საკითხავი

ბენიტო მუსოლინი

ყველაფერი ბენიტო მუსოლინის შესახებ

ახალგაზრდობა


ბენიტო მუსოლინი დაიბადა ცენტრალურ იტალიაში რომანიის,  პატარა სოფელში ქ.ფორლის მახლობლად 1883 წლის 29 ივლისს. მამამისი ალესადრო მჭედელი იყო, დედამისი როზა – სოფლის მასწავლებელი. მამამისი სოციალისტური პარტიის აქტიური წევრი იყო და თავის უფროსს ვაჟს დაარქვა ბენიტო ამილკარე ანდრეა – მექსიკელი რევილუციონერის ბენიტო ხუარესის, ცნობილი ანარქისტის ამილკარე ჩიპრიანოს და იტალიური სიციალისტური პარტიის დამაარსებლის ანდრეა კოსტას  საპატივცემლოდ. ოჯახი გაჭირვებულად ცხოვრობდა და ბენიტოს როგორც კი ის წამოიზარდა, მამის დახმარება მოუხდა სამჭედლოში. ბავშვობაში ბენიტო გამოირჩეოდა აგრესიული ტემპერამენტით და ამპარტავნობით, ის რთულად აღსაზრდელი ყმაწვილი იყო, მაგრამ ამავე დროს მას ახასიათებდა ახლობლებისადმი სითბო და მეგობრებისადმი ერთგულება. სკოლაში, სადაც ბენიტო ამღზრდელებისათვის მუდმივი თავის ტკივილი იყო, მას ძალიან ნიჭიერ ყმაწვილად სთვლიდნენ, რომელსაც სწავლისადმი ლტოლვა ახასიათებდა. თვრამეტი წლის ასაკში სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბენიტომ მასწავლებლის დიპლომი მიიღო. მაგრამ პედაგოგობა არ იზიდავდა მეამბოხე, სოციალისტური და ანარქისტული იდეებით გატაცებულ თავაწყვეტილ ყმაწვილს, რომელიც თავისი ხულიგნური ფათერაკებით ძალიან ამაყობდა.

1902  წელს მუსოლინიმ შვეიცარიას  შეაფარა თავი, რათა თავი აეცილებინა ჯარში გაწვევას. აქ ის შავ მუშად მუშაობდა მშენებლობაზე, გამოსცადა შიმშილი, უსახლკარობა, უუფლებობა. მაგრამ გამჭრიახმა ყმაწვილმა მალე მონახა თავისთვის შესაფერი საქმე. მუშათა წრეში ის განათლებით და აქტიურობით გამოირშეოდა და მას შესთავაზეს პროფკავშირის სამდივნოში მუშაობა. ამავე დროს მან დაიწყო სტატიების წერა, რომლებშიც ქადაგებდა ანარქიული სოციალიზმის თავისებურ გაგებას და გამოხატავდა თავის ანტიკლერიკალიზმს და შეძლებული კლასებისადმი მტრიბას. ის ძალიან ბევრს კითხულობდა, რომ დაეძლია პოლიტიკური ფილოსოფიის მთელი ისტორია. ის სწავლობდა მარქსს და კაუცკის, შოპეიჰაუერს და ნიცშეს, ბლანკის და სორელს, კროპოტკინს და ბაკუნინს და ა.შ.. მოგვიანებით გადავიდა კანტზე, ჰეგელზე, სპინოზაზე და ა.შ..

ლოზანაში და ბერნში მუსოლინი ძალიან დაუახლოვდა რუს სტუდენტებს და ემიგრანტებს, რომელთა აღვირახსნილობა და ნიჰილიზმი მისთვის ზალიან ახლო იყო. მათ წრეში მუსოლინის მოსწონდა, როდესაც მას “ძალადობის მოციქულს” ეძახდნენ.

