გართობაუცნაური

საუკუნის ქურდობა – როგორ მოიპარეს ჟიულ რიმეს თასი

85c4e91a8d19
ქუუუუუუუუუუურდბაცაცებოოოოოოო გაგრძელებას მიაჭირეთ მალულაააააად :D :D

ძალიან დამაინტერესა ამ ისტორიამ და გადმოვიტანე აქეთ :)) სტატიისთვის მადლობა ნიკა თევზაძეს

ლონდონი, 1966 წლის 20 მარტი.

ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორი თვეღა დარჩა. მიმდინარეობს გახურებული მზადება. პარალელურად ვესტმინსტერის დარბაზში მოეწყო ფეხბურთში მსოფლიოს თასის გამოფენა, თასისა, რომელსაც ჟიულ რიმეს თასი უწოდეს. ის ოქროსია, ამიტომ სხვანაირად ოქროს ქალღმერთსაც უწოდებენ. აი, ეს ოქროს თასი მოიტაცეს. ამის შესახებ ინგლისელებმა ტელევიზიით შეიტყვეს.

– თასი მოიპარეს ვესტმინსტერის დარბაზიდან, თუმცა მას გაძლიერებულად იცავდნენ.

შემდეგ ტელევიზიით გადაიცა ფრიად საინტერესო ინფორმაცია. როგორც ჩანს, ქურდობა მოხდა წინა დღეს, ანუ კვირას. დაცვამ ყურადღება მოადუნა. ბოროტმომქმედებმაც შეძლეს შენობაში შეღწევა და თასის მოტაცება. აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი: ვესტმინსტერის დარბაზში ფირმა “სტენლი გობინმა” მარკების გამოფენა მოაწყო.

– საფეხბურთო თასის მახლობლად იდო უნიკალური მარკები. ბევრი მათგანი თითქმის მილიონი დოლარი ღირს და, მიუხედავად ამისა, ბოროტმოქმედებმა მათ ხელი არ ახლეს. როგორც ჩანს, მათი მიზანი მხოლოდ მსოფლიო თასის გატაცება იყო, – ასე ითქვა ბრიტანეთის ტელევიზიით.

ცნობამ საფეხბურთო თასის გატაცების შესახებ ნამდვილი შოკი გამოიწვია.

7eec0a9d856f

– ეს ჩვენი ეროვნული სირცხვილია! თუკი თასი ვერ მოიძებნა, სირცხვილს ვერასოდეს ჩამოვირეცხავთ! – განაცხადა ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა უილიამ კინგსლი ეიმისიმ.

ფეხბურთის მეფის – პელეს განცხადებამ ცეცხლზე ნავთი დაასხა:

– ბრაზილიაში ასეთი რამ არ მოხდებოდა! ჩვენთან ხომ ფეხბურთი მეორე რელიგიაა!ინგლისელებიც დაფაცურდნენ. პრემიერ–მინისტრის ბრძანებით, მთელი სკოტლანდ–იარდი ფეხზე დადგა. ოპერატიულ ჯგუფს სათავეში გამოცდილი დეტექტივი ჩარლ ბაგი ჩაუდგა. პორტებში, აეროპორტებსა და ვაგზლებში კონტროლი იმდენად გაძლიერდა, რომ შეუმჩნევლად რამის გატანა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო:

– ასეთი გააფთრებით სკოტლანდ–იარდს არასდროს უმოქმედია, – წერს ცნობილი მწერალი დიკ ფრენსისი, რომელმაც სახელი სპორტის თემაზე შექმნილი დეტექტიური რომანებით გაითქვა, – ასეთი სინჯვა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის წლებში თუ იყო. უნდა ითქვას, რომ სკოტლანდ–იარდის მოქმედება დემოკრატიის ჩარჩოში ნამდვილად ვერ ჯდებოდა. მოქალაქეთა თავისუფლება მართლაც შეილახა, მაგრამ არავის ერთი საჩივარიც კი არ დასცდენია, ყველაფერს მოვითმენთ, ოღონდაც თასი იპოვეთო, – ასეთი იყო მოსახლეობის განწყობა!

