ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

სამყაროს მომავალი

6pm9j

ახალი მეთოდების საშუალებით ასტრონომებმა საბოლოოდ დაადგინეს სამყაროს მომავალი ბედი – განაგრძეთ.

ის უსასრულოდ გაფართოვდება და გადაიქცევა ცივ და მკვდარ სიცარიელედ ტემპერატურით, რომელიც აბსოლუტური ნულის ტოლი იქნება.

ასეთი დასკვნის გაკეთებაში მათ დაეხმარა გიგანტური კოსმოსური ლინზა – კაცობრიობისათვის ცნობილი ერთ-ერთი დიდი გალაქტიკური გროვა ქალწულის თანავარსკვლავედში.

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა NASA-ს სპეციალისტთა ხელმძღვანელობით შეძლო გამოეკვლია, თუ როგორ დეფორმირდება შორეული გალაქტიკებიდან წამოსული სინათლე ამ ლინზის მიერ, ლინზამ მათ ვიზუალურად რკალის ფორმა მისცა. დეფორმაციის ხარისხი სამ ფაქტორზეა დამოკიდებული – ობიექტის სიშორეზე, გალაქტიკური გროვას გრავიტაციულ მასაზე და ბნელ ენერგიაზე – იდუმალ ძალაზე, რომელიც სამყაროს აჩქარებით აფართოებს.
ბნელი ენერგია 1998 წელს აღმოაჩინეს, ის ერთ-ერთი უდიდესი ასტრონომული გამოცანაა: ჩვენი სამყაროს სამი მეოთხედი ბნელ ენერგიას უკავია, თუმცა ის აბსოლუტურად უხილავია და მისი არსებობის ფაქტზე მხოლოდ იმ ზემოქმედებით შეიძლება ვილაპარაკოთ, რომლითაც იგი მოქმედებს მთელ სამყაროზე.

ptcn6w0lk2

იმისათვის, რომ რამენაირად დაედგინათ ბნელი ენერგიის განაწილება კოსმოსში, მეცნიერებმა გამოიყენეს ტელესკოპების დიდი კომპლექსი ევროპული ობსერვატორიისა ჩელეში და კოსმოსური ტელესკოპი ჰაბლი(hubble). პირდაპირი გაგებით, მათ დაინახეს თუ როგორ გადაიხრება შორეული გალაქტიკებიდან წამოსული სინათლე ქალწულის გალაქტიკურ გროვაზე, დეფორმაციის ხარისხის დადგენით ასტრონომები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სამყარო უსასრულოდ ფართოვდება.

6pm9j
უნდა აღინიშნოს, რომ უსასრულო გაფართოების თეორია სამყაროს განვითარების ერთ-ერთი მოდელია. მეცნიერთა სხვა და სხვა ჯგუფები განსხვავებულ ჰიპოთეზებს აყალიბებენ, ხშირად ურთიერთ საწინააღმდეგო დასკვნებით. მაგალითად ზოგიერთი თვლის, რომ სამყარო განიცდის უსასრულო გაფართოებებისა და შეკუმშვების უსასრულო ციკლს(ეონები). ამ თეორიის მიხედვით სამყაროს ელოდება დიდი აფეთქებების უსასრულო გამეორება.

მეცნიერთა კიდევ ერთმა ჯგუფმა გამოთქვა მოსაზრება, რომ თვითონ ასტრონომები, ცდილობენ რა გაიგონ სამყაროს საიდუმლოებები, უნებლიედ უბიძგებენ მას განადგურებისაკენ(ანთროპული პრინციპი, სადაც გონიერი არსებები სამყაროს განუყოფელი ნაწილია და მისი ევოლუციის აუცილებელი შედეგია). ბნელ ენერგიაზე დაკვირვებების დროს, კაცობრიობამ, შესაძლებელია, კოსმოსი დააბრუნა მისი განვითარების ადრეულ სტადიაზე, ვარაუდობენ ისინი.
ამ ჰიპოთეზის მომხრე ასტრონომთა აზრით, 1998 წელს ზეახალი ვარსკვლავის გამოსხივების შესწავლისას(Ia ტიპის ზეახალი ვარსკვლავების ევოლუცია ზუსტად არის შესწავლილი, ამიტომ წინასწარ შეიძლება განისაზღვროს, თუ როგორი იქნება მოცემულ მანძილზე აფეთქების სიკაშკაშე. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ შორეულ გალაქტიკებში ასეთი აფეთქებების სიკაშკაშე დაბალია და არ ემთხვევა გამოთვლებს(სხივმა განიცადა მნიშვნელოვანი წითელი წანაცვლება, ეს იმაზე მეტყველებს,რომ სინათლის წყარო გვშორდება,დოპლერის ეფექტი), ანუ გალაქტიკები იმაზე შორს დაგვცილდნენ ვიდრე ნავარაუდევი იყო), რომლის რეზულტატი იყო ბნელი ენერგიის აღმოჩენა, შესაძლებელია, დაიწყო ახალი დროის ათვლა სამყაროს დაშლამდე, ანუ ის დაბრუნდა იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისი „სიცოცხლის უნარიანობის“ მაჩვენებელი ძალიან სწრაფად მცირდება.

რაც არ უნდა უცნაურად გვეჩვენებოდეს, არის ალბათობა იმისა, რომ ბნელი ენერგიის აღმოჩენამ შეამცირა სამყაროს „სიცოცხლის ხანგრძლივობა“, აცხადებენ მეცნიერები.

 

წყარო: http://Astronet.Ge

 

მსგავსი ამბები

Back to top button