არქივი

ჩერნობილის ავარია

13f50fec30e8
ჩერნობილის ტრაგედია, რომელმაც შეძრა მსოფლიო და შეიწირა უამრავი ადამიანი, აუცილებლად წაიკითხეთ.

ჩერნობილის კატასტროფა — 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე (იმ დროისთვის — უკრაინის სსრ) მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი.

865692a83857

ჩერნობილის ავარია სსრკ-სთვის გახდა უდიდესი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა. მისი მიზეზების გამოძიება დიდი ხნით გაჭიანურდა ფაქტების ინტერნპრეტაცია და ავარიის ვითარების ანალიზი დროთა განმავლობაში იცვლებოდა და ამიტომ დღემდე მასზე სრული და ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.
1986 წლის 26 აპრილის დაახლოებით 1:23:50 საათზე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკში მოხდა აფეთქება, რომელმაც მთლიანად დაანგრია რეაქტორი. ენერგობლოკის შენობა ნაწილობრივ ჩამოინგა. ამით, როგორც ითვლება, დაიღუპა პირველი (ერთი) ადამიანი. შენობის სხვადასხვა განყოფილებაში და სახურავზე გაჩნდა ხანძარი. ამის შემდეგ აქტიური ზონების ნარჩენები ჩამოდნა. დამდნარი მეტალის, სილის, ბეტონის და საწვავის ნარჩენის ნარევი მოედო ქვერეაქტორის განყოფილებებს. ავარიისას მოხდა რადიოაქტიური ნივთიერებების გავრცელება. მათ შორის იყო ურანის იზოტოპი, პლუტონიუმი, იოდი-131 (ნახევრად დაშლის პერიოდი 8 დღე), ცეზიუმი-134 (ნახევრად დაშლის პერიოდი 2 წელი), ცეზიუმი-137 (ნახევრად დაშლის პერიოდი 33 წელი) და სტონციუმი-90 (ნახევრად დაშლის პერიოდი 28 წელი). მდგომარეობა უარესდებოდა იმით, რომ სითბოთი ნგრევად რეაქტორში მიმდინარეობდა არაკონტროლირებადი ატომური და ქიმიური რეაქციები. ამას მრავალი დღის მანძილზე თან სდევდა მაღალი რადიოაქტიურობის მქონე ელემენტების წვის პროდუქტების ბზარებიდან ამოფრქვევა და ამით ვრცელი ტერიტორიების დაბინძურება. დანგრეული რეაქტორიდან რადიოაქტიური ნივთიერებების ამოფრქვევის შეჩერება მოხდა მხოლოდ 1986 წლის მაისის ბოლოს, სსრკ-ის მთელი რესურსებისა და ათასობით ლიკვიდატორის მეშვეობით.

მეოთხე ბლოკში უშუალოდ აფეთქების დროს დაიღუპა ერთი კაცი, კიდევ ერთი დამწვრობებით დაიღუპა იმავე დღეს. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის 134 თანამშრომლიდან და მაშველი ჯგუფის წევრებიდან, რომლებიც აფეთქებისას იმყოფებოდნენ სადგურზე, მოგვიანებით 28 დაიღუპა დასხივების შედეგად.

173926ad297a

სულ მალე, ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ გამოჩნდნენ ელექტროსადგურის დაცვის სახანძრო სამსახურის ქვე-ჯგუფები და დაიწყეს ცეცხლის ჩაქრობა სამანქანო დარბაზის სახურავზე.

საათში 1000 რენტგენიანი ორი აპარატურიდან ერთ-ერთი მწყობრიდან გამოვიდა, ხოლო მეორე მიუწვდომელი შეიქმნა ჩანგრევის გამო. ამიტომ პირველ საათებში არავინ არ იცოდა ბლოკის შენობებსა და მის გარშემო ტერიტორიაზე არსებული რადიაციის დონის შესახებ.

ავარიის შემდეგ პირველ საათებში, როგორც ჩანს ბევრმა ვერც კი გაიაზრა რამდენად იყო დაზიანებული რეაქტორი, ამიტომ მიღებულ იქნა რეაქტორის აქტიურ ზონაში, მისი გაცივებისათვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფის მცდარი გადაწყვეტილება. ეს ძალისხმევა უსარგებლო იყო, რადგან, ისევე როგორც წყლასადენი მილები, ასევე თვითონ აქტიური ზონა დანგრეული იყო, მაგრამ ისინი ითხოვდნენ მაღალ რადიაციულ ზონაში მუშაობას. სადგურის პერსონალის სხვა ქმედება, ისეთი როგორიც იყო ლოკალური ცეცხლის ჩაქრობა, შემდგომი აფეთქების თავიდან აცილებისათვის არ იყო საჭირო. შესაძლებელია, მათ აღმოფხვრეს კიდევ უფრო სერიოზული შედეგების საშიშროება. ამ სამუშაოების შესრულებისას სადგურის ბევრმა თანამშრომელმა მიიღო რადიაციის მაღალი დოზა, ხოლო რამდენიმემ სასიკვდილო. ამ რიცხვში აღმოჩნდა ბლოკის ცვლის უფროსი აკიმოვი და ოპერატორი ტოპტუნოვი.

ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილია 30 კილომერიანი „განადგურების ზონა“, განადგურებულია და დამარხულია ასობით პატარა დასახლებული პუნქტი.

