,,თქვენ გყავთ ორი ძროხა” – ეს ფილოსოფიური ჭეშმარიტებაა მთელი მსოფლიოს შესახებ. მათემატიკოსებმა უკვე აღმოაჩინეს, რომ უკვე ცნობილია 45.893 45.894 45.895 45.896 45.897 45.898 45.899 45.900 ორ ძროხათა ჭეშმარიტება, მაგრამ ნოსტრადამუსმა 1555 წელს იწინასწარმეტყველა, რომ ორ ძროხათა ჭეშმარიტების საერთო რაოდენობა უსასრულო და უთვლადია..
ორ ძროხაში სხვადასხვა რამ იგულისხმება, რომლის გასაგებად საჭიროა თავად ასახსნელი სიტყვის მნიშვნელობა იცოდეთ. არამგონია ყველამ გაიგოს ყველა წინადადების აზრი, მაგრამ ვინც გაიგებს ის იხალისებს. ასახსნელ სიტყვებს დავურთავ ლინკს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ინფორმაცია მოიძიოთ მათზე.
ამ შემთხვევაში ორძროხოლოგია პრეზენტაციას უკეთებს სხვადასხვა რელიგიებსა და ფილოსოფიურ მიმართულებებს, შიგადაშიგ კიდევ რაღაც–რაღაცებიცაა გამორეული არც ერთს რომ არ მიეკუთვნება და არც მეორეს.
გაითვალისწინეთ სანამ წაიკითხავთ, რომ ეს პოსტი არ ეწინააღმდეგება არცერთ რელიგიას, უბრალოდ დაწერილია მცირედი იუმორისა და სიმართლის ნაზავით.
შენ გყავს ორი ძროხა. მათ უნდა სწამდეთ თქვენი ღმერთის/ღმერთების, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვა–დახრუკვა არ ასცდებათ.
ორი ძროხა არის ყოველისშემძლე, ყოვლისმოცდნე, ყველგან მყოფი. თუ ამ სამი რამის დაჯერება შეგიძლია, მშვენიერი გარიგება მაქვს შენთვის.. ჩეკი არა გეთაყვა, ნაღდი ფულით თუ შეიძლება.. (თან,საკმაოდ მცირე გადასახადია..)
თქვენ შესაძლოა გყავდეთ ორი ძროხა, თუმცა შესაძლოა არა.
ვინმეს ჰყავს ორი ძროხა??
შენ ამტკიცებ,რომ შეუძლებელია ვინმემ დაზუსტებით იცოდეს, თუ რამდენი ძროხა გყავს შენ.
თუ შენ იმდენს იზამ,რომ ორი ძროხა გეყოლება, მაინც ვერასოდეს შეძლებ მათ პოვნას.
შესაძლოა ძროხები არსებობენ, შესაძლოა არა. მაგრამ ორი ძროხის არსებობა–არარსებობის საკითხი შენთვის მუდამ გადაუჭრელი იქნება.
შენ გყავს ორი ძროხა. ერთი გადაწყვეტს დაარღვიოს მეორის მმართველობა და საზოგადოებაში მიღებული გახადოს ,,განქორწინება”. ხოლო ერთადერთი რამ, რაც ამ ძროხებს განცალკევებით (ცალ–ცალკე) შეინახავს, არის ბრიტანეთის მონარქია.
შენ გყავს დომბები. გამოქვაბულის კლდეზე დახატე მათი სურათი. შენდეგ შეჭამე შამანის მოცემული სოკო.. ხედავ,რო დახატული სურათი ამოძრავდა.. (ასკვნი) სურათს, ისევე როგორც დომბებს გააჩნიათ სული.
შენ გაქვს თავისუფლება თვითონვე აირჩიო ორი ძროხა ან არ აირჩიო. არავინ დაგაძალებს ძროხების ყოლას, თუ ეს თავად არ გსურს. ყოვლისმცოდნე ღმერთს კი არ შეუძლია განჭვრიტოს გყავს თუ არა შენ ორი ძროხა.
შენ გჯერა,რომ ძროხები არ არსებობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა მტკიცებულება ძროხების არარსებობას ამტკიცებს, თქვენ მაინც უშვებთ მათი არსებობის შესაძლებლობას იმ საფუძვლით, რომ თეორიულად შეუძლებელია დავამთკიცოთ რაღაცის არარსებობა.
თქვენ მეცნიერული მტკიცებულება გაქვთ, რომ ძროხები არ არსებობენ.
რა ძროხები??
თქვენი მეგობრები ამტკიცებენ რომ ორი ძროხა არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ამის დასამტკიცებლად არ მოიპოვება არც ფუნა, არც ნაკვალევი, არც ბღავილი ისმის.. თქვენ კი მშვიდად მიირთმევთ რძიან ყავას.
თქვენ გყავთ ორი ძროხა, მაგრამ მათ ღმერთის სწამთ. თქვენ მთელ თავისუფალ დროს ხარჯავთ იმაზე, რომ ძროხებს აუხსნათ, თუ როგორი გონებაჩლუნგები არიან ისინი და ცდილობთ დაუმტკიცოთ ღმერთის არარსებობა.