თავის პროფკავშირში მუსოლინი მგზნებარედ მოუწოდებდა საყოველთაო გაფიცვისკენ და ქადაგებდა ძალადობის საშვალებოთ მუშათა მოთხოვნების დაკმაყოფილების მისაღწევას, რისთვისაც ის არაერთხელ დაპატიმრებული იყო, მაგრამ ციხეში ყოფნამ უფრო გააფთრებული გახადა ახალგაზრდა რევოლუციონერი. ამავე დროს მუსოლინი ახერხებდა ლოზანის და ჟენევის უნივერსიტეტებში ლექციებძე სიარულს, შეისწავლა ფრანგული, გერმანული. ინგლისური და ესპანური ენები, თარგმნიდა პოლიტიკურ და ფილოსოფიურ წიგნებს, წერდა სტატიებს.1904 წელს იტალიის მეფემ ამნისტია გამოუცხადა დეზერტირებს და მუსოლინი სამშობლოში დაბრუნდა. ამ დროისთვის მას პოლიტიკური ექსტრემისტის რეპუტაცია ჰქონდა და ერთ-ერთ გაზეთში მას სოციალისტური კლუბის “დიდ დუჩე”-თაც (ბელადად) კი მოიხსენიეს. ოცდახუთი წლის ასაკში “ამხანაგი მუსოლინი” უკვე მძლავრ ძალას წარმოადგენდა. იგი მუდმივად იბეჭდებიდა რევოლუციურ – ინტერნაციონალისტურ გამოცემაში “მშრომელის მომავალი” (Avenire del Lavoratore). ამ პერიოდში ის ქადაგებდა პროლეტარიატის ანტიპატრიოტიზმს, ნაციონალიზმს ეძახდა “მტაცებლურ მილიტარიზმს” და ეროვნულ დროშას კი სანაგვე ჩვარს. რელიგიას ის მოიხსენიებდა როგორც “გონების ამორალურ დაავადებას” და ეკლესიას კი როგორც “ლეშს”. ბუნებრივია, ის არაერთხელ იყო ამისთვის დაპატიმრებული.

1910 წელს მუსოლინიმ თავის მშობლიურ ქალაქ ფორლი’ში დააარსა საკუთარი სოციალისტური მიმართულების გაზეთი “კლასობრივი ბრძოლა”, რომელმაც მთელი იტალიის სოციალისტებს შორის დიდი გავლენა მოიპოვა. ამავე დროს ის ჩამოყალიბდა როგორც კარგი ორატორი, რომელსაც ოსტატურად ეხერხებოდა აუდიტორიის განწყობის მართვა. სოციალისტები აღიარებდნენ მუსოლინის ლიდერულ თვისებებს, მაგრამ ბევრ მათგანს აშინებდა მის მიერ ქადაგებული “ძალადობის რკინისებული აუცილებლობა” და პრაქტიკაში შესაბამისი მეთოდების გამოყენება. მუსოლინის დაპირისპირებამ სოციალისტური პარტიის ძირითად ნაწილთან იჩინა თავი 1911, როდესაც იტალიის ხელისუფლებამ გააგზავნა ჯარი ლივიაში ფორმალურად იტალიელი მოქალაქეების დასაცავად, სინამდვილეში კი იმისთვის, რომ დასუსტებული ოსმალეთი იქიდან გამოედევნა და დაემკვიდრებინა იტალიის დომინირება ამ რეგიონში. სოციალისტური პარტიის ეროვნულმა ყრილიბამ მხარი დაუჭირა “მთავრობის აგრესიულ ქმედებას” და ამან მუსოლინის აბობოქრება გამოიწვია. “საერთაშორისო მილიტარიზმი ისევ აგრძელებს ნგრევათა და მკვლელობათა ღრეობას…მანამ არსებობენ სამშობლოები, იარსებებს მილიტარიზმიც. სამშობლო – ეს აჩრდილია… შურისმგებლური, სასტიკი და ვერაგი… ვაჩვენოთ, რომ სამშობლო არ არსებობს!” – წერდა და გაჰყვიროდა ის და ამასაც არ დასჯერდა. პროტესტის გამოსახატავად მან გამოიყვანა ქალაქ ფორლის ქუჩებში ბანდები, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ტრამვაის ხაზებს ანგრევდნენ. ამისთვის მუსოლინი უკვე მეხუთედ დააპატიმრეს და გაასამართლას.

როდესაც ხუთთვიანი პატიმრობის შემდეგ მუსოლინი ციხიდან გამოვიდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა გამხდარიყო სოციალისტური პარტიის ლიდერი და ეს პარტია სოციალისტურ – რესპუბლიკურ პარტიად ექცია. მისი გამოსვლა პარტიის მორიგ ყრილობაზე იმდენად ენერგიული და შთამბეჭდავი იყო, რომ მომდევნო 1912 წლის ბოლოს პარტიის ხელმძღვანელობამ დანიშნა “პროფესორი ბენიტო მუსოლინი” სოციალისტების მთავარი ბეჭდბითი ორგანოს მილანში გამომავალ გაზეთ “ავანტი”-ს მთავარ რედაქტორად. აქაც ისევე, როგირც პროვინციალურ “კლასობრივ ბრძოლაში” მუსოლინი ყველა პოლიტიკურ სტატიებს წერდა თვითონ და მისი რედაქტორული ნიჭის წყალობით მოკლე ხანში გაზეთის ტირაჟი რამდენიმეჯერ გაიზარდა. “ის შორს წავა” – ასეთი აზრის იყვნენ მუსოლინიზე თანაპარტიელები. მაგრამ 1913 წლის არჩევნებში, რომელშიც ის ქ. ფორლიდან წარდგენილი სოციალისტური პარტიის კაიდიდატი იყო და წინასაარჩევნო გამოსვლებში ამხელდა მილიტარიზმს, იმპერიალიზმს და ნაციონალიზმს, მან პირწმინდად წააგო.

