გართობაუცნაური

ორძროხოლოგია

5e2c5ae04882

,,თქვენ გყავთ ორი ძროხა” – ეს ფილოსოფიური ჭეშმარიტებაა მთელი მსოფლიოს შესახებ. მათემატიკოსებმა უკვე აღმოაჩინეს, რომ უკვე ცნობილია 45.893 45.894 45.895 45.896 45.897 45.898 45.899 45.900 ორ ძროხათა ჭეშმარიტება, მაგრამ ნოსტრადამუსმა 1555 წელს იწინასწარმეტყველა, რომ ორ ძროხათა ჭეშმარიტების საერთო რაოდენობა უსასრულო და უთვლადია..

ორ ძროხაში სხვადასხვა რამ იგულისხმება, რომლის გასაგებად საჭიროა თავად ასახსნელი სიტყვის მნიშვნელობა იცოდეთ. არამგონია ყველამ გაიგოს ყველა წინადადების აზრი, მაგრამ ვინც გაიგებს ის იხალისებს. ასახსნელ სიტყვებს დავურთავ ლინკს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ინფორმაცია მოიძიოთ მათზე.

ამ შემთხვევაში ორძროხოლოგია პრეზენტაციას უკეთებს სხვადასხვა რელიგიებსა და ფილოსოფიურ მიმართულებებს, შიგადაშიგ კიდევ რაღაც–რაღაცებიცაა გამორეული არც ერთს რომ არ მიეკუთვნება და არც მეორეს.

გაითვალისწინეთ სანამ წაიკითხავთ, რომ ეს პოსტი არ ეწინააღმდეგება არცერთ რელიგიას, უბრალოდ დაწერილია მცირედი იუმორისა და სიმართლის ნაზავით.

  • ყველა რელიგია
  • შენ გყავს ორი ძროხა. მათ უნდა სწამდეთ თქვენი ღმერთის/ღმერთების, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვა–დახრუკვა არ ასცდებათ.

  • ყველა რელიგია 2
  • ორი ძროხა არის ყოველისშემძლე, ყოვლისმოცდნე, ყველგან მყოფი. თუ ამ სამი რამის დაჯერება შეგიძლია, მშვენიერი გარიგება მაქვს შენთვის.. ჩეკი არა გეთაყვა, ნაღდი ფულით თუ შეიძლება.. (თან,საკმაოდ მცირე გადასახადია..)

  • აგნოსტიკი
  • თქვენ შესაძლოა გყავდეთ ორი ძროხა, თუმცა შესაძლოა არა.

  • აგნოსტიკი 2
  • ვინმეს ჰყავს ორი ძროხა??

  • აგნოსტიკი 3
  • შენ ამტკიცებ,რომ შეუძლებელია ვინმემ დაზუსტებით იცოდეს, თუ რამდენი ძროხა გყავს შენ.

  • აგნოსტიკი 4
  • თუ შენ იმდენს იზამ,რომ ორი ძროხა გეყოლება, მაინც ვერასოდეს შეძლებ მათ პოვნას.

  • აგნოსტიკი 5
  • შესაძლოა ძროხები არსებობენ, შესაძლოა არა. მაგრამ ორი ძროხის არსებობა–არარსებობის საკითხი შენთვის მუდამ გადაუჭრელი იქნება.

  • ანგლიკანიზმი
  • შენ გყავს ორი ძროხა. ერთი გადაწყვეტს დაარღვიოს მეორის მმართველობა და საზოგადოებაში მიღებული გახადოს ,,განქორწინება”. ხოლო ერთადერთი რამ, რაც ამ ძროხებს განცალკევებით (ცალ–ცალკე) შეინახავს, არის ბრიტანეთის მონარქია.

  • ანიმიზმი
  • შენ გყავს დომბები. გამოქვაბულის კლდეზე დახატე მათი სურათი. შენდეგ შეჭამე შამანის მოცემული სოკო.. ხედავ,რო დახატული სურათი ამოძრავდა.. (ასკვნი) სურათს, ისევე როგორც დომბებს გააჩნიათ სული.