კონცეფია ,,ძროხა” იმდენაც ცუდადაა განსაზღვრული და იმდენათ თვითწინააღმდეგობრივია, რომ აზრიც კი არ აქვს კითხვას არსებობს თუ არა ძროხა, რაოდენობის კითხვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
რიჩარდ დოკინსი გეუბნება შენ, ორი ძროხა არ გყავსო, არაოო..
თქვე სულელო ფანატიკურად მორწმუნეებო, გყავთ მხოლოდ ორი ძროხა და თუ თქვენს სუს გონებას რელიგია იდეოლოგიურად არ დაამუშავებს, მიიღებთ კიდევ იმდენ ძროხას, რამდენიც გსურთ. ყველა შემთხვევაში, უკეთესი იქნება თუ ძროხების არსებობა შეწყდება.
შენ გაქვს ორი სტეიკი…
შენ გაქვს ორი ჩონჩხი..
შენ გყავს ორი ძროხა.. უი მოიცა, უკვე ერთი ძროხა გყავს.
თუ ორი ძროხა გყავს, ესეიგი შენ ამას იმსახურებ.
გყავს ორი ძროხა, პაპს უნდა რომ ერთი ძროხა გყავდეს, შენ კი სულაც არ მიიჩნევ საჭიროდ მას უსმინო.
შენ გყავს ორი ძროხა, მათ წველი მხოლოდ შობას და აღდგომას.
თქვენ გყავთ ორი ძროხა. მათი გამოკვება შეგიძლიათ თქვენი კარგი საქციელით და სხვა რელიგიების სიძულვილით.
შენ გყავს ორი ძროხა და არ გყავს ორი ძროხა. არავის და ყველას ყავს ორი ძროხა.
კონფუცი ამბობს, სჯობს გყავდეს ორი ძროხა და ბედნიერი იყო, ვიდრე ორი და უბედურიო.
ღმერთმა შექმნა ყველა ძროხა.
შენი ორი ძროხა ქრცვინის ევოლუციის შედეგია.
თქვენ გყავთ ორი ძროხა, მაგრამ მათ ერთმანეთი დახოცეს.
ეჰ, ნეტავ ორი ძროხა მყავდეს..
მამააა, მე ორი შავი ძროხა მინდა!!!
მსოფლიო უამრავ ძროხათა ერთიანობაა. ამასთანავე თქვენც ძროხა ხართ,თუმცა ამის შესახებ მხოლოდ თავად იცით. თქვენ ფლობთ ზებუნებრივ ძალებს, რადგანაც ლაპარაკიც შეგიძლიათ. წევხართ გოგოსთან, რომელიც ფიქრობს, რომ უცხოპლანეტელია.
ძროხები ფერმის ცხოველები არიან, ისინი იძლევიან რძეს.
შენ გყავს 2 ძროხა, მაგრამ ისინი შენთვის არ არიან შექმნილნი.
(ფალუნ გონგი რელიგიური ჯგუფია, რომელსაც ჩინეთის მთავრობა არ აღიარებს.)
თქვენ გყავთ 2 ძროხა. ჩინურმა მთავრობამ ისინი კულტს გაუტოლა და ისინი კანონგარეშედ გამოაცხადა. გაუშვა სასაკლაოზე, დაჭრეს, ამოაცალეს ორგანოები და სხვა ძროხებს აჭამეს. ვისაც ეს ამბავი არ მოეწონება, აშკარად კარგ დღეში არ ჩავარდება, რადგან კომუნისტური ხელისუფლების რეპრესიული დევნა ელის..
თქვენ გყავთ ერთი ძროხა. კაცებს ჰყავთ სამი.
თუ თქვენ გყავთ ორი ძროხა, თქვენ ჯოჯოხეთში წახვალთ.
თუ ტელევანგელისტს ჰყავს ორი ძროხა, მაშინ არაუშავს.
ძროხები განუწყვეტლივ იბადებიან.
ძროხები განუწყვეტლივ იბადებიან განმეორებით, კიდევ და კიდევ და კიდევ..
თქვენ გყავთ ორი ძროხა, თუმცა მათ არ იმსახურებთ. სამაგიეროდ მხოლოდ იმას იმსახურებთ,რომ გაგასამართლონ, გაგშოლტონ და ჯვარზე გაცვან. ვიღაცამ ეს თქვენს მაგივრად გააკეთა. ასე რომ მადლობელი იყავით თქვენი ძროხების.
ორი ძროხა, რამა რამა.. (ეს ვუდენ შენ გეძღვნება)
ორი ძროხა გყავთ? ძალიან კარგი. შეკარით ახლა წრე მათთან ერთად და დაიწყო ცეკვაა.. აია ბაი ბაი ბაი
ძროხა. ძროხა.
ვინც ვერ გაიგეთ, ვერ მიხვდით, ვერ ამოიკითხეთ და საერთოდაც ეს სისულელედ მიგაჩნიათ, გულთან ახლოს ნუ მიიტანთ ამ ყველაფერს : )
პოსტიდან ამოღებულია მართლმადიდებლობის ორძროხოლოგისეული დეფინიცია, რადგანაც ზოგიერთის ჭყვიტინის მოსმენის თავი არ მაქვს ))))