 

ფაშიზმის აღმოცენება

 

1914 წლის 28 ივლისს ავსტრიამ გამოუცხადა ომი სერბეთს. დაიწყო დიდი ომი. მუსოლინი გაზეთ “ავანტი”-ს ფურცლებზე იმეორებდა თავის ჩვეულ ლოზუნგებს: “ძირს ომი! გაუმარჯოს ჰუმანიზმს!” მისი თანაპარტიელი სოციალისტები თვლიდნენ, რომ იტალიამ “მკაცრი ნეიტრალიტეტი” უნდა შეინარჩუნოს. მაგრამ მუსოლინი კარგად ხედავდა, რომ ეს პოზიცია პარტიისთვისაც და პირადად მისთვისაც პოლიტიკურად წამგებიანი იყო. ამიტომ მას გაუჩდა სულ დხვა, დიამეტრალურად საწინააღმდეგო იდეები.
სოციალისტების კონკურენტები მუშათა მოძრაობაში სინდიკალისტები, რომლებიც საზოგადოებაში უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობდნენ, ნაციონალისტურ პოზიციაზე იდგნენ და მხარს უჭერდნენ იტალიის ომში მონაწილეობას და კარლ მარქსის ცნობილ აფორიზმსაც კი იშველიებდნენ, რომ ომს ჩვეულებრივად სოციალური რევოლუცია მოჰყვება. ამ იდეიამ ძალიან მოხიბლა მუსოლინი. საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ ავსტრიის წინააღმდეგ ომს შეუძლია გადაწყვიტოს ტრენტინის და ტრიესტის პრობლემა, და ესეც დაუჯდა ჭკუაში მუსოლინის. ამიტომ მან მიეტოვა სოციალისტური გაზეთი “ავანტი” და დაეარსა საკუთარი გაზეთი “პოპოლო დ’იტალია”, რომლის პირველივე ნიმერში 14 ნოემბერს მოუწოდა ახალგაზრდობას ომისაკენ. რამდენიმე დღის შემდეგ სოციალისტური პარტიის კრებაზე მუსოლინის მოღალატე და მკვლელი უწოდეს და გარიცხეს პარტიიდან. 1915 წლის დასაწყისში ომზე შეხედულება საზოგადოებაში გახდა მეტად უფრო კეთილგანწყობილი. ინტელექტუალები და მწერლები, როგორც მაგალითად გაბრიელე დ’ანუნციო, თვლიდნენ, რომ ავსტრიის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა გამარჯვების შემდეგ იტალიას მისცემს საბოლოოდ გაერთიანების საშვალებას, დაამყარებინებს სუვერენიტეტს ადრიატიკაზე და აამაღლებს მის პრესტიჟს ევროპაში.
მუსოლინიმ შესძლო სოციალისტების უმრავლესობის დარწმუნება იმაში, რომ მათ უნდა საკუთარი ქვეყნის ინტერესებით იხელმძღვანელონ. მუსოლინის აზრს იზიარებდნენ სინდიკალისტები, ანარქისტები, რესპუბლიკელები, ირედენტისტები (ნაციონალისტები), ახალგაზრდობა და საზოგადოების პატრიოტულად განწყობილი ფართო ფენები, მათ შორის მუშებიც. და ყველა მათ სასიხარულოდ 1915 წლის 24 მაისს მეფე ვიტორიო-ემანუელე III-მ გამოუცხადა ომი ავსტრიას და გერმანიას. ამ დღიდან მუსოლინის ლოზუნგები “პოპოლო დ’იტალია”-ში იყი “ჩვენ ყველა იტალიელები ვართ!”, “გაუმარჯოს იტალიას!”
მუსოლინი პატიოსნად წავიდა ჯარში რიგით ჯარისკაცად, უარი თწვა შტაბში მუშაობაზე და მოწინავე ხაზზე აღმოჩნდა. მან კარგ ჯარისკაცად გამოიჩინა თავი და კაპრალის ჩინი მიიღო. 1917 წელს იგი მძიმედ იყო დაჭრილი. გამოჯამრთელების შემდეგ დაბრუნდა ყავარჯნებით თავის “პოპოლო დ’იტალია”-ში და მაქსიმალურად გამოიყენა ომის ვეტერანის და “ცოცხლად დარჩენილის” უპირატესობა სამოქალაქო ჟურნალისტების წინაშე. “მე ვამაყობ – წერდა ის თვითკმაყოფილებით, – რომ ჩემი სისხლით წითლად შევღებე ტრიესტისკენ მიმავალი გზა.” უნდა ითვვას, რომ იტალიის წვლილი ანტანტის მოკავშირე ქვეყნების გამარჯვებაში ძალიან მოკრძალებული იყო, და ამიტომ ვერსალის ზავის თანახნად მან მიიღო ავსტრიის ტერიტორიებიდან გაცილებით უფრო ნაკლები, ვიდრე მოელოდა – მხოლოდ სამხრეთი ტიროლი და ტრიესტი. დალმაცია და ფიუმე მიეკუთვნა იუგოსლავიას, რაზეც ვიტრიო-ემანუელე III-მ განაცხადა, რომ იტალიას “გამარგვება მოპარეს”.