  • არმინიანიზმი
  • შენ გაქვს თავისუფლება თვითონვე აირჩიო ორი ძროხა ან არ აირჩიო. არავინ დაგაძალებს ძროხების ყოლას, თუ ეს თავად არ გსურს. ყოვლისმცოდნე ღმერთს კი არ შეუძლია განჭვრიტოს გყავს თუ არა შენ ორი ძროხა.

  • ძლიერი ათეიზმი
  • შენ გჯერა,რომ ძროხები არ არსებობენ.

  • მსუბუქი ათეიზმი
  • მიუხედავად იმისა, რომ ყველა მტკიცებულება ძროხების არარსებობას ამტკიცებს, თქვენ მაინც უშვებთ მათი არსებობის შესაძლებლობას იმ საფუძვლით, რომ თეორიულად შეუძლებელია დავამთკიცოთ რაღაცის არარსებობა.

  • ათეიზმი
  • თქვენ მეცნიერული მტკიცებულება გაქვთ, რომ ძროხები არ არსებობენ.

  • ათეიზმი 2
  • რა ძროხები??

  • ათეიზმი 3
  • თქვენი მეგობრები ამტკიცებენ რომ ორი ძროხა არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ამის დასამტკიცებლად არ მოიპოვება არც ფუნა, არც ნაკვალევი, არც ბღავილი ისმის.. თქვენ კი მშვიდად მიირთმევთ რძიან ყავას.

  • ათეიზმი 4
  • თქვენ გყავთ ორი ძროხა, მაგრამ მათ ღმერთის სწამთ. თქვენ მთელ თავისუფალ დროს ხარჯავთ იმაზე, რომ ძროხებს აუხსნათ, თუ როგორი გონებაჩლუნგები არიან ისინი და ცდილობთ დაუმტკიცოთ ღმერთის არარსებობა.

  • ათეიზმი 5
  • კონცეფია ,,ძროხა” იმდენაც ცუდადაა განსაზღვრული და იმდენათ თვითწინააღმდეგობრივია, რომ აზრიც კი არ აქვს კითხვას არსებობს თუ არა ძროხა, რაოდენობის კითხვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

  • ათეიზმი 6
  • რიჩარდ დოკინსი გეუბნება შენ, ორი ძროხა არ გყავსო, არაოო..

  • ათეისტის ფუნდამენტალიზმი
  • თქვე სულელო ფანატიკურად მორწმუნეებო, გყავთ მხოლოდ ორი ძროხა და თუ თქვენს სუს გონებას რელიგია იდეოლოგიურად არ დაამუშავებს, მიიღებთ კიდევ იმდენ ძროხას, რამდენიც გსურთ. ყველა შემთხვევაში, უკეთესი იქნება თუ ძროხების არსებობა შეწყდება.

  • ბაფტისტი
  • შენ გაქვს ორი სტეიკი…

  • ბუდიზმი
  • შენ გაქვს ორი ჩონჩხი..

  • კანიბალიზმი
  • შენ გყავს ორი ძროხა.. უი მოიცა, უკვე ერთი ძროხა გყავს.

  • ათოლიციზმი
  • თუ ორი ძროხა გყავს, ესეიგი შენ ამას იმსახურებ.

  • კათოლიციზმი 2
  • გყავს ორი ძროხა, პაპს უნდა რომ ერთი ძროხა გყავდეს, შენ კი სულაც არ მიიჩნევ საჭიროდ მას უსმინო.

  • კათოლიციზმი 3
  • შენ გყავს ორი ძროხა, მათ წველი მხოლოდ შობას და აღდგომას.

  • კათოლიციზმი 4
  • თქვენ გყავთ ორი ძროხა. მათი გამოკვება შეგიძლიათ თქვენი კარგი საქციელით და სხვა რელიგიების სიძულვილით.

  • ჩაოს მაგია
  • შენ გყავს ორი ძროხა და არ გყავს ორი ძროხა. არავის და ყველას ყავს ორი ძროხა.

  • კონფუციანიზმი
  • კონფუცი ამბობს, სჯობს გყავდეს ორი ძროხა და ბედნიერი იყო, ვიდრე ორი და უბედურიო.