ჩარლზ ბაგის გამოცდილი ოპერმუშაკის სახელი ჰქონდა. ამის ნამსახურეობის სიაში არ იყო არც ერთი გაუხსნელი საქმე. ბაგი ჩვეულებრივ გაურბოდა ჟურნალისტებს, მაგრამ ახლა ასეთი განცხადება გააკეთა:

– თუკი თასი ვერ მოიძებნა, არავითარი მორალური უფლება არ მექნება დავრჩე სკოტლანდ–იარდში და მერქვას მაძებარი. ამიტომ ულაპარაკოდ გადავდგები, მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეხვდება ამას ხელმძღვანელობა! აინტერესებთ, მაქვს თუ არა ვინმეზე ეჭვი? დიახ, ეჭვი მაქვს! მეტიც, ჩემი ყურადღების სფეროში მოხვდა რამოდენიმე პიროვნება, რომელთაც, ჩემი აზრით, კავშირი აქვთ თასის მოტაცებასთან. მეტს ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით.

მალე ტელევიზიით გადაიცა ცნობა: მთავრობა ჯილდოდ 60.000 ფუნტ სტერლინგს ჰპირდებოდა მას, ვინც თასის ადგილსამყოფელს შეატყობინებდა.

დაკავება

d12b2a981b3e

გატაცებიდან ცოტა ხნის შემდეგ, “ჩელსის” პრეზიდენტისა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თავკაცის ჯონ მერჩის ბინაში ტელეფონის ზარი გაისმა:

– ალო, მისტერ მერჩი ბრძანდებით?

– დიახ.

– მსურს გაუწყოთ, რომ ვიცი გატაცებული თასის ადგისამყოფელი. ის მე მაქვს.

– თქვენი გვარი?

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? შეგიძლიათ ჯექსონი დამიძახოთ.

– კეთილი, მისტერ ჯექსონ, გთხოვთ, დააბრუნოთ თასი.

– დავაბრუნებ, თუკი 20. 000 ფუნტ სტერლინგს გადამიხდით, – შეაწყვეტინა ჯექსონმა, – ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე მთავრობის მიერ შეპირებული ჯილდო.

– კეთილი.

– გაფრთხილებთ, ამ საქმეში პოლიცია არ ჩარიოთ, თორემ თასს ვერასოდეს იხილავთ.

– კეთილი, სად შევხვდეთ ერთმანეთს?

ანაზდად საუბარი გაწყდა. გაისმა ზუმერი. მერჩი ამაოდ ყვიროდა, ალო! ალო! გაწბილებულმა მერჩმა ყურმილი დააგდო. ერთხანს ამაოდ ელოდა ტელეფონის ზარს, შემდეგ სკოტლანდ–იარდში დარეკა.

– მისტერ ბაგი ბრძანდებით? ჯონ მერჩი გაწუხებთ! ახლახანს ვიღაც უცნობმა დამირეკა და მითხრა, რომ მას აქვს ჟიულ რიმეს თასი.

– რაო? დაუჯერებელია!

– ჩემი არ გჯერათ?

– არა, როგორ გეკადრებათ! არ მჯერა, რომ მას აქვს თასი.

– რატომ?

– ახლა სადა ხართ, ოფისში?

– არა, სახლში.

– ნახევარ საათში თქვენთან ვიქნები.

cddfb6ca6c38

ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ ბაგი მერჩის წინ იჯდა. მერჩმა ყველაფერი უამბო. ბაგი ჩაფიქრდა:

– ასე! თავისი ვინაობა არ უთქვამს?

– მითხრა, ჯექსონი მქვიაო, მაგრამ არა მგონია, ეს ნამდვილი გვარი იყოს.

– ალბათ ასეა. არ უთქვამს, სად და როდის უნდა შეხვდეთ?