ომის შედეგებით უკმაყოფილო ნაციონალისტების პოზიციაზე მყოფი მუსოლინი მოითხოვდა მთავრობის გაძლიერებას მასში ნაომარი ადამიანების შეყვანით. მან ისიც განაცხადა, რომ იტალიისთვის საჭიროა დიქტატორი “ენერგიული და დაუნდობელი კაცი, რომელსაც ყველაფრის განწმენდა შეეძლება” და არაორაზროვნად დასძინა რომ თვითონ შეუძლია ამ როლის შესრულება. ამ პერიოდში მუსოლინის თავდასხმების მთანარი სამიზნე გახდა რუსული რევოლუცია და ლენინის ტოტალიტარიზმი. მას აღარ უნდიდა სოციალისტი ყოფილიყო, რადგან სოციალისტური პარტია მისი აზრით დისკრიდიტირებული იყო ბოლშევიზმის პროპაგანდით და ამიტომ მან დაკარგა უფლება მუშათა კლასის უფლებებისათვის მებრძოლი რქმეოდა. თავის სტატიებში და გამოსვლებში მუსოლინი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ მხოლოდ ის არის მუშების ჭეშმარიტი მეგობარი და დამცველი და მტკიცედ დგას ანტიბურჟუაზიულ პოზიციებზე.
1919 წლის 23 მარტს მილანში სან-სეპოლკოს მოედანზე ერთ-ერთ კლუბში მუსოლინიმ შეკრიბა რამდენიმე ათეული თავისი მიმდევარი და ახალი პოლიტიკური ძალის სახით ჩამოაყალიბა “ბრძოლის კავშირი”, რომელიც ფასციასავით მჭიდროდ იქნებოდა შეკავშირებული (ფასცია ე.ი. წნელის კონა – ძალაუფლების სიმბოლო ძველ რომში). შეკრებილთა შორის იყვნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს ჩამოშორებული რადიკალები და “არდიტი”-ს ბატალიონების ყოფილი მეომრები (“არდიტი” ანუ “მამაცები” იყვნენ სპწეცდანიშნულების მეომრები). მათ შეადგინეს საკმაოდ ეკლეკტური პროგრამა, რომელშიც ნაციონალისტური მოჭოდებების შემდეგ მოდიოდა შემდეგი პუნქტები: მაღალი გადასახადის დაწესება კაპიტალზე; ბირჟის ლიკვიდაცია; ეკლესიის ქონების კონფისკაცია; დალმაციის ანექსია; წარმოებების მართვის მუშებისთვის გადაცემა.
მუსოლინის ახალმა ორგანიზაციამ საზოგადოებაში ვერავითარი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ბევრმა ჩათვალეს, რომ მუსოლინი იტალიურ ლენინად მოევლინათ და პროგრამაც ბოლშევიკური აქვს. 1919 წლის არჩევნებში ფაშისტები ვერ გავიდნენ და ყოფილმა თანაპარტიელებმა მუსოლინი “პოლიტიკურ გვამად” გამოაცხადეს. რამდენიმე დღის შემდეგ მუსოლინი დააპატიმრეს იმისთვის, რომ მან მხარი დაუჭირა დ’ანუნციოს ავანტიურას. (1919 წლის სექტემბერში ცნობილმა პოეტმა გარიელე დ’ანუნციომ, რომელიც ოფიცერი იყო, ვოლონტიორებთან ერთად თვითნებურად დაიკავა იუგოსლავიის პორტი ფიუმე და მთავრობას მოუხდა მათი იქიდან ევაკუაცია). მუსოლინის წარუდგინეს ბრალდება სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებულ შეთქმულებაში, მის რედაქციაში აღმოაჩინეს მთელი არსენალი, მაგრამ პატიმრობაში დიდხანს არ გაუჩერებიათ, რომ “მკვრადშობილი” ორგანიზაციის “ხელმოცარული” ლიდერი ტანჯულად არ გადაექციად.
1920 წელს მუსოლინიმ მოახერხა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენება და პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოსვლა. ამ დროისთვის ჯარის მასობრივი დემობილიზაციის შედეგად ქვეყანაში ძალიან გაიზარდა უმუშევრობა და დანაშაულებრიობა, ინფლაციამ კატასტროფულად იმატა და ასეთ პირობებში ბოლშევიკური მიმართულების სოციალისტებს შეექმნათ ნოყიერი ნიადაგი მოქმებებისთვის: მთელი იტალია მოიცვა მძლავრმა გაფიცვებმა და საწარმოებში თვითმართველობის დამყარებამ, მთელი რეგიონები გადადიოდა კომუნისტების ხელში, მთავრობა კი ვერ აკონტროლებდა მდგომარეობას ქვეყანაში და თითქმის ყოველ თვე იცვლებოდა. ქვეყანა კომუნისტური გადატრიალების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
