არქივი

ჰალიკარნასის მავზოლეუმი

6827adb3b28a

დღეს მოგიყვებით ჩემთვის ყველაზე საინტერესო ანტიკური ხანის არქიტექტურულ
შედევრსა და მსოფლიოს საოცრებაზე,რომელსაც ჰალიკარნასის მავზოლეუმი ჰქვია…

სიტყვა “მავზოლეუმის” გაგონებისას ანტიკური ხანის მსოფლიოს 7 საოცრებიდან
ერთ-ერთის სახელს წარმოიდგენენ ხოლმე.მხოლოდ ისტორიაში კარგად ჩახედული
ადამიანი თუ გაიხსენებს მეფე მავზოლს(მავსოლს),რომელიც მრავალი საუკუნის
წინათ მართავდა სპარსეთის ერთ-ერთ კოლონიას-კარიას.სწორედ ამ დიდებული
მეფის სახელისგან წარმოსდგება სიტყვა “მავზოლეუმი”,რომელიც განსასვენებლის,
დაკრძალვის ადგილის მნიშვნელობით იხმარება და რომლის წარმოშობის ისტორიაც
დიდ სიყვარულთან და არა ნაკლებ ამპარტავნობასთანაა დაკავშირებული.
მეფე მავზოლის ცოლმა არტემისიამ ბრძანა აეშენებინათ ისეთი დიდებული
განსასვენებელი,როგორიც იმ დრინდელ მსოფლიოს ჯერ არ ენახა,იგი უნდა
ყოფელიყო დიდებული მეფის ღირსეული საფლავი და ცოლის მიერ ქმრის
სიყვარულის უბადლო ნიმუში.სამწუხაროდ ამ არქიტექტურლმა საოცრებამ
ჩვენ დრომდე ვერ მოაღწია და ქალაქ ბოდრუმში(ყოფილი ჰალიკარნასი)
ჩასულ ტურისტებს,მხოლოდ მისი ნანგრევების ნახვა თუ შეუძლიათ.

სანამ თავად მავზოლეუმზე გადავიდოთ,თვალი გადავავლოთ ისტორიას
და ვნახოთ თუ ვინ იყო კარიის მმართველი მავზოლი და როგორ გამოიყურებოდა
იმდროინდელი ჰალიკარნასი.