28cb5940d3a8

ავარიამდე რეაქტორის მეოთხე ბლოკში ინახებოდა180 – 190 ტონა ატომური საწვავი (ურანის ორჟანგი). შეფასებით, რომელიც დღეს-დღეობით სინამდვილესთან ყველაზე მიახლოებულად ითვლება, მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა ურანის ამ რაოდენობის 5-დან 30%-მდე. ზოგიერთი მკვლევარი არსებულ ფოტოებსა და თვითმხილველებზე დაყრდნობით, რომელთა ჩვენებითაც რეაქტორი ცარიელია, უარყოფს ამ მონაცემებს. აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ის, რომ 180 ტონა ურანის ორჟანგი რეაქტორის შემცველობის უმნიშვნელო ნაწილს შეადგენს. რეაქტორი ძირითადად გავსებული იყო გრაფიტით. ითვლება, რომ ის ავარიის შემდეგ მთლიანად დაიწვა. ამას გარდა, რეაქტორის შემცველი ნივთიერება დადნა და ბზარებით გადაადგილდა რეაქტორის საზღვრებს გარეთ ქვედა კორპუსში.

სხვადასხვა სახალხო ორგანიზაციები დაბინძურებულ ზონებში თანდაყოლილი პათოლოგიებისა და ბავშვთა სიკვდილიანობის ძალიან მაღალ პროცენტზე საუბრობს. ჩერნობილის ფორუმის ანგარიშის მიხედვით, გამოქვეყნებული სტატისტიკური კვლევები ამის დამაჯერებელ მტკიცებულებებს არ შეიცავს.

აღმოჩენილ იქნა 1986 და 1994 წლებში ბელორუსიის ზოგიერთ რეგიონში თანდაყოლილი პათოლოეგიების რაოდენობის ზრდა, თუმცა ეს რიცხვი დაბინძურებულ რეგიონებსა და სუფთა რეგიონებში თანაბარი იყო. 1987 წელს დაფიქსირდა დაუნის სინდრომის რამდენიმე შემთხვევა.

157be5b882bb

ბავშვთა სიკვდილიანობა ძალიან მაღალია ჩერნობილის ავარიის შედეგად დაშავებულ სამივე ქვეყანაში. 1986 წლიდან სიკვდილიანობა შემცირდა, როგორც დაბინძურებულ რეგიონებში, ისევე სუფთებში. თუმცა დაბინძურებულ რეგიონებში საშუალო შემცირება უფრო ნელი იყო. ამას გარდა, რამდენიმე დაბინძურებულ რეგიონში ავარიამდე ბავშვთა სიკვდილიანობა საშუალოზე დაბალი იყო. ზოგიერთ ძლიერ დაბინძურებულ რეგიონებში აღნიშნულია სიკვდილიანობის ზრდა. გაურკვეველია, ეს შემთხვევები დაკავშირებულია რადიაციასთან, თუ სხვა მიზეზებთან – მაგალითად, ცხოვრების და სამედიცინო დახმარების დაბალ დონესთან.

ბელორუსიაში, რუსეთსა და უკრაინაში დამატებითი კვლევები ტარდება, რომლის შედეგებიც ჩერნობილის ფორუმის ანგარიშის გამოქვეყნების მომენტში არ იყო ცნობილი.

მეოთხე ბლოკში მომხდარი ავარიის შემდეგ ელექტროსადგურის მუშაობა შეჩერდა სახიფათო რადიაციული სიტუაციის გამო. თუმცა უკვე 1986 წლის ოქტომბერში, ტერიტორიის დეზაქტივაციისა და სარკოფაგის აშენების შემდგომ, პირველი და მეორე ენერგობლოკები ახლიდან ამუშავდა. 1987 წელს ასევე ამუშავდა მესამე ბლოკი.

5de523325697

1991 წელს მეორე ბლოკში გაჩნდა ხანძარი და ამავე წლის ოქტომბერში ის მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან. 1995 წლის დეკემბერში ხელი მოეწერა მემორანდუმს უკრაინის მთავრობას, ევროპის საბჭოსა და „დიდ შვიდიანს“ შორის, რომლის მიხედვითაც დაიწყო სადგურის 2000 წლისათვის დახურვის პროგრამა. 2000 წლის 15 დეკემბერს რეაქტორის მესამე ბლოკი სამუდამოდ დაკონსერვდა.

სარკოფაგი, რომელიც აფეთქებულ მეოთხე ენერგობლოკზე ააშენეს, თანდათანობით ინგრევა. მისი დანგრევის შემთხვევაში, საშიშროება ძირითადად განისაზღვრება იმით, თუ რამდენი რადიოაქტიური ნივთიერება არის მასში დარჩენილი. ოფიციალური მონაცემებით, ეს ციფრი იმ რაოდენობის 95%-ს აღწევს, რომელიც ავარიის მომენტში იყო. თუ ეს რიცხვი სწორია, მაშინ საფარის დანგრევა რადიოაქტიური ნივთიერებების ძალიან დიდ მანძილზე გაფანტვას გამოიწვევს.

f3150f1ffeca

2004 წლის მარტში რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა გამოაცხადა ტენდერი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სარკოფაგის რეკონსტრუქციაზე. ტენდერის გამარჯვებულად 2007 წელს კომპანია NOVARKA — ფრანგული კომპანიების Vinci Construction Grands Projets-ს და BOUYGUES-ს გაერთიანებული საწარმო გამოცხადდა.

აი ჩერნობილის შედეგები:
56eb63a4d73e

f34be57933e4

74e7b0bca53f

874247c503f1

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button