გამოგონებასამხედროსასარგებლო

A-10 Thanderbolt II

364817386fe6

A-10 Thunderbolt II ამერიკული ერთ ადგილიანი, ორ ძრავიანი, სწორ ფრთიანი მოიერიშე რეაქტიული თვითმფრინავია, რომელიც განავითარა კომპანიამ Fairchild-Republic ადრეულ 1970-იანებში. A-10 დაპროექტებული იქნა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მოთხოვნილებების შესაბამისად, რომელიც გულისხმობდა საჰაერო მხარდაჭერას ახლო მანძილზე (CAS), თავდასხმას ტანკებზე, დაჯავშნულ საბრძოლო მანქანებზე და სხვა სახმელეთო მიზნებზე. ეს იყო აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების პირველი საბრძოლო თვითმფრინავი, დაპროექტებული ექსკლუზიურად საჰაერო მხარდაჭერისთვის ახლო მანძილიდან.

65b78d70ae79

1966 წელს პენტაგონმა დაიწყო მოთხოვნის შესწავლა A-X (Attack experimental) პროგრამის მიხედვით

1967 წლის 6 მარტს 21-ე ავიამშენებელ ფირმაში გაგზავნილ იქნა კონკურსის მოთხოვნები, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მომავალი მოიერიშე.

მას უნდა ქონოდა:

1) ბრონირებული კორპუსი
2)დაბალ სიმაღლეზე მაღალი მანევრირების უნარი
3) ნებისმიერი (გრუნტის) აეროდრომზე ბაზირების შესაძლებლობა
4) მისი სიჩქარე არ უნდა ყოფილიყო 650 კმ/სთ-ზე ნაკლები

fac429505284

1970 წელს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არჩეულ იქნა Nortop (ნიმუში:A-9A) და Fairchild-Republic (ნიმუში:A-10A)
Nortop საცდელი ნიმუშის ასაგებად პენტაგონმა გამოყო 28 მლნ. ხოლო
Fairchild-Republic>>A-10 ასაგებად 41.2 მლნ დოლარი

2081575c99be

პირველი ცაში აფრინდა A-10 (1972 წლის 10 მაის) ხოლო A-9 10 დღის დაგვიანებით (1972 წლის 20 მაის)

საგამოცდო შეჯიბრებისათვის ავიაბაზა Edvard>> ჩამოყალიბდა დანაყოფი JFT ( Joint Test Force) დაკომპლექტებული გამოცდილი მფრინავებისგან

თვითმფრინავების გამოცდა დაიწყო 1972 წლის 4 ოქტომბერს
იცდებოდა მოიერიშეების კორპუსის მდგრადობა საბჭოური შეიარაღების მიმართ (მათ ესროდნენ საბჭოური წარმოების რაკეტებს, საავიაციო და სახმელეთო ტყვიამრფქვევებს) ამის გარდა თვითმფრინავები იცდებოდა ფრენაში მანევრირებაში და საჰაერო-სახმელეთო სამიზნეების განადგურებაში

530f85e58b2d

Nortop-ის მიერ შექმნილ A-9A ქონდა უფრო მეტი მანევრირების უნარი და სისწრაფე ვიდრე A10-ს

მაგრამ A-10A იყო უფრო ეკონომიური და მარტივი შესანახი (მოსავლელი)