– არა, ანაზდად საუბარი გაწყდა.

– მერე არ დაურეკავს?

– არა.

– მაშასადამე, აუცილებლად დარეკავს, აუცილებლად.

– მითხარით, მისტერ ბაგ, რატომ გგონიათ, რომ ეს კაცი გამტაცებელი არაა?

– იმიტომ, რომ თითქმის უკვე ვიცი, თუ ვინაა გამტაცებელი.

– მაშ, რატომ არ აპატიმრებთ მას?

– ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ეჭვებია. არავითარი სამხილი არა მაქვს. ასე არც ერთი პროკურორი დაპატიმრების ორდერს არ გასცემს.

– კი, მაგრამ ხომ შეიძლება მის ბინაში ჩხრეკა ჩაატაროთ?

– მაგასაც ნებართვა სჭირდება. სამხილის გარეშე კი ასეთ ნებართვას არავინ გასცემს.

– ღმერთო ჩემო! ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ!

– ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ვინმე რომ დააკავო, ან ვინმეს ბინა გაჩხრიკო, ნებართვაა საჭირო. ამას კი სათანადო სამხილის წარდგენის გარეშე არავინ გასცემს.

– და რამდენი ხანი დაგჭირდებათ ამ სამხილს საშოვნელად?

– რამდენიმე თვე!.

– ღმერთო ჩემო! ამასობაში ხომ მსოფლიო ჩემპიონატი დამთავრდება!

– ეს ბატონ პროკურორს უთხარით. თუკი უფლებას მომცემს, ხვალვე დავაკავებ ეჭვმიტანილს, გამოვტეხავ და თასსაც ჩაგაბარებ.

– დარწმუნებული ხართ, რომ თასი მან მოიპარა?

– დიახ.

– ვინაა? პროფესიონალი ქურდია თუ…

– ერთი ფსიქოპათია. თასი იმიტომ მოიპარა, რომ სურს, ისეთი ნივთი ჰქონდეს, რაც სხვას არა აქვს.

– კი, მაგრამ საზღვარგარეთ გაქცევა რომ სცადოს?

– გამორიცხულია! ჯერ ერთი, გამორჩენას არ ეძებს, მეორეც, მას გაძლიერებულად ვუთვალთვალებთ. თუკი გაქცევას შეეცდება, მით უკეთესი! თასით ხელში დავიჭერთ.

ამ დროს ტელეფონის ზარი გაისმა. მერჩი ყურმილს დასწვდა.

fe6cfde2e989

ყურმილში ჯექსონის ხმა გაისმა. მერჩს მან განუცხადა, რომ ფული წამოეღო და ჰაიდ–პარკთან მისულიყო. ბაგიმ მერჩს ჩასჩურჩულა:

– უცბად არ დაეთანხმოთ! შეევაჭრეთ.

– რამდენი ფული წამოვიღო? – მეჩმა ყურმილს ხელი დააფარა.

– აკი, მოვილაპარაკეთ, ოცი ათასი.

– მეტისმეტად დიდი თანხაა.

– ბევრად ნაკლებია, ვიდრე მთავრობის მიერ გამოცხადებული ჯილდო.

– მაგდენი არა მაქვს.

– იშოვი, თუ არა თასს ვერ იხილავ.

– საიდან ვიშოვო?!

– ეგ არაა ჩემი პრობლემა. გინდა ისესხე, გინდა ასოციაციის ბიუჯეტიდან აიღე, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისათვის, ხომ ოცი ათასი ფუნტი სტერლინგი არაფერს ნიშნავს.

– ეს როგორ? ასოციაციის ფული ხომ ჩემი არაა.

– ფეხებზე მკიდია! სადაც გინდა, იშოვე, თუ არა და თასს ვეღარ იხილავ.

1368b5805bad

მერჩმა ბაგის შეხედა. დეტექტივმა ანიშნა, ვაჭრობა განაგრძეო.