შეაფასა რა შექმნილი მდგომარეობა, მუსოლინიმ სასწრაფოდ დაივიწყა თავისი სოციალისტური ლოზუნგები, გაამძაფრა ნაციონალისტური მოწოდებები და გამოაცხადა, რომ ფაშისტები არიან ის ძალა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს და დაამარცხოს ბოლშევიზმი. ამისთვის მათ კომუნისტების ძალადობას უფრო მეტი ძალადობა უნდა დაუპირისპირონ. ფაშისტური “სკვადრები” (რაზმები), შეიარაღებული დანებით, ჯოხებით, დამბაჩებით და თოფებით თავს ესხმოდნენ კომუნისტებს და სოციალისტებს და მათ ორგანიზაციებს, არბევდნენ, ატერორებდნენ, სცემდნენ მათ, აიძულებდნენ ფაშისტური ალამისთვის თაყვანი ეცად. უფრო მეტად დასამცირებლად პირში ძალით ასხავდნენ საფაღარათო ზეთს. ეს თავდასხმები ისე გამუუდმებით და სისასტიკით ხდებოდა და ხშირად ურთიერთ ხოცვითაც მთავრდებიდა, რომ მალე შეიქმნა სამოქალაქო ომის სიტუაცია. 1920 -1922 წლებში ორივე მხრიდან დაიღუპა რამოდნიმე ათასი ადამიანი.
მიუხედავად ფაშისტური “სკვადრების” სისასტიკისა, იტალიელთა ფართო წრეებში ისინი მხარდაჭერას იწვევდნენ, რადგან კომუნისტები, ვის წინააღნდეგაც იყო მიმართული მათი ქმედება, თვითონაც ტერორისტები იყვნენ და უფრო დიდ საშიშროებად და ბოროტებად იყვნენ მიჩნეული. მთავრობა ამ ურთირთ შეტაკებებში არ ერეოდა. მუსოლინი თავისი პრორაგანდისტული ნიჭის წყალობით საქმეს წარმოადგენდა, როგორც ბოლშევიკური ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლას თავისუფლების დასაცავად.
გავლენიანი გაზეთების უმრავლესობა იმ აზრს გამოსთქვამდა, რომ რაც არ უნდა უღირსი და ძალადობრივი იყოს ფაშისტური “სკვადრების” მოქმედება, ისინი უფრო ეფექტურები არიან ქვეყნის ქაოსიდან გადარჩენის საქმეში, ვიდრე ლიბერალებისაგან დაკომპლექტებული ხშირადცვლადი მთავრობა. ფაშისტებს მხარი დაუჭირეს მეწარმეებმა და ზოგიერთმა პროფკავშირებმა, მიწადმფლობელებმა და გლეხობამ, სამხედროებმა, სამღვდელოება და ბევრმა ინტელექტუალმაც კი. მათ სჯეროდათ, რომ დროთა განმავლობაში მოხერხდებოდა ფაშიზმის გადაყვანა კონსტიტუციონალიზმის გზაზე.
1921 წლის არჩევნებში ფაშისტებმა 35 კაცი გაიყვანეს დეპუტატად, მათ შორის მუსოლინი. მისი ლიდერობით შექმნილი ფაშისტური პარტია უკვე მრავალრიცხოვანი და მეტად არაერთგვაროვანი იყო. მართვის სადავეების შესანარჩუნებლად და პოლიტიკური გავლენის გასაძლიერემლად მუსოლინი მუდმივად ლავირებას მიმართავდა და აკეთებდა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. “…მუსოლინის უნდა, რომ ყველამ დალოცოს მაგი და ამისთვის დღეში ათჯერ იცვლის პოზიციას” – ასე დაახასიათა ის მის ერთერთმა უსასტიკეს თანამოსაქმემ.
1922 წლის აგვისტოში სოციალისტების მიერ ისევ იყო დანიშნული საყოველთაო გაფიცვა და მუსოლინიმ ჩათვალა, რომ დადგა მისთვის გადამწყვეტი დრო. მან განაცხადა, თუ მთავრობა არ ალაგმავს გაფიცვას, ამას ფაშისტები გააკეთებენ. და მართლაც “სკვადრისტებმა” ცეცხლი წაუკიდეს სოციალისტური პარტიის შენობებს და დაარბიეს გაზეთ ავანტი’ს (რომელსაც 1914 წლამდე თვითონ მუსოლინი რედაქტორობდა) სტამბა. ამის შემდეგ ფაშისტების ყრილობაზე მუსოლინიმ რიხიანად გამოაცხადა: “ან მთავრობა გახდება ჩვენი, ან ჩვენ წავალთ მარშით რომზე!” და მისმა მრავალათასიანმა მხარდამჭერებმა შეძახილით უპასუხეს: “რომი! რომი!”
რომზე ლაშქრობა მუსოლინიმ დაგეგმა ოთხ წამყვან ფაშისტთან ერთად, რომლებსაც მოგვიანებით “კვადრუმვირები” უწოდეს. ესენი იყვნენ: იტალი ბალბო – სკვადრისტების ლიდერი, გენერალი ემილიო დე ბონო, დეპუტატი ჩეზარე მარია დე ვეკი და პარტიის გენერალური მდივანი მიქელე ბიანკი.
1922 წლის 27 ოქტომბერს ერთდროულად რამდენიმე ქალაქში მოხდა ფაშისტური ამბოხი და მთავრობა იძულებული იყო გადამდგარიყო. მეორე დღეს ფაშისტების ოთხი მრავალათასიანი კოლონა მარშით გაემართა რომისკენ. მეფეს შეეშინდა, რომ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება გამოიწვევდა სამოქალაქო ომს და ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ 30 ოქტომბერს გამოიძახა მუსოლინი თავის რეზიდენციაში და დაავალა მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება.