1973 წლის იანვარს კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა A-10,

Fairchild-Republic მიიღო პირველი კონტრაქტი (159 მლნ დოლარის ოდენობით) 10 ცალი A-10 წარმოებისათვის

fb6e99e4e33a

პირველი სერიული წარმოების A-10 ცაში აფრინდა 1975 წლის 15 თებერვალს,სექტემბერში მასზე დამონტაჟდა ავია ქვემეხი GAU-8 AVENGER
1350 ჭურვით ,იქამდე ის აღჭურვილი იყო M61 ტიპის ქვემეხით
GAU-8 სპეციალურად A-10-ებისთვის შეიქმნა ის არის ერთ-ერთი უძლიერესი საარტილერიო სისტემა რომელიც ოდესმე დაუყენებიათ ამერიკულ თვითმფრინავზე

da7e51b2e4c2

მისი ცეცხლის ეფექტურობას ცდიდნენ ამერიკულ (M-48) და საბჭოური (T-62) ტიპის ტანკებზე>>>,რომელსაც პენტაგონს აწვდიდა ისრაელი იარაღის ტესტირებისას აღმოჩნდა რომ მას შეუძლია T-62 ტიპის ტანკის განადგურება (გამოიწვიოს ტანკის შიგნით ხანძარი რომელსაც მოყვება ჭურვების დეტონაცია)

7565a214f1ed

სხვა შეიარაღება: BLU-1, BLU-27/B Rockeye II, AGM-65 Maverick, AIM-9 Sidewinder, LAU-68 Hydra, GBU-10 Paveway II, GBU-12 Paveway II. მისი დაპროექტებისას აქცენტი გაკეთდა გადარჩენის უნარიანობაზე, როგორც ძირითადი პრიორიტეტზე; გააჩნია დამცავი საშუალებები, რომელთა წყალობითაც თვითმფრინავი ახერხებს ფრენას მნიშვნელოვანი დაზიანებებითაც კი.

ceedfd926eed

A-10-ის ოფიციალური სახელი მომდინარეობს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გამანადგურებლის სახელწოდებიდან: Republic P-47 Thunderbolt, თვითმფრინავი, რომელიც განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა საჰაერო მხარდაჭერაში ახლო მანძილიდან. A-10 ცნობილია ასევე მეტსახელით “Warthog” ან უბრალოდ “Hog”.] როგორც მეორადი მისია, იგი ასრულებს საჰაერო სივრცის წინასწარ კონტროლს, რაც საშუალებას აძლევს სხვა თვითმფრინავებს, ზუსტად გაანადგურონ სახმელეთო სამიზნეები. ამ ამოცანის, როგორც ძირითადი ფუნქციის შესასრულებლად დაპროექტებული A-10-ებს ეწოდება OA-10. აშშ ამ მოიერიშე თვითმფრინავის შეიარაღებაში დატოვებას და წარმოებას 2025 წლამდე აპირებს.

da5f9e395b5e

ტექნიკური მონაცემები
ეკიპაჟი 1 კაცი
კრეისერული სიჩქარე 560 კილომეტრი საათში
მაქსიმალური სიჩქარე 706 კილომეტრი საათში
საბრძოლო რადიუსი 460 კილომეტრი
ფრენის მანძილი 2000 კილომეტრი
პრაქტიკული სიმაღლე 13472 მეტრი
საბრძოლო სიმაღლე 7620 მეტრი
სიგრძე 16.26 მეტრი
სიმაღლე 4.47 მეტრი
ფრთის გაქანი 17.53 მეტრი
ფრთების ფართობი 47.01 მეტრი კვადრატში
თვითმფრინავის წონა 11321 კილოგრამი
მაქსიმალური დატვირთვა 23000 კილოგრამი

97daf9d201fa

ფუნქცია მოიერიშე, საჰაერო მხარდამჭერი ახლო მანძილზე
წარმოება Fairchild-Republic
კონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი
პირველი გაფრენა 10 მაისი, 1972
წარდგენა მარტი, 1997
სტატუსი აქტიური
ძირითადი მომხმარებლები აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები
წარმოების რაოდენობა 716[1] ერთეულის ღირებულება 11.8 მილიონი აშშ-ის დოლარი (საშუალოდ, 1994)

b08588a3c221

ინფორმაცია მოძიებულია:

airforce-technology.com
ვიკიპედია (ქართულ ენოვანი)
და
af.mil

მსგავსი ამბები

Back to top button