საკითხავისასარგებლოსაქართველო

ქალთა სარვამარტო სურვილები

7a7e010934cd

არ ვიცოდი ეს პოსტი, როგორ დამესათაურებინა.(ირიმ სათაური გაუკეთე აუცილებლადო და ამის მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, ესეც ირიმ მომწერა) მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მთავარი სათაური კი არა, მთავარი ისაა თუ რა წერია პოსტში. ამ პოსტში კი წერია, (არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს) გაჭირვებული ქალების ოცნებები და სურვილები. გააგრძელე საინტერესოა!

წინა სარვამარტოდ ჩავატარე,პატარა გამოკითხვა, სადაც დავსვი ორი კითხვა:
1-რა ოცნება(სურვილი) გაქვთ სარვამარტოდ?
2-რას ისურვებდით რომ 8 მარტს გაჩუქონ?

იმის მიუხედავად, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, უმეტესობა ხორციელს ყურადღებას არ აქცევს და სულიერზე ფიქრობს. ასეთი ადამიანებისთვის მთავარია მშვიდობა და სიყვარული, როგორც თავად ამბობენ. მაგრამ გამონაკლისებიც იყვნენ, რომლებსაც ცოტა უცნაური სურვილები ჰქონდათ, ასეთი ორი ქალბატონი გახლდათ, რომლებიც დანარჩენებთან შედარებით უფრო კარგად ცხოვრობენ.
აქამდე მე ვფიქრობდი, რომ გაჭირვებული ადამიანისთვის მთავარი ფული იყო, მაგრამ ამ ქალბატონებთან გასაუბრების შემდეგ მივხვდი, რომ ცხოვრება არც ფულით იწყება და არც მთავრდება. ვიმედოვნებ რომ ყველა ის სურვილი, რაც მე მითხრეს უახლოეს პერიოდში აუხდებათ.

პ.ს ყველა ქალ”ბატონს”ს წინასწარ მივულოცავ 8 მარტს, ვუსურვებ ყოველივე კარგს.(არასდროს გამომდიოდა მილოცვები…:D:D:D)
cda8718b49c2
-ლამზირა 38 წლის
1)მთელ საქართველოს მივულოცავ 8 მარტს. იყოს მშვიდობა და ჩემი შვილი დამიბრუნონ(როგორც თვითონ მითხრა, ქმრის დაღუპვის შემდეგ, ქმრის ოჯახმა შვილი თავისთან წაიყვანა და მას ნახვის უფლებასაც კი არ აძლევენ)
2)რა უნდა მინდოდეს? რავი აბა… ჩემმა ყველა მეგობარმა დიდი სიყვარული მაჩუქოს… მეტი არაფერი მინდა.
85ab45bee1a8
-პალინა 71 წლის
1)მსოფლიოში ყველა ქართველ ქალს მივულოცავ 8 მარტს და კარგად ყოფნას ვუსურვებ. ეჰ შვილო რა უნდა მინდოდეს?.. თქვენი კარგად ყოფნა და ყველა დედას თავისის შვილის კარგად ყოფნა.
2)ერთგულება, სიყვარული და სიკეთე( ქალბატონ პალინასა და ჩემს ლაპარაკში ქალბატონი ლამზირა ჩაერთო: მაგას 3 მარტს ყვავილები უნდოდაო, მთელი საღამო ელოდებოდა, მაგრამ არავინ არ აჩუქაო) ქალბატონმა პალინამ თავის ჩამონათვალს იებიც მიუმატა!
9d854fe15e50
-ციალა 71 წლის
1)კაი დრო მოვიდეს, ხალხს რო აღარ უჭირდეს… და ჯანმრთელობა შვილო, ჯანმრთელობაა მთავარი.
2)რაც გაემეტებათ(იცინის)

-მაია 46 წლის
1)ვალის დაფარვა.
2)შვილისგან უბრალო იაც დიდი საჩუქარია, არ ვიცი რა გითხრა შვილო, გააჩნია ვინ გაჩუქებს…

-იზოლდა 52 წლის
1)ყველა კარგად ყოფილიყო, ყველას ლამაზ სიცოცხლეს ვუსურვებდი.
2)ვარდები.

-თინიკო 35 წლის ( ამ ქალბატონმა ძალიან გამამხიარულა )
1)პრადოს ჯიპი, საბურთალოზე ბინა.
2)ლატუნის სამეული(ეხლაც ვერ ვხვდები განა რა უნდა იყოს ეგრეთი, რომ საჩუქრად ინატრა, თუ თქვენ იცით იქნებ მითხრაათ)
ასეთ პასუხებზე ცოტა არ იყოს და გავოცდი და ვკითხე, სხვა სურვილები არ გაქვთ მეთქი? ჩემ კითხვას მისმა მეგობარმა ქალბატონმა როზამ უპასუხა, სხვა ყველაფერი აქვს და რაღა უნდა უნდოდესო? (ორივე იცინის)
იგივე კითხვები ქალბატონ როზასაც დავუსვი.

-როზა 42 წლის (არც ქალბატონი როზა იყო გამონაკლისი,მანაც ძალიან გამამხიარულა)
1)ყველას ჯანმრთელობა, მშვიდობა.
2)ჩემ ქმარს სამარშრუტო ტაქსი აჩუქონ, ტანაც “სპრინტერი”-ო, მერე ჩემი ქმარი მაჩუქებს რამესო(იცინის)

-ლალი
1)შვილების კარგად ყოფნა, წარმატება ჩემ ოჯახს.
2)საჩუქარს არ ვნატრობ, მშვიდობა იყოს.
88bfdbecf68b
-მაია70 წლის
1)პენსიის მომატება(როგორც თვითონ თქვა 48 წელი უმუშავია, ახლა კი ვაჭრობს და ნახევრად მშიერია)
2)საჩუქარი ეგ იქნება პენსია მომიმატონო.
c061dc06c20e
მანანა-56
1)ვალები აღარ მქონდეს, შვილები მყავდეს კარგად და დანარჩენი უფლის ნებაა.
2)ფულადი თანხა.
e6079572a76b
ლეილა 57 წლის (ამ ქალბატონმა არ ვიცი რატომ,მაგრამ ერთი ლიმონი მაჩუქა, საღამოს ჩაი ამით დალიეო და თუ გაგეხარდება დამლოცეო!)
1)ღმერთმა კარგად ამყოფოს ჩემიც და სხივის შვილებიც, პურის ფულს ისედაც ვიშოვი. ყველას შვილი ღმერთმა დაულოცოს.
2)თუ ვინმე რამეს გაიმეტებს, ყველაფერს მივიღებ. არავინ არაფრითაა ჩემგან დავალებული, ვისაც რა უნდა ის მაჩუქოს.

-ხათუნა
1)ჩემი შვილი კონტრაქტზე აწერს ხელს და რვა მარტამდე მოაწეროს, ჩემი შვილი იყოს კარგად.
2)ყვავილი. ოღონდ წითელი ვარდები…

სულ ეს იყო, იმედია ცოტათი მაინც ჩაგაფიქრათ ამ ქალბატონების სურვილებმა. მე მივხვდი ერთს და მთავარს. მთავარი არაა ფული, მთავარია სიყვარული ერთმანეთისა.

რამოდენიმე მათგანმა სურათების გადაღებაზე უარი განაცხადეს….

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close