არქივი

Untamed & Uncut (ნაწილი III)

f5fc7e24d555
რადგან მკითხველს ამ გადაცემის შესახებ დაწერილი წინა ორი პოსტი მოეწონა,გადავწყვიტე მესამეც გამეკეთებინა…გაგრძელება იხილეთ სრულიადში…

წინა ნაწილები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
ნაწილი პირველი
ნაწილი მეორე

დღეს ვნახავთ თუ რით შეიძლება დამთავრდეს ხარებთან “ცუდად თამაში”.

ხარი ჩლიქოსანი ცხოველია..ის გაცილებით დიდი,ძლიერი და აგრესიულია ვიდრე ცხოველის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი – ძროხა. ხარი იყო და არის უამრავი კულტურის სიმბოლო.. ეს არსება უძველესი დროიდანვე დიდ როლს ასრულებდა გლეხის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ესპანეთი, მექსიკა, ჩრდილოეთი და სამხრეთ ამერიკა, კანადა და ავსტრალია, ამ ცხოველის გამოყენების სხვა გზა იპოვეს. ესპანეთსა და მექსიკაში (შემდეგ კი სხვა ქვეყნებში) სწორედ ასე წარმოიშვა სპორტის ახალი სახეობები:Bullriding და Bullfighting. ორივე სპორტმა მალევე მოიხვეჭა პოპულარობა.მე პირადად არ ვამართლებ ასეთ გართობას, თუ რატომ ალბათ თავადაც მიხვდებით.

Bullriding განსაკუთრებით პოპულარულია ჩრდილოეთ ამერიკაში, შტატ ტეხასში. სპორტის არსი შემდეგში მდგომარეობს: მხედარმა გაგიჟებული ხარის ზურგზე უნდა შეინარჩუნოს წონასწორობა გარკვეული დროის განმავლობაში. ეს დრო მამაკაცისთვის (cowboy) 8 წამია,ხოლო ქალისთვის (cowgirl)-6. ეს დრო მოხსენებულია, როგორც “სპორტში ყველაზე სახიფათო 8(6) წამი”. ზოგი მხედარი წარმატებულია..ხოლო ზოგს ასე მოსდის:

არანაკლებ სახიფათო სპორტია Bullfighting. ის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ესპანეთში,პორტუგალიასა და რამდენიმე ლათინურ ქვეყანაში. ეს სანახაობა დიდი რაოდენობით მაყურებელს იზიდავს.. უამრავი ადამიანი იკრიბება იმის სანახავად,თუ როგორ ართობენ მატადორები ხარს. ამ სპორტში გაცილებით ძლიერ და სახიფათო პირუტყვებს იყენებენ,ვიდრე Bullriding-ში.მატადორობა გმირობის ტოლფასია და დიდ პატივსაცემ ამბავად ითვლება,თუმცა მე ამ ადამიანის ადგილას ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი:

ადამიანის სითამამე ამ ყველაფრით არ მთავრდება.ერთ-ერთი ძველი ესპანური ტრადიცია “Bullrunning” დაუვიწყარ სანახაობასა და გრძნობებს გპირდებათ.. ესპანეთის ქუჩებში,სადაც უამრავი ხალხი იკრიბება,უშვებენ გამხეცებულ ხარებს,რომლებსაც ერთი სული აქვთ ვინმე დაასახიჩრონ.. ხალხის დიდი მასა გარბის იმ მოედნის მიმართულებით,სადაც “Bullfighting” ტარდება.მათ კი უკან უამრავი პირუტყვი მოსდევთ(ნამდვილად არ ვიცი ამაში რა სიამოვნებას ხედავენ).ხშირ შემთხვევაში ამდაგვარი გართობა ასეთი შედეგით მთავრდება:

IV ნაწილსაც მალე ელოდეთ :)
The End

მსგავსი ამბები

Back to top button