– მაგდენი ფული არა მაქვს! რაკი ასეა, შენ შენთვის, მე – ჩემთვის! ჩავთვალოთ, რომ საუბარი არ გამოგვივიდა, – მარჩი ცდილობდა ბუნებრივად ელაპარაკა.

– კარგი! კარგი! რამდენის მოცემა შეგიძლია?

– ათი ათასის!

– შენ რა, გააფრინე?! თასი მუქთად გინდა მიიღო?

– კარგი, თხუთმეტი იყოს! მაგრამ ამას ერთი ცენტიც არ მიემატება.

– ჯანდაბას შენი თავი, ნახევარი საათის შემდეგ ჰაიდ–პარკთან გელი.

– ნახევარ საათში ვერ მოვასწრებ, ორი საათის შემდეგ იყოს.

– ჯანდაბას შენი თავი! კარგი ორი საათის შემდეგ შემხვდი და ფულიც მოიტანე!

მერჩმა ყურმილი დადო. ჩაფიქრებული ბაგი სავარძელში გაუნძრევლად იჯდა.

– შეთანხმდით? ძალიან კარგი, მეც თქვენთან ერთად წამოვალ.

– მან მოითხოვა, რომ მარტო ვიყო.

– წარმადგენთ, როგორც თქვენს მდივანს. ნუ ღელავთ, ყველაფერი კარგად იქნება.

– თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ, რომ ეს გამტაცებელი არაა?

– დიახ, მაგრამ უნდა დავადგინოთ ვინაა და რა სურს.

673de2425865

ჯექსონი შუახანს მიღწეული ადამიანი აღმოჩნდა. ბაგის დანახვაზე უკმაყოფილოდ შეიშმუშნა. მერჩმა სცადა დაემშვიდებინა:

– ეს ჩემი მდივანია, მისტერ პიგოტი.

– ფული თან გაქვთ?

– არა, ოფისშია.

– რაო?

– ოფისში უნდა გავემგზავროთ, აქ მოტანის არავითარი საშუალება არაა. ამით მხოლოდ ზედმეტ ყურადღებას მივიქცევთ.

– კი, მაგრამ ხომ შევთანხმდით, რომ ფულს მოიტანდით?

– თქვენ რა თასი მოიტანეთ? – ფიცხლად შეაწყვეტინა მარჩმა.

– არა, მაგრამ.

– ასე რომ, არავითარი მორალური უფლება არა გაქვთ საყვედური მითხრათ. აირჩიეთ, ან ოფისში წამოხვალთ და ფულს აიღებთ, შემდეგ კი თასს ჩაგვაბარებთ, ან თქვენ თქვენთვის, მე – ჩემთვის.

– კარგით, ოღონდ გაფრთხილებთ, ხაფანგის დაგება არ იფიქროთ. შეიარაღებული ვარ და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გესვრით!

ამ სიტყვებით ჯექსონი მათ მანქანაში ჩაჯდა. მან მოითხოვა, რათა ბაგი წინა საჯდომზე მოკალათებულიყო, თვითონ კი უკან მოთავსდა. მანქანა დაიძრა. ანაზდად ჯექსონმა უკან მოიხედა.

– ის მანქანა ჩვენ მოგვყვება?

– ალბათ, გეჩვენებათ, – გაიცინა ბაგიმ.

ჯექსონმა არაფერი უპასუხა. ერთხანს სდუმდა. ანაზდად გულზე იტაცა ხელი.

– ცუდად ვარ, – აღმოხდა მას, – გული.

მერჩმა მკვეთრად დაამუხრუჭა. მანქანა გაჩერდა, მერჩმა შენიშნა, რომ ავტომობილი, რომელიც უკან მოსდევდათ, გაჩერდა. მერჩი ჯექსონისაკენ დაიხარა:

– ცუდად ხართ?

– დიახ.