მავზოლის მმართველობის პერიოდში კარია უკვე სპარსეთის იმპერიის ერთ-ერთ
პროვინციას წარმოადგენდა,მაგრამ მეფე მუდამ იმის ცდაში იყო როგორმე თავი
დაეღწია სპარსეთის კლანჭებიდან და რამდენჯერმე აჯანყებაც კი მოაწყო.
მიუხედავად იმისა,რომ აჯანყებები სასტიკად ჩაახშეს მავზოლმა მაინც
შეინარჩუნა ტახტი და სიცოცხლის ბოლომდე კარიის მმართველად დარჩა.
იგი მეფომდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 377-352 წლებში,მას შემდეგ
რაც 377 წელს სამეფო ტახტზე შეცვალა მამისი გეკატომნა.მავზოლს ცოლად
ჰყავდა საკუთარი და არტემისია.ჩვენ დროში მსგავსი რამ მიუღებელია.მაგრამ
ანტიკურ ხანაში ეს სავსებით მიღებული იყო საზოგადოების მაღალ ფენებში და
სამეფო კარზე.თან არა მარტო კარიის პროვინციაში,არამედ რომის იმპერიაშიც.
და-ძმა(ცოლი და ქმარი) ერთად მართავდა კარიას 24 წლის განმავლობაში.
არტემისიას ძალიან უყვარდა მავზოლი,მსგავს გრძნობას განიცდიდა მისი ქმარიც.
იგი არასდროს უშლიდა ცოლს ჩარეულიყო სახელმწიფო საქმეებში,მაგრამ უდავოა
ის ფაქტიც,რომ ამ ტანდემში ლიდერის პოზიცია მავზოლს ეკავა. ჰალიკარნასი
მსის მეფობის პერიოდში ქვეყნის დედაქალაქდ და ერთ-ერთ ულამაზეს
პროვინციად იქცა მთელ სპარსეთის იმპერიაში.მეფეს ძალიან უყვარდა საბერძნეთი
და ბერძნული კულტურა,ამიტომ ქალაქი ელინური დასახლებების მსგავსად
მოაწყობინა.როგორც მეფე ისე მისი ქვეშევრდომები კარგად ფლობდნენ ბერძნულ
ენას,მონეტებზე ბერძნული წარწერები იყო ამოტვიფრული და მავზოლი ქვეყნის
მართვაში ბერძნული მმართველობის პრინციპებსაც იყენებდა.(ყურადღება უნდა
მივაქციოთიმ ფაქტის,რომ კარია სპარსეთის კოლონია იყო,მაგრამ მიუხედავად ამისა
მაინც მისგან დამოუკიდებლად ვითარდებოდა,რაც მავზოლის პოლიტიკურ ნიჭსა
და გავლენეზე მეტყველებს). ჰალიკარნასი გამოირჩეოდა არა მარტო დიდებულობით,
არამედ უსაფრთხოებითაც.იგი მცირე აზიაში,ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე
მდებარეობდა და სანაპიროს მხრიდან მტრისთვის პრაქტიკულად მიუღწეველი
იყო,რადგან საზღვაო ფლოტს ადვილად შეეძლო პორტში მიმავალი ერთადერთი
არხის გადაკეტვა.ნიჭიერმა არქიტექტორებმა შესანიშნავად დაგეგმეს და ააშენეს
ქალქი.პორტის ერთ მხარეს აშენდა კარგად გამაგრებული მავზოლის სასახლე,
იგი ისე იყო განლაგებული.რომ კოშკებიდან კარგად ჩანდა,როგორც ზღვის ისე
ხმელეთის ხედი,რაც შეუძლებელს ხდიდა ქალაქზე შეუმჩნევლად თავდასხმას.
სასახლე და ქალაქის გარკვეული ნაწილი შემოსაზღვრული იყო 6 კილომეტრიანი
კედლით,რომლის შიგნითაც მდებარეობდა ბერძნული თეატრი,ომის ღმერთის
არესის ტაძარი,აფროდიტეს და ჰერმესის საკურთხევლები.მავზოლი და არტემისია
კოლოსალურ თანხებს ხარჯავდნენ ქალაქის მოსაწყობად.ჰალიკარნასს ამშვენებდა
მრავალი ქანდაკება,რომელთა უმეტესობა მარმარილოთი იყო მოპირკეთებული.
ჰალიკარნასის ცენტრში,მეფის გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე
გამოყოფილ იქნა ადგილი მავზოლეუმისთვის.მშენებლობას სათავეში ჩაუდგა
არტემისია,რომელსაც მსოლიოში ყველაზე დიდებული განსასვენებლის აშენება
ჰქონდა გადაწყვეტილი.დედოფალს სურდა ეჩვენებინა,თუ რა მდიდარი იყო სამეფო
ოჯახი,ადვილი შესაძლებელია,რომ ამპარტავნობა ამოძრავებდა მეფის მეუღლეს
და არა სიყვარული,მაგრამ ნამდვილი მიზეზი დროის დინებამ დაფარა.

8d5df1ee26cf

მეფის განსასევენებლის მშენებლობა მისივე სიცოცხლეში 353 წელს დაიწყო
და არა უმეტეს 3 წელიწადს გაგრძელდა.მავზოლეუმის პროექტირებისთვის
მოიწვიეს ცნობილი ბერძენი არქიტექტორები სატირა და პიფეა,ხოლო
მოქნდაკეებად დანიშნეს სკოპასი,ლეოხარი,ტიმოფეი და ბრიაკსიდი.
მავზოლეუმი შიდა ეზოს ჩათვლით არქიტექტურულ კომპლექსს წარმოადგენდა.
მის ცენტრში აშენდა ქვის პლატფორმა, სხვაგვარად პტერონი,რომელსაც
საძირკველიდან წვერამდე ფართო კიბე გასდევდა.კიბის კიდეებზე ქვის ლომები
იწონებდნენ თავს.განსასვენებლის შიგნითა კედლებს ამშვენებდა ღმერთების
და ქალღმერთების ქანდაკებები,ხოლო კონსტრუქციის კუთხეებში ქვის
მეომრები იდგნენ,რომლებიც დაუღალავად იცავდნენ მეფის საბოლოო
განსასვენებელს.პლინოუს უფროსის(ისტორიკოსი) ცნობებით პტერონის
საერთო სიგრძე 440 ფუტს შეადგენდა,ხოლო სიმაღლე 20 მეტრს აღწევდა.
პტერონის გაგრძელებას წარმოადგენდა პირამიდისეული კონსტრუქცია,
რომელიც სიმაღლით ძირითად პლატფორმას უტოლდებოდა და სათავისკენ
ვიწროვდებოდა ისე,როგორც პირამიდას შეეფერება.მის კედლებს ამშვენებდა
ბარელიეფები ბერძნული მითოლოგიიდან და იგი შემოსაზღვრული იყო 36
სვეტით,9 სვეტი თითო მხრიდან მათი სიმაღლე 7 მეტრს შეადგენდა.
მარმარილოს კვადრიგა ამთავრებდა პირამიდისეულ სახურავს.კვადრიგა-
ეს არის  ეტლი მხედრებით და ასევე მარმარილოსგან 
დამზადებული 4 მასიური ცხენით. მხედრების როლში რა თქმა უნდა მავზოლი
და არტემისია იყვნენ.ამ ქანდაკების სიმაღლე 6 მეტრს შეადგენდა.
მავზოლეუმი გამოირჩეოდა იმ დროისათვის კოლოსალური სიდიდით.მას
5000 კვადრატული მეტრი ფართობი ეკავა და საძირკველიდან კვადრიგის
წვერამდე 46 მეტრი იყო.პროექტში გამოირჩეოდა აღმოსავლური ხასიათი.
ამაზე მეტყველებდა პირამიდისეული სახურავი და მასიური კვადრატის
ფორმის საფუძველი მარმარილოს ფილებით მოპირკეთებული და
ბზინვარებამდე გაპრიალებული.მავზოლეუმის სილამაზე მდგომარეობდა
არა მარტო საინტერესო არქიტექტურულ გადაწყვეტაში, არამედ მდიდრულ
მოპირკეთებაში.განსასვენებლის თითოეულ მხარეზე მუშაობდა თითო
მოქანდაკე,მაგრა მიუხედავად ავტორთა განსხვავებული სტილისა მავზოლეუმი
მთლიანობის ეფექტს არ კარგავდა.დაკრძალვის პალატა მდებარეობდა პირველ
სართულზე.იგი ისევე როგორც სარკოფაგი თეთრი ალებასტორისგან იყო
დამზადებული და ოქროთი დამშვენებული.მეორე სართული ბერძნულ ტაძარს
მოგაგონებდათ,მიიჩნევენ,რომ იგი მსხვერპლშეწირვისთვის იყო განკუთვნილი.
მავზოლეუმი იდგა ბერძნული ტაძრების ახლოს და იმ დროისთვის გასაოცრად
ბევრად აღემატებოდა მათ დიდებულობით.ეს წარმოუდგენელი ფაქტი იყო,
რომ მიწიერი მეფის განსასვენებელი სილამაზით ზეციური მეფეების ტაძრებს
ჯობნიდა.ალბათ სწორედ ამ შეუსაბამობამ მიიქცია ისტორიკოსების ყურადღება
და ჰალიკარნასის მავზოლეუმი ანტიკური ხანის საოცრებათა სიაში შეიყვანეს.

79768e52294d

მავზოლეუმი არ იყო დამთავრებული,როცა ჩვენს ერამდე 352 წელს დიდი მეფე
მავზოლი გარდაიცვალა.კარიული ტრადიციის მიხედვით გვამს კრემაცია
გაუკეთეს.ფერფლის ნაწილი,მწუხარე ქვრივმა არტემისიამ წყალსა და
არომატულ ნივთიერებებს შეურია და დალია,იმედი ჰქონდა,რომ ამ მეთოდით
დაღუპული ქმრის სულს შეუერთდებოდა.არტემისიამ შეცვალა ქმარი სამეფო
ტახტზე,მაგრამ მხოლოდ 2 წელი მართა მარტომ ქვეყანა და მოწყენილობისგან
(უფრო დაავადებებისგან) გარადაიცვალა.მისი გვამიც კრიმირებულ იქნა და
ქმრის გვერდით დაკრძალეს.მას შემდეგ რაც ცოლ-ქმარმა ჰპოვა საბოლოო
განსასვენებელი მავზოლეუმის შესასვლელი ამოქოლეს.არსებობს ვერსია,
რომ მაგ დროისთვისაც არ იყო დამთავრებული ეს დიდებული განსასვენებელი
იგი მხოლოდ ქრისტე შობამდე 350 წელს დამთავრდა.ისტორიკოსები
თარიღებში ირევიან,რადგან საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ.
რა დაემართა მავზოლეუმს და რა ბედი ეწია ქალაქ ჰალიკარნასს?