ფაშისტური სახელმწიფოს ჩამოყალიბება

 

მუსოლინი ქვეყნის სათავეში ძალადობის გამოყენების მუქარით მოვიდა, მაგრამ პირველი დღიდანვე დიდი სიფრთხილით დაიწყო მოქმედება. უპირველეს ყოვლისა მან უბრძანა თავის 25 000 “სკვადრისტს”, რომლებიც დაბანაკებულები იყვნენ რომის მიდამოებში, სახლებში წასულიყვნენ. ვინც რაიმე დანაშაული ჩაიდინა, მკაცრად დაისაჯა. ამით მან აჩვენა, რომ ის არა მარტო ფაშისტების არამედ უკვე მთელი იტალიის ლიდერია. მთავრობაში მუსოლინიმ ფაშისტების გარდა სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეიყვანა. მაგრამ თავის დაქვემდებარებაში დატოვა ოთხი მთავარი უწყება: შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, შეიარაღებული ძალების და კორპორაციების სამინისტროები. დეპუტატების პალატისაგან მან მოითხოვა სრული ძალაუფლება ერთი წლით მნიშვნელოვანი რეფორმების ჩასატარებლად. საქმეს იგი შეუდგა დიდი ენერგიით და შემართებით. თავიდან კონკრეტული პროგრამა მას არ ჰქონდა, მაგრამ მისი მთავარი პრიორიტეტები იყო ბიუჯეტის დაბალანსება, მუშათა პრობლემებისადმი სამართლიანი მიდგომა და ღირსეული საგარეო პოლიტიკა. მუსოლინის გაპრემიერმინისტრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ აშკარა გახდა, რომ მისი მართველობა წარმატებულია. მუშები დაუბრუნდნენ ჩარხებს, სტუდენტები წიგნებს, ქარხნები ამუშავდნენ, ქუჩები დაცარიელდნენ. შემოღებული იყო 8 საათიანი სამუშაო დღე, შემცირდა სამთავრობო ხარჯები, დაძლეული იყო საბიუჯეტო დეფიციტი. იტალიელები სიამაყით აღნიშნავდნენ, რომ მატარებლებმა ზუსტი გრაფიკით დაიწყეს სიარული.
1923 წელს მუსოლინიმ თავის თავზე მორგებით შეცვალა კონსტიტუცია, რომელიც 1848 წლიდან მოქმედებდა. შემდეგი წლის აპრილში ახალი საარჩევნი კანონის მიხედვით ჩატარდა არჩევნები, რომელმაც მუსოლინის მიერ გატარებულ კურსს ტრიუმფალური გამარჯვება მოუტანა – ამომრჩეველთა 65,25% – მა ხმა მისცეს ფაშისტების კანდიდატებს. ამ წარმატებით გაგულიანებულმა მუსოლინიმ იმის მინიშნება გააკეთა, რომ იგი იხილავს საგანგებო უფლებამოსილების გაუქმების და ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას. ფაშისტური ლიდერების გარკვეული ნაწილი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და ისინი მათთვის ჩვეულ პროვოკაციაზე წავიდნენ.
1923 წლის ზაფხულში მოკლული იყო ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი ოპოზიციური დეპუტატი ჯაკომო მათეოწი, რომელიც აპირებდა ფაშისტთა ზოგიერთ უპასუხისგებლო და თავხედ ლიდერებზე სამხელი მასალების გამოქვეყნებას. ამ მკვლელობამ აღაშფოთა მთელი იტალია. იპიზიციის დეპუტატებმა დემონსტრაციულად მიატოვეს პარლამენტი და მოსთხოვეს მეფეს ზომების მიღება ფაშისტების ძალადობრივი ქმედებების წინააღმდეგ. დაიწყო გამოძიება და დაპატიმრებული იყვნენ ეჭვმიტანოლი ოთხი წამყვანი ფაშისტური მოღვაწე, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი ამან არ დაამშვიდა და ოპოზიციურმა გაზეთებმა გააგრძელეს რეჟიმის კრიტიკა. მრავალი წლის შემდეგ, 1947 წელს, როდესაც მუსოლინი ცოცხალი აღარ იყო, ამ საქმეზე ჩატარდა სასამართლო, რომელმაც დაადგინა, რომ ამ მკვლელობასთან მუსოლინის პირადად არავითარი კავშირი არ ჰქონდა. მაგრამ საზოგადოებაში მყოფმა ეჭვებმა საბოლოოდ მოსპო მუსოლინის ლიბერალებთან დაახლოვების შანსი და უბიძგა მას რეჟიმის გასასტიკებისკენ. 