა, თურქეთის პრემიერ მინისტრმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანიმ აღიარა ჟურნალისტებთან, რომ მათ კვლავ შეუძლიათ იუთუბს ესტუმრონ ღია პროქსის გამოყენებით.

2006 წლის 3 დეკემბერს, ირანმა დროებით დაბლოკა იუთუბთან მისაწვდომობა სხვა რამდენიმე საიტთან ერთად, მას შემდეგ რაც დაარღვიეს სოციალური და მორალური ეთიკის კოდექსი. შემდეგ იუთუბი კვლავ დაბლოკეს იმ ვიდეოს ატვირთვის შემდეგ, სადაც ნაჩვენები იყო ირანელი საპნის ოპერის ვარსკვლავის სექსი. შემდგომში ბლოკი მოიხსნა, ხოლო 2009 წლის ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კვლავ დაიბლოკა.

2008 წლის 23 თებერვალს, პაკისტანმა დაბლოკა იუთუბი “შეურაცხმყოფელი მასალის” ატვირთვისათვის ისლამური რწმენის მიმართ, რომელიც შეიცავდა წინასწარმეტყველის, მაჰმადის კარიკატურებს. პაკისტანმა ბლოკი მოხსნა საიტს იმავე წლის 26 თებერვალს. ბევრმა პაკისტანელმა ამ სამი დღის განმავლობაში გამოიყენა ვირტუალური პირადი ქსელი და შეძლო იუთუბზე შესვლა.

ზოგი ქვეყნის სკოლებში იუთუბთან მისაწვდომობა დაბლოკილია იმის გამო, რომ სტუდენტებმა ვერ მოახერხონ ვიდეოების ატვირთვა, რომლებიც შეიცავავს ხულიგნურ და რასისტულ ქცევებს, სკოლის ჩხუბებსა და სხვა შეუფერებელ შიგთავსებს.

იუთუბი თავდაპირველად გვთავაზობდა ვიდეოებს მხოლოდ ერთ ფორმატში, მაგრამ ახლა მას აქვს სამი მთავარი ფორმატი, ისევე როგორც “მობილურის” ფორმატი, ვიდეოების მობილურ ტელეფონში სანახავად. ორიგინალი ფორმატი, ახლა დარქმეული “სტანდარტული ხარისხი” წარმოადგენს ვიდეოს 320×240 პიქსელის გაფართოებით და იყენებს Sorenson Spark-ის კოდეკს მონო MP3 აუდიოთი. ეს იყო სტანდარტი ონლაინ ვიდეოებისათვის

“მაღალი ხარისხის” ვიდეოები გამოჩნდა 2008 წლის მარტში და აჩვენებდა ვიდეოს 864×480 პიქსელით სტერეო AAC ხმით[56]. ეს ფორმატი სტანდარტული ხარისხისგან მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. 2008 წლის ნოემბერში, 720p HD-ს მხარდაჭერა დაემატა. ერთდროულად, იუთუბის დამკვრელი შეიცავალა 4:3 თვალთახედვის პროპორციიდან ფართო ეკრანიან 16:9-ზე. 720p ვიდეოები არის ნაჩვენები 1280×720 პიხელის გაფართოებით და შეიცავს H.264 ვიდეო კოდეკს. ის ასევე შეიცავს სტერეო აუდიო AAC ფორმატს.

იუთუბის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობაა, რომ მომხმარებლებმა ნახონ ვიდეოები ვებ-გვერდის გამოყენების გარეშე. თითოელი იუთუბის ვიდეო არის წარმოდგენილი HTML-ის ნაწილითან ერთად, რომელიც შეიძლება იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ აჩვენოს ვიდეოების იუთუბის ვებ-გვერდის გარეთ. ეს ფუნქცია ძირითადად გამოყენებულია სოციალურ ქსელებსა და ბლოგებში.

იუთუბი ხშირად არ გვთავაზობს ვიდეოების გადმოსაწერ ლინკს. ეს განზრახულია იმისთვის, რომ ვიდოებს ვუყუროთ ვებ-გვერდის მეშვეობით. ვიდეოების პატარა რაოდენობა, როგორიცაა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოველკვირეული მიმართვა, შესაძლებელია გადმოწეროთ MP4 ფორმატში. პროგრამებითა და ბრაუზერის პლაგინების მეშვეობით შესაძლებელია ვიდეოების გადმოწერა. 2009 წლის თებერვალში, იუთუბმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ახალ ტესტირებად სერვისზე, რომლის მეშვეობით იუთუბი ნებას დართავს პარტნიორ კომპანიებს, რომ გადმოწერონ ვიდეოები უფასოდ ან ფასიანად Google Checkout-ის მეშვეობით.

იუთუბის დევიზია: Broadcast Youself (ქართ. გაავრცელე შენით).

პირველი ვიდეო იუთუბზე

იუთუბის ახლანდელი სათაო ოფისი სან ბრუნოში, კალიფორნია

762b970f97bb

წყარო: www.wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button