უცნაური

ბიჭი, რომელმაც სამოთხეში იმოგზაურა ..

7zh27a0krczpzqh24bj

არსებობს სამოთხე? რამდენად რეალურია და როგორ გამოიყურება ის? ეს კითხვები დღემდე დავის საგანია. ბიჭი, რომელსაც სურათზე ხედავთ, ამტკიცებს, რომ სამოთხეში იმოგზაურა. არგუმენტად კი იმას ასახელებს, რომ სამოთხეში თავის გარდაცვლილ დას შეხვდა – დას, რომელზეც მანამდე არაფერი იცოდა, რადგან მშობლები უმალავდნენ.

კორტონ ბურპო ნებრასკის შტატში ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს. 4 წლის რომ იყო, ოჯახი კოლორადოს შტატში აპირებდა გამგზავრებას ივლისის იქ გასატარებლად, მაგრამ ერთი დღით ადრე აღმოაჩინეს, რომ ბავშვი ცუდად იყო. მეორე დღეს უკეთ გახდა და გაემგზავრნენ, თუმცა მგზავრობისას უარესად შეიქმნა და ოჯახი ისევ ნებრასკაში მიბრუნდა. აღმოჩნდა, რომ ბიჭის საქმე უფრო რთულად იყო, ვიდრე პირველი გასინჯვისას ფიქრობდა ექიმი – მას გასტროენტერიტის, იგივე ე.წ. “მუცლის გრიპის” სიმპტომები ჰქონდა გართულებული ფორმით. მისი მდგომარეობა ყოველდღე უარესდებოდა და ბიჭი თანდათან სუსტდებოდა.

შეშინებულმა მშობლებმა შვილი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ ექიმებმა ბიჭი გასინჯეს და მშობლებს უთხრეს, რომ აპენდიქსი ჰქონდა გამსკდარი, რის გამოც მისი პატარა სხეული მთელი 5 დღის განმავლობაში იწამლებოდა. ბიჭის გამოსაკეთებლად დაუყოვნებლივ ოპერაციის ჩატარება იყო საჭირო. ტოდი და სანია ოპერაციის მიმდინარეობის მომენტში ნერვიულობდნენ და გამუდმებით ლოცულობდნენ, შიშობდნენ, რომ შეიძლებოდა, შვილი დაეკარგათ. მაგრამ კორტონი მალე გამოჯანმრთელდა და მშობლებს საოცარი რამ უთხრა – მან იმქვეყნიურ სამყაროში იმოგზაურა და ნახა თავისი და, რომელიც მასზე ერთი წლით ადრე დაიბადა, მაგრამ სამწუხაროდ მალე გარდაიცვალა. მშობლები იმან გააოცა, რომ ამ საკითხზე მასთან არასდროს უსაუბრიათ.

“მას ნაცნობი სახე ჰქონდა. რომ დამინახა, ჩამეხუტა და მითხრა, რომ ძალიან გაუხარდა მის ახლობელ ადამიანთან შეხვედრა. მას სახელი არ ჰქონდა, რადგან დარქმევა ვერ მოასწრეს. მითხრა, რომ სულმოუთქმელად ელოდება, როდის შეხვდება დედას და მამას სამოთხეში.”

ბიჭმა გაოგნებულ მშობლებს ასევე უთხრა, რომ ის ხედავდა, როგორ ლოცულობდნენ მისთვის. დასთან ერთად ასევე იხილა ბაბუა, რომელიც 30 წლის წინ გარდაიცვალა. მას ნანახი ჰქონდა ბაბუის სურათი, რომელიც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გადაიღო, მაგრამ მას არ ჰგავდა. სამოთხეში ის სხვების მსგავსად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, არც ის სათვალე ეკეთა, რომელსაც მოხუცებულობისას ატარებდა.

“მე მახსოვს, რომ შევხვდი იესოსა და ანგელოზებს. ვხედავდი ოქროს ქუჩებს, ყველაფერი ნათელ ფერებში იყო. იესოს კალთაში ჩავუჯექი და მაშინვე მშვიდად ვიგრძენი თავი. ღმერთი ყველაზე დიდია მათ შორის, ვინც კი არსებობს. მას შეუძლია მთელი სამყარო ხელებში დაიტიოს.”