1925 წლის იანვარში დეპუტატების პალატის წინაშე მან განაცხადა: “…მთელი იტალიელი ხალხის წინაშე ვაცხადებ, რომ მხოლოდ მე ვარ პოლიტიკური, მორალური და ისტორიული პასუხისმგებლობის მატარებელი ყველაფერზე, რაც კი ხდება ქვეყანაში. და თუ ფაშიზმი არის არა კეთილშობილი სულისკვეთება იტალიელი ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილის, არამედ ის გარდაიქმნა დანაშაულებრივ შეთქმულებად და ამკვიდრებს ძალადობის ატმოსფეროს საზიგადოებაში, ამაზეც პასუხს მე ვაგებ… იტალიას სწადია მშვიდობა, სიწყნარე, მშვიდი შრომა. მე ამას მივაღწევ სიყვარულით და თუ არ გამომივა, ძალით!”
ამ გამოსვლის შემდეგ ფაშისტური პარტიის ახალი მდივნის რობერტო ფარინაჩის ხელმძღვანელობით დაიწყო იტალიის “სრული ფაშიზაცია”. გავლენიანი გაზეთები, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას, იყვნენ დახურული ან მთლიანად ფაშისტურ კონტროლს დაემორჩილნენ. ოპოზიციური პარტიები გაუქმდა, დეპუტატების პალატა გახდა ფაშისტური დეკრეტების დაკანინების ფორმალური ორგანო. სამაგიეროდ ჩამოყალიბდა მუსოლინის თავჯდომარეობით ფაშისტური პარტიის დიდი საბჭო, რომელსაც დაეკისრა მინისტრთა კაბინეტის გაკონტროლება. არჩევნების ჩატარებას ყველა დონეზე ბოლო მოეღო, არჩეული მერები შეიცვალნენ დანიშნული “პოდესტებით”. მოხდა ფაშისტური პარტიის გაიგივება სახელმწიფოსთან. მუშათა პროფკავშირები მთლიანად დაემორჩილნენ ფაშისტურ პარტიას. აკრძალული იყო გაფიცვები და ლოკაუტები, შრომითი კომფლიქტების მოსაგვარებლად შექმნილი იყო სპეციალური სასამართლოები. როგორც დამახასიათებელია ტოტალიტარულ რეჟიმებისთვის, შეიქმნა საბავშვო და ახალგაზრდული ფაშისტური კავშირები. ფაშისტური პარტია რუსი ბოლშევიკების მაგვარად ახორციელებდა ტოტალურ კონტროლს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე და საზოგაბოებრივ ორგანიზაციაზე.
ტოტალიტარული რეჯიმის დამკვიდრებასთან ერთდროულად მოხდა იტალიის ეკონომიკის გაჯანსაღება და ევროპის მოწინავე ქვეყნების დონესთან მიახლოვება. ამის მისაღწევად გამოიყენებოდა სოციალიზმისთვის დამახასიათებელი ღონისძიებები – ეკონომიკის დაგეგმარება და შრომის მორალური სტიმულირება. ხორბლის მოსავლისთვის “ბრძოლის” მოსაგებად მუსოლინი მთელი ქვეყნის სოფლებში პირადად ჩადიოდა და მიმართავდა “მამაც გლეხებს, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან”, შრომაში გამორჩეულებს პირადად აჯილდოვებდა “შრომის ვარსკვლავით”. და მართლაც, ხორბლის მოსავალი 1925 წლისთვის ომისწინანდელ პერიოდთან შედარებით 30% – ით გაიზარდა.