ანაზდად ჯექსონმა კარები გამოაღო და მთელი ძალით მოკურცხლა. ბაგი გამოუდგა. მანქანიდან, რომელიც მოსდევდათ, რამოდენიმე მამაკაცი გადმოხტა:

– არ ესროლოთ! – დაუყვირა მათ ბაგიმ, – ცოცხალი აიყვანეთ!

– ესენი თქვენები არიან?

– ჰო, სკოტლანდ–იარდის თანამშრომლები არიან. მომიტევეთ.

ea12bde7f3ea

ბაგიმ ფრაზა არ დაამთავრა და ჯექსონს გამოუდგა. ის კარგად ნავარჯიშევი მამაკაცი იყო და ამიტომ მალე დაეწია, ფეხებზე ხელები მოხვია და ძირს დასცა. როდესაც სკოტლანდ–იარდის თანამშრომლები მიცვივდნენ, ბაგი ჯექსონს უკვე ხელბორკილს ადებდა

– სახელი? გვარი?

– ბედჩილი.

– რატომ დაირქვით ჯექსონი?

– იმიტომ, რომ ეს ბანალური გვარია.

– სად არის თასი?

– არ ვიცი, მე ის არ მომიპარავს.

– აკი, მერჩს უთხარით, რომ თასი თქვენა გაქვთ?

– ვიცრუე, იმიტომ, რომ ფულის შოვნა მინდოდა.

– გაქცევა რატომღა სცადეთ?

– იმიტომ, რომ შევნიშნე მანქანა, რომელიც მოგვდევდა. მივხვდი, რომ მისტერ მარჩმა პოლიციას შეატყობინა და მახე დამიგეს?

– სადა გაქვთ იარაღი?

ღმერთო ჩემო, არავითარი იარაღი არა მაქვს. მინდოდა მისრტერ მარჩი შემეშინებინა. მან ხომ დაარღვია პირობა და მარტო არ მოვიდა.

– მჯერა.

– მატყუებთ, არ გჯერათ.

– თქვენი მოტყუება არაფერში მჭირდება, – ბაგიმ გაიცინა, – საქმე იმაშია, რომ ვიცი, თუ ვინ მოიპარა ჟიულ რიმეს თასი. ისიც ვიცი, რომ სიმართლეს ლაპარაკობთ.

პიკლზი – ჭკვიანი ძაღლი

0be87dbb2da7

როდესაც გამომძიებელმა იცის, თუ ვინაა დამნაშავე, მაგრამ არა აქვს საკმარისი სამხილი, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე არცთუ ბევრი დრო რჩება, არის ორადორი გამოსავალი: ან უნდა შეურიგდე, რომ თასს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე ვერ იპოვი, ან რაღაც უკანონობაზე თვალი უნდა დახუჭო. ინგლისელები ამაყი ხალხია, ცნება “ეროვნული ღირსება” მათთვის ლიტონი სიტყვები არაა, ამიტომაც მეორე გზა აირჩიეს. ამის შემდეგ უნდა დადგმულიყო პატარა გულისამაჩუყებელი სპექტაკლი. ასეც მოხდა.

დეივ კორბეტის ფინია პიკლზი ერთი ჩვეულებრივი უჯიშო ძაღლი გახლდათ. მეზობლები არაერთგზის ეუბნებოდნენ პატრონს, გადააგდე ეს ქუჩის ფინია და ჯიშიანი ძაღლი შეიძინეო. კორბეტს ამის გაგონებაც არ სურდა.

– არავითარ შემთხვევაში! პიკლზი ჩემი მეგობარია, გესმით?!

იმ საღამოს კორბეტმა ჩვეულებისამებრ ძაღლი სასეირნოდ გაიყვანა. ანაზდად პიკლზმა ბუჩქებისაკენ ისკუპა. კორბეტი მიჰყვა. ფინიამ ბუჩქებიდან პატარა შეკვრა გამოათრია. კორბეტმა გახსნა თუ არა, აღმოხდა:

– ეს ხომ ჟიულ რიმეს თასია!