  • კრეატიონიზმი
  • ღმერთმა შექმნა ყველა ძროხა.

  • დარვინიზმი
  • შენი ორი ძროხა ქრცვინის ევოლუციის შედეგია.

  • ემო
  • თქვენ გყავთ ორი ძროხა, მაგრამ მათ ერთმანეთი დახოცეს.

  • ემო2
  • ეჰ, ნეტავ ორი ძროხა მყავდეს..

  • ემო3
  • მამააა, მე ორი შავი ძროხა მინდა!!!

  • ეზოთერიკი
  • მსოფლიო უამრავ ძროხათა ერთიანობაა. ამასთანავე თქვენც ძროხა ხართ,თუმცა ამის შესახებ მხოლოდ თავად იცით. თქვენ ფლობთ ზებუნებრივ ძალებს, რადგანაც ლაპარაკიც შეგიძლიათ. წევხართ გოგოსთან, რომელიც ფიქრობს, რომ უცხოპლანეტელია.

  • ეგზოთერიკა
  • ძროხები ფერმის ცხოველები არიან, ისინი იძლევიან რძეს.

  • ეგზისტენციალიზმი
  • შენ გყავს 2 ძროხა, მაგრამ ისინი შენთვის არ არიან შექმნილნი.

  • ფალუნ გონგი
  • (ფალუნ გონგი რელიგიური ჯგუფია, რომელსაც ჩინეთის მთავრობა არ აღიარებს.)

    თქვენ გყავთ 2 ძროხა. ჩინურმა მთავრობამ ისინი კულტს გაუტოლა და ისინი კანონგარეშედ გამოაცხადა. გაუშვა სასაკლაოზე, დაჭრეს, ამოაცალეს ორგანოები და სხვა ძროხებს აჭამეს. ვისაც ეს ამბავი არ მოეწონება, აშკარად კარგ დღეში არ ჩავარდება, რადგან კომუნისტური ხელისუფლების რეპრესიული დევნა ელის..

  • ფემინიზმი
  • თქვენ გყავთ ერთი ძროხა. კაცებს ჰყავთ სამი.

  • ფუნდამენტალიზმი
  • თუ თქვენ გყავთ ორი ძროხა, თქვენ ჯოჯოხეთში წახვალთ.

  • ფუნდამენტალიზმი 2
  • თუ ტელევანგელისტს ჰყავს ორი ძროხა, მაშინ არაუშავს.

  • ფუნდამენტალიზმი 3
  • ძროხები განუწყვეტლივ იბადებიან.

  • ინდუსური გაგება ფუნდამენტალიზმისა
  • ძროხები განუწყვეტლივ იბადებიან განმეორებით, კიდევ და კიდევ და კიდევ..

  • ფუნდამენტალიზმი 4
  • თქვენ გყავთ ორი ძროხა, თუმცა მათ არ იმსახურებთ. სამაგიეროდ მხოლოდ იმას იმსახურებთ,რომ გაგასამართლონ, გაგშოლტონ და ჯვარზე გაცვან. ვიღაცამ ეს თქვენს მაგივრად გააკეთა. ასე რომ მადლობელი იყავით თქვენი ძროხების.

  • ჰარი კრიშნა
  • ორი ძროხა, რამა რამა.. (ეს ვუდენ შენ გეძღვნება)

  • ჰასიდიზმი
  • ორი ძროხა გყავთ? ძალიან კარგი. შეკარით ახლა წრე მათთან ერთად და დაიწყო ცეკვაა.. აია ბაი ბაი ბაი

  • მინიმალიზმი
  • ძროხა. ძროხა.

    ვინც ვერ გაიგეთ, ვერ მიხვდით, ვერ ამოიკითხეთ და საერთოდაც ეს სისულელედ მიგაჩნიათ, გულთან ახლოს ნუ მიიტანთ ამ ყველაფერს : )
    პოსტიდან ამოღებულია მართლმადიდებლობის ორძროხოლოგისეული დეფინიცია, რადგანაც ზოგიერთის ჭყვიტინის მოსმენის თავი არ მაქვს ))))

    მსგავსი ამბები

    Back to top button