როცა დაუსვეს უკვე ერთი შეხედვით ბანალური კითხვა: როგორია სამოთხე? კორტონმა უპასუხა, რომ იქ ყველაფერი ცისარტყელას ფერებშია, ულამაზესი ხედები და არეებია. ჭიშკრები ოქროსი იყო, ზემოდან მარგალიტებით მორთული. სამოთხეში არასდროს ღამდება, მუდმივად ნათელია, ეს ნათელი კი მოდის სამებიდან – მამისგან, ძისგან და სულიწმინდისგან. იესოს გარდა ყველას ფრთები აქვთ და დაფრინავენ. იესოს კი არ სჭირდება ფრთები. ყველა ატარებს თეთრ ხალათს, თავზე კი ნათელი ადგათ. სამოთხეში ძალიან ბევრი ბავშვია.

fuhcdsn2lkyad5llo1vl

კორტონის თქმით, მან ასევე იხილა ეპიზოდები მეორედ მოსვლის პერიოდიდან, შეხვდა იოანე ნათლისმცემელს. თუმცა ამ უკანასკნელზე არაფერი იცოდა, რადგან მის შესახებ ჯერ არაფერი მოეყოლათ. ის იესომ გააცნო და უთხრა, რომ დედამიწაზე ყოფნისას მისი მეშვეობით მოინათლა. ბიჭმა ჰკითხა იესოს, რა იყო მისი ჯვარცმის მიზეზი, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: ეს იმიტომ მოხდა, რომ ადამიანებს მამასთან (ღმერთთან) მისვლის საშუალება ჰქონოდათ.

ამჟამად კორტონი 11 წლისაა. ხილვები მარტო ოპერაციისას არ ჰქონია, მას შემდეგაც ყოფილა შემთხვევები, როცა მისმა სულმა მიღმიერ სამყაროში იმოგზაურა. ის ისევ ყვება ხოლმე თავისი თავგადასავლების შესახებ, რომელიც ოპერაციის მომენტში და შემდეგ გადახდა თავს. ბიჭის მამა სასულიერო პირია მეთოდისტების ეკლესიაში (მეთოდიზმი არის ევანგელიზმის ერთ-ერთი განშტოება). დედა კი მასწავლებელია ადგილობრივ სკოლაში. მას თავიდან ეჭვი ეპარებოდა შვილის ხილვების რეალურობაში, თუმცა მამა დარწმუნებული იყო, რომ რასაც ბავშვი ამბობდა, სრული სიმართლე იყო.

კორტონის ამბით დაინტერესდა სპეციალისტი სიკვდილისწინა მდგომარეობების (NDE – near-death experience) საკითხში მელვინ მორსი. მას საკმაოდ ბევრი ადამიანი უნახავს, ვისაც საიქიოში მოგზაურობის ბედნიერება ჰქონია. მაგრამ კორტონი იმითაა გამორჩეული, რომ განსხვავებით მელვინის სხვა პაციენტებისგან, მას არ ჰქონია სიკვდილის ნიშნები – ოპერაციის მომენტში გულიც და ტვინიც აქტიურად მუშაობდა. როცა სული სხეულს ტოვებს, როგორც წესი, გული ჩერდება ხოლმე, კორტონისთვის ჩატარებული ოპერაციისას კი ექიმებს მსგავსი რამ არ დაუფიქსირებიათ.

ოჯახმა გადაწყვიტა, კორტონის მოგზაურობის შესახებ წიგნი დაეწერათ და გამოეცათ. წიგნის დაბეჭდვასთან დაკავშირებით კორტონი ეჭვებში იყო. მან ღმერთს სთხოვა: “ღმერთო, არ ვიცი, წიგნი დავაბეჭდვინო თუ არა. თუკი ეს შენი ნებაა, მაშინ დაე მოვიდნენ ჩემთან რომელიმე საგამომცემლო კომპანიიდან.”

ასეც მოხდა, კორტონს მიაკითხეს და დაახლოებით ნახევარ მილიონიანი ტირაჟით დაბეჭდეს წიგნი, სახელად “სამოთხე რეალურია: პატარა ბიჭის საოცარი ისტორია სამოთხეში გამგზავრების შესახებ”. პატარა ბავშვის ისტორიამ ბევრი დააინტერესა და მაღაზიებში თაროები მალე დაცარიელდა. ამჟამად მხოლოდ ინტერნეტითაა ხელმისაწვდომი, ბეჭდური სახით თითქმის აღარ დარჩა. უფრო მეტიც, საუბარი მიდის იმაზე, რომ შეიძლება წიგნის მიხედვით ფილმიც გადაიღონ.

მსგავსი ამბები

Back to top button