მეორე დღეს დიდი ბრიტანეთის ტელევიზიით გადაიცა შემდეგი ინფორმაცია:

– ჟიულ რიმეს თასი იპოვეს! ეს გააკეთა არა სკოტლანდ–იარდმა, არამედ უბრალო ფინია პიკლზმა, რომელიც პატრონმა ჩვეულებისამებრ სასეირნოდ გაიყვანა!

მეორე დღეს პიკლზის ფოტოსურათი ინგლისის ყველა გაზეთმა დაბეჭდა. ძაღლის გვერდით ჟიულ რიმეს თასიც იყო გამოხატული. იქვე დაებეჭდათ მისი პატრონის ინტერვიუც, რომელიც დაწვრილებით ჰყვებოდა, თუ როგორ გაიყვანა ფინია სასეირნოდ, როგორ ისკუპა ძაღლმა ბუჩქებში, როგორ გამოათრია შეკვრა, რომელშიაც ოქროს ქალღმერთი იყო გახვეული.

– ამ ძაღლმა იხსნა დიდი ბრიტანეთის პრესტიჟი, – დიდი ასოებით ეწერა ყველა წამყვანი გაზეთის პირველ გვერდზე.

მალე პიკლზი თავის პატრონთან ერთად ტელევიზიაში მიიწვიეს. დეივ კორბეტი კვლავ დაწვრილებით მოყვა თასის პოვნის ამბავს. უკანა თათებზე შემდგარი პიკლზი კი ღრმააზროვნად დუმდა.

ამბობენ…

პიკლზი და მისი პატრონი ინგლისში ყველაზე პოპულარულები გახდნენ. დიდსა თუ პატარას ენაზე მათი სახელები ეკერა. პიკლზის პორტრეტები კარგა ხანს გაზეთის ფურცლებიდან არ ჩამოდიოდა, თუმცა ჟირნალისტები მოკირკიტე ხალხია, ამიტომ, როგორც კი თასის პოვნისაგან გამოწვეული ეიფორია ჩაცხრა, მათ საკუთარი ვერსიები წამოაყანეს.

– ამბობენ, რომ ჩარლზ ბაგიმ იცოდა გამტაცებლის ვინაობა, მაგრამ არ შეეძლო მისი დაკავება, რადგანაც არ ჰქონდა სამხილი. ახლოვდებოდა მსოფლიოს ჩემპიონატი. ჩარლზ ბაგიმაც გადაწყვიტა, გადაედგა აუცილებელი, თუმცა არაკანონიერი ნაბიჯი.

ეპილოგი

3ebd3f417711

– მისტერ ბაგი, თუ შეიძლება რამოდენიმე სიტყვა…

ჟურნალისტები კარგა ხანს ამაოდ ცდილობდნენ მაძებრისაგან ინტერვიუ აეღოთ. ბაგი მათ გაურბოდა. მაშინ ჟურნალისტები საკუთარ სახლთან ჩაუსაფრდნენ:

– მისტერ ბაგი, მართალია, ზოგიერთი ჟურნალისტი რომ ამტკიცებს, თითქოს თქვენ დაადგინეთ ქურდის ვინაობა, მაგრამ არ გქონდათ სამხილი, ამიტომ მოკვლის მუქარით აიძულეთ თასი დაებრუნებინა?

– მაგაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

– თუკი ეს სიმართლეა, გამოდის, რომ კანონი დაარღვიეთ?

– ხომ გითხარით, კომენტარის გარეშე.

– თქვენ განაცხადეთ, რომ თუკი თასს ვერ იპოვიდით, გადადგებოდით.

– მე ვთქვი, რომ გადავდგები, თუკი ოქროს ქალღმერთი არ მოიძებნა–მეთქი. ის კი, როგორც ხედავთ, მოიძებნა.

წყაროი: სამი დაბლიუ.სანა.ჯი :) / Welcome Back :Sir. Wooden Monkey

f23423b74897

მსგავსი ამბები

Back to top button