იტალიის გასაძლიერებლად მუსოლინიმ დაიწყო გრანდიოზული სამშენებლო პროექტების განხორციელება. შენდებოდა გზები, არხები, სავადმყოფოები, სკოლები, ობოლთა თავშესაფრები, ტარდებოდა ჭაობების დაშრობა, სარწყავი სისტემების აგება, ტყეების გაშენება, გამოიყოფოდა თანხები უნივერსიტეტების განვითარებისთვის, არქეოლოგიური სამუშაოებისთვის, შემუშავებული იყო რომის გამშვენიერების გრანდიოზული გეგმა.
ამ ღონისძიებებმა ძალიან აამაღლეს მუსოლინის ავტორიტეტი. მართალია, ფაშისტური იდეოლოგიის დამკვიდრება მოსახლეობაში იწვევდა უკმაყოფილებას და პასიურ წინააღმდეგობას, მაგრამ “დუჩე” მუსოლინი ხალხს მიაჩნდა ბედის საჩუქრად. იგი ხალხის კერპად იქცა. ანტიფაშისტებიც კი არ იყვნენ განწყობილი პირადად მის წინააღმდეგ. დისიდენტები აკრიტიკებდნენ თავისუფლების დათრგუნვას, ფაშისტური იდეოლოგიის ვულგარულ პრიმიტივიზმს, მაგრამ უბრალო ხალხისთვის თავისუფლებაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო გარანტირებული ხელფასი და შიმშილისგან გადარჩენა. რაც შეეხება უკმაყოფილო მწერლებს და ინტელექტუალებს, ხელისუფლება ცდილობდა მათ მოსყიდვას და გადმობირებას. ვინც გაჯიუტდებოდა, მათ ხსნიდნენ თანამდებლობიდან და ავიწროვებდნენ. მაგრამ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მასიურ დევნას ან რეპრესიებს ადგილი არ ჰქონია.
1927 წელს მუსოლინიმ ოფიციალურად დაშალა ფაშისტური “სკვადრები” და გამოაცხადა, რომ “შურისძიების, დათრგუნვის და ძალადობის დრო დამთავრდა”. სახელმჭიფო უშიშროების ორგანო OVRA (ოპერატიული მოქმედება ანტიფაშიზმის საწინააღმდეგოთ) რუსულ ჩეკა-ნკვდ ან გერმანულ გესტაპო – სთან შედარებით საკმაოდ უწყინარი ორგანო იყო და საჟჯელ ამკვეთი დაწესებულებებიც ჩვეულებრივები იყვნენ. ასე გრძელდებოდა გერმანიასთან დაახლოვებამდე 1936 წელს.
1929 წელს მუსოლინიმ გადაწყვიტა პრობლემა, რომელიც 1870 წლის შემდეგ ძალიან მტკივნეული იყო იტალიისთვის – ხელმოწერილი იყო ვატიკანთან ე.წ. “ლატერანის ხელშეკრულება”, რომელმაც დაარეგულირა ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ამან უფრო აამაღლა მუსოლიმნის ავტორიტეტი, ეკლესიამ კი შეუნდო მას წინანდელი ანტიკლერიკალური და მკრეხელური გამონათქვამები. მუსოლინის საგარეო პოლიტიკა მისი მართველობოს პირველ ათ წელს გამოირჩეოდა სიფრთხილით და ძომიერებით.

ფაშისტური იტალიის იდეოლოგია

 

მუსოლინი ბრწყინვალე ორატორი და შესანიშნავი პროპაგანდისტი იყო. თავის ოსტატურ გამოსვლებშიმრავალათასიანი მიტინგების წინაშე იტალიის სხვა და სხვა რეგიონში ქალაქად და სოფლად ის ახერხებდა არაჩვეულებრივი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან და ისტერიული გამოძახილის და უდიდესი თაყვანისცემის მიხწევას.
გაზეთები აჭრელებული იყვნენ მუსოლინის ფოტოებით, რომლებზეც ის გამოსახული იყო ენერგიულად “შრომის” პროცესში: აწყობდა აგურებს, არტყავდა უროს გრდემლზე, ცელავდა ყანას. ფოტოებს ამშვენებდა “დუჩეს” დევიზი: “შრომა მოგვიტანს ჩვენ წარმატებას!” ფოტოