საკითხავისასარგებლოსურათები

ავტო დეტალი: საწვავის სისტემა.

მოგესალმებით, ბევრი თხოვნა იყო რომ ყოფილიყო თემები კონკრეტულ ავტო დეტალებზე, მათ განმარტებაზე. გადავწყვიტე დრო და დრო დავდო მსგავსი ტიპის თემები. იმედი მაქვს მსგავსი თემები ამოწურავს ბევრ კითხვას და ზოგად წარმოდგენას შეუქმნის მკითხველს, ამა თუ იმ დეტალზე. დღევანდელ თემაში ჩვენ შევეხებით საწვავის სისტემას, მთლიანად. განვიხილავთ ამ სისტემის თითოეული დეტალს (ნაწილს). იქნება ეს ფილტრი თუ ინჟექტორები. გელით ყველას სრულიადში.

საწვავის სტემა: ეს სისტემა გახლავთ ავტომობილისთვის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი სისტემა, ფაქტიურად სისხლ ძარღვების მოვალეობას ასრულებს. მისი საშვალებით ავტომობილი იღებს საწვავს (ბენზინს) რომლის გარეშეც მანქანა ვერ იმოძრავებს, არსებობს ასევე სხვა მრავალი ტიპის საწვავი, მაგალითად დიზელი. პირველი და მტავარი დეტალი გახლავთ ბენზო ნასოსი. ეს გახლავთ დეტალი რომელიც წნევსი საშვალებით პირველ ნაბიჯს აკეთებს და ბენზინს აწვდის ძრავს, სანამ ბენზინი ძრავამდე მივა გადის ბევრ დეტალს, მაგალითად ბენზო ნასოსი მოთავსებულია საწვავის ბაკში და მას დაბლითა მხარეს გააჩნია პატარა ფილტრი რომელიც პირველად ფილტრაციას უკეთებს საწვავს, როგორც იცით მთელს მსოფლიოში ბენზინი საკმაოდ ბინძურია და ათასგვარ რამეს შეხვდებით თუ ჩაასხავთ გამჭირვალე ბაკში, შესაბამისად ეს ფილტრი არ ატარებს ჭუჭყს და არ მიაქვს ძრავისკენ რადგანაც ბენზინის მილები სადაც ბენზინი მოძრაობს არის საკმაოდ წვრილი და შესაძლებელია გაიჭედოს. თუმცა ეს პირველი ფილტრი მთლიანად ვერ ფილტრავს ბენზინს, იგი გათვლილია ძირითადად დიდი ზომის ჭუჭყზე, მცირე ჭუჭყი კი მაინც გადის მის ბადეს. შემდეგ ბენზონასოსი დიდი წნევით გაისტყორცნის ბენზინს მილებში, სწორედ ამ მილების ბოლოში განთავსებულია საწვავის მთავარი ფილტრი, ალბათ ბევრს გაქვთ ნანახი. სწორედ ამ ფილტრში გადის ბენზინი მაქსიმალურ ფილტრაციას, იმდენს რამდენიც შესაძლებელია, მაში მოთავსებულია საკმაოდ წვრილი ბადე რომელიც ფილტრავს ბენზინს.

შემდეგ საწვავი ხვდება ინჟექტორებთან, ინჟექტორები კი იხსნება კომპიუტერის დახმარებით და შემშვებ სისტემასთან ატარებს ბენზინს რომელიც შემდეგ ერევა ჰაერს და მიეწოდება კლაპნების საშვალებით ძრავს. ძრავში რომ მოხვდეს თუნდაც მცირე ოდენი ჭუჭყი ძრავი დროთა განმავლობაში დაიწყებს ცვეთას და გაფუჭებას. თუ ბენზინის სისტემა გაუმართავია მაგალითად ფილტრი არის გაბიდნული და საჭიროებს შეცვლას მანქანას ექნება დამახასიათებელი ნიშნები მაგალითად ეგრედ წოდებული გაგუდვა, ამ შმეთხვევაში ძრავი იღებს ცოტა ბენზინს და მანქანა ვერ იყენებს იმ სიმძლავრეს რაც რეალურად გააჩნია, ეს ადვილი შესამჩნევია. თუ მაგალითად მანქანას დაქოქავთ დილას ივლით ცოტა ხანი და გახურების შემდეგ სიტყვაზე ჩაქვრება, დიდი შანსია რომ ეს ბენზო ნასოსის ბრალი იყოს რადგანაც თუ ბენზონასოსი ვერ მუშაობს ისე როგორც საჭიროა ეს პრობლემა მისი გახურების შემდეგ იჩენს თავს და შესაბამისად საერთოდ აღარ მიაწვდის მანქანას საწვავს. ხშირია ასევე ბენზო ნასოსის დროთა განმავლობაში ფუჭება მაგალითად წნევის დაკარგვა თუ მას არ გააჩნია შესაბამისი წნევა იგი ვერ აწვდის ბენზინს ძრავს. წნევის გაზომვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და დღეს პრობლემას არ წარმოადგენს ამის გაკეთება. მაგრამ ყველა ავტომობილის ბენზო ნასოსი ინდივიდუალურია ასე რომ ინდივიდუალურად უნდა იცოდეთ თქვენი მანქანის ბენზო ნასოსის წნევა, შესაბამისად გასინჯვის შემდეგ მიხვდებით ამაში მდგომარეობს მისი პრობლემა თუ არა.

ის ბენზინი რომელიც მივა ინჟექტორებამდე მაგრამ მეტობის გამო აღარ შევა ძრავში, წნევის დახმარებით მიდის მილში რომელიც მიმართულია უკან ბენზინის ავზისკენ და აბრუნებს უკან ავზში. თუ ჩვენ გვინდა რომ მანქანამ რაც შეიძლება ცოტა დაწვას ამისთვის უნდა ვიყიდოთ პატარა კუბატურიანი ძრავი, რადგანაც ცილინდრის მოცულობა რაც უფრო დიდია მით უფრო მეტი ბენზინი ჭირდება ძრავს მუშაობისთვის შესაბამისად წვავს მეტს. არ არსებობს ხერხი რომელიც შეამცირებს მაგალითად 6.5 კუბატურის მქონე ძრავის წვას. გამორიცხულია და არავინ მოგატყუოთ, მაქსიმუმი შეგიძLიათ იაროთ ნელა და დაბალი სიმძლავრეზე, არ გადააცილოთ ტახომეტრი 3 ს და დაწვავს ცოტას. ხოლო თU გინდათ რომ მანქანამ ბევრი დაწვას და იაროს ჩქარა ამის ბევრი ხერხი არსებობს. მაგალითად კომპიუტერის მოდიფიკაცია, ინჟექტორების შეცვლა რომლის შემშვები მილებიც დიდია და ატარებს მეტ ბენზინს, ასევე ბენზო ნასოსის შეცვლა რომლის წნევაც დიდია, რომელიც იღებს მეტ ბენზინს ავზიდან დ ამიაქვს ძრავში. თუ რამე კითხვა გაგიჩდათ მკითხეთ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close