მავზოლეუმი იდგა მრავალი საუკუნე.იგი მოესწრო დიდი ალექსანდრე
მაკედონელის მიერ ქალაქის დაპყრობას 334 წელს და გაუძლო მეკობრეების
თავდასხმას ახალი ათასწლეულის დასაწყისში.ჰალიკარნასი მაგ დროისთვის
უკვე დაინგრა და გაპარტახდა,ხოლო მავზოლეუმი მაინც ამაყად და
და დიდებულად იყო აღმართული ქალაქის ნანგრევებს შორის.16 ასწლეული
აღაფრთოვანებდა მნახველს დიდი სიყვარულის და ამპარტავნების ნიმუში.
იშვიათი მოგზაური არ შეივლიდა კარიის ყოფილ დედაქალაქში მსოფლიოს
საოცრების სანახავად.

XV საუკუნის დასაწყისში მცირე აზიაში ჯვაროსნები,კერძოდ მალტიის
ორდენის რაინედბი მოვიდნენ.მათ დიდი წვლილი მიუძღვით მავზოლეუმის
დანგრევასა და გაპარტახებაში.მარმარილოს ფილები და ქვები მეომრებმა
ციხესიმაგრეების ასაშენებლად გამოიყენეს,მაგრამ არა მარტო ადამიანები
მოექცნენ ასე სასტიკად მავზოლეუმს,დრომ და ბუნებრივმა კატაკლიზმებმა
თავისი ქნეს და 16 ასწლეულის ბოლოს დიდებული მავზოლეუმისგან მხოლოდ
საძირკველიღა დარჩა.

XVI საუკუნის დასაწყისში მავზოლეუმი შებღალეს და ოქროს ლარნაკები მავზოლის
და არტემისიას ფერფლით მოიპარეს.ჯვაროსნებმა ეს ქურდობა მუსლიმ
მოსახლეობას დააბრალეს,თუმცა არ არის გამორიცხული,რომ განსასვენებლის
ძარცვაში მალტიის ორდენის რაინდებსაც მიეღოთ მონაწილეობა.

ჩვენთვის უცნობი დარჩებოდა მავზოლეუმის ნანგრევების მდებარეობაც კი,
რომ არა ბრიტანეთის მუზეუმის და არქეოლოგ სერ ჩარლზ ტომას ნიუტონის
ძალისხმევა.იგი 1852 წელს ჩავიდა ბოდრუმში(ყოფილი ჰალიკარნასი),რომ
მოეძებნა მავზოლის ლეგენდალური განსასვენებელი.მან არ იცოდა ზუსტი
ადგილმდებარეობა,რის გამოც რამდენიმე მიწის ნაკვეთის შესყიდვა მოუწია,
მეტნაკლებად იმ აღწერილობის მსგავსი,რომელიც ისტორიულ წყაროებში
აღმოაჩინა.გათხრების შედეგად იპოვეს მავზოლეუმის საძირკველი,მრავალი
ქანდაკების ფრანგმენტები და ასევე კვადრიგის ნაწილები,რომელიც შენობის
სახურავს ამშვენებდა.ასევე ნიუტონმა იპოვა მავზოლის.არტემისიას
ქანდაკებები და ასევე მარმარილოსგან დამზადებული უზარმაზარი ცხენის
თავი.ძვირფას აღმოჩენად ითვლება რამდენიმე დეკორატიული ფილა
ბარელიეფით,რომელზეც ცნობილი მოქანდაკის სკოპასის ხელწერა ამოიცნეს.
არქეოლოგიური გათხრები დასრულდა 1977 წელს მოპოვებული არტეფაქტები
ბოდრუმისა და ბრიტანეთის მუზეუმებში განათავსეს.

0f7723d17246

aae973158e58

97414e2506e3

c90cb57027f5

თანამედროვე არქიტექტურა ხშირად იმეორებს წარსულის ჩანაფიქრებს.ასე
იქცა მავზოლეუმი,რამდენიმე თანამედროვე შენობის პროტოტიპად.მაგალითად:
მუნიციპალიტეტის შენობა ლოს-ანჟელესში,სამოქლაქო სასამართლოს შენობა
სენტ-ლუსიში,მეომართა მემორიალი ინდიანაში,წმ.ჯორჯის ტაძარი ლონდონში
და ეკლესია მელბურნში.ასევე სტამბულში მდებარეობს მავზოლეუმის
დაპატარავებული ასლი,უკვე ჩვენს დროში აშენებული. 

b46ef309b9b4
(სამოქლაქო სასამართლოს შენობა სენტ-ლუსიში)
711a327955f1
(მუნიციპალიტეტის შენობა ლოს-ანჟელესში)

25bc569904d7

(მავზოლეუმის მინიატურა-სტამბული)
სადაც მთავრდება იდეები, იქ იწყება სიცარიელე.
                                    (ლეონარდო და ვინჩი)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button