არქივი

ვარანასი

a083bb54e30e

ქალაქი ვარანასი, რომელიც ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ  უძველეს ქალაქად, მდებარეობს ჩრდილოეთ ინდოეთში, უტარ პრადეშის შატატში მდინარე განგის ნაპირზე .  ზოგი მას აღმოსავლეთის ვენეციას ეძახის ვიწრო ქუჩების და ნავების სიმრავლის გამო.   ის ერთ-ერთია ჰინდუსების შვიდი წმინდა ქალაქიდან და ამიტომ ითვლება, რომ თუ ვარანასი არ ნახე ესეიგი ინდოეთიც არ გინახია. მისი ისტორია 3000 წელს ითვლის.

be2cd01572f9

d3e98f96c237

 

ადგილობრივებისთვის  ვარანასი  ტრადიციული ინდური კულტურის დედაქალაქია.  მდინარე განგის სანაპირო მუდამ სავსეა  ინდუისტი მორწმუნეებით და პილიგრიმებით, რადგან  წმინდა მდინარეში ბანაობა ითვლება  სულიერ განწმენდათ ჩადენილი ცოდვებისაგან.  განწმენდის რიტუალი  იწყება ყოველ დღე მზის ამოსვლის თანავე. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი  და დაუვიწყარი რიტუალია გარდაცვლილის დაწვა მდინარის ნაპირზე.  ჯერ  გარდაცვლილის სხეულს  დაატარებენ ქალაქის ქუჩებში  მუსიკის და დოლის თანხლებით,  შემდეგ  ტრადიციის თანახმად სხეულს სანაპიროზე დანთილ კოცონზე წვავენ და ფერფლს მდინარეში ყრიან.

a88f376e1423

f75b5926b2bc

 

ქალაქის ცენტრი განსაკუთრებით გამოირჩევა ტაძრების სიმრავლით. აქ მდებარეობს ჰინდუსების  ”ოქროს ტაძრები” : დურგა და ბარატ მატა მანდირი, რომელთა დათვალიერება  არაინდუისტებისთვის მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი,   შიგნით შესვლა  უცხოელი ტურისტებისათვის აკრძალულია.   ქალაქის  ღირსშესანისნაობებს მიეკუთვნება ასევე რამნაგერის ფორტი რომელიც იყო ადგილობრივი  მაჰარაჯას სასახლე,  ბანარას უნივერსიტეტი , ბარატ კალა ბავანის მუზეუმი  სადაც  შესაძლებელია  ინდუისტი და ბუდისტი ხელოვანების  სკულპტურების და ნახატების დათვალიერება.   ვარანასში  საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა ინდური მუსიკა და  დღეს მუსიკის მოყვარულებისთვის ის ნამდვილად იდეალური ადგილია  ტრადიციულ ინდურ საკრავებზე,  ტაბლაზე და სიტარზე , დაკვრის სასწავლად.

a0a0b6f2fafd

b386f08533ae

0bb581c825ad

1a76044a3c61

d7d41ed17058

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button