კულტურაუცნაური

მომავლის პროფესიები :)))

8318b672499a

ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა მომავლის პროფესიები, რომელიც ჩატარდა კომპანია ”Fast Future”-ის მიერ, რომელიც ეცადა გამოევლინა ის პროფესიები, რომელიც დღეისათვის არ არსებობენ, მაგრამ შეიძლება უახლოეს მომავალში იარსებონ…

1. სხეულის ნაწილების მწარმოებლები
ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლიზმით იტანჯებიან ადრევე შეუკვეთავენ ახალ, გაძლიერებულ ღვიძლს, ძველის ნაცვლად, მწეველები კი ახალ, სუპერ-ფილტვებს, რათა შესაძლებელი იქნეს დღეში 100 სიგარეტის მოწევა

2. ნანო-ექიმები
2030 წლისთვის ექიმები პაციენტებს არამარტო აპენდიციტს ამოკვეთენ, არამედ ყველა მსურველს შესაძლებლობას მისცემენ და შესთავაზებენ მეხსიერების დამატებით რესურს

3. გმპ ფერმერები
ასეთი ფერმერები მოიყვანენ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს, იმ დეფიციტის აღმოსაფხვრელად, რომელიც გამოწვეული იქნება დედამიწის მოსახლეობის ზრდით.

4. ვერტიკალური ფერმერები
ისინი იმუშავებენ ვერტიკალურ ცათამბჯენ სათბურებზე, რომელიც შეცვლის ჩვეულებრივ სოფლის მეურნეობის საქმიანობას.

5. ვირტუალური მასწავლებელი
დისტანციური სწავლება დროთა განმავლობაში განდევნის ჩვენთვის კარგად ნაცნობ სტაციონალურ სწავლებას და შესაბამისად ასეთ პროფესიებზე მოთხოვნა გაიზრდება.

6. კლიმატის შემცვლელი სპეციალისტი
კლიმატის ცვლილება დღეისთვის უკვე ფაქტია და ”კიოტოს პროტოკოლი” იმის დადასტურებაა, რომ მომავალში პრობლემა მხოლოდ დამძიმდება.

7. კოსმოსური ხომალდების მფრინავები
კოსმოსური ხომალდების მფრინავების პროფესია გახდება ისეთივე ჩვეულებრივი, როგორც ტროლეიბუსის მძღოლი.

8. კოსმოსური ექსკურსია მძღოლები
კოსმოსური ტურისტების მრავალრიცხოვნობის გამო თავისთავად დადგება საკითხი ექსკურსია მძღოლებისაც

9. პოლიციელი მეტეოროლოგი
ყურადღებას მიაქცევენ ამინდის მანიპულაციებს.

10. ელექტრო ნაგავის ექსპერტები
ქსელში ადამიანზე არასასურველი ინფორმაციის გამანადგურებლები.

მსგავსი ამბები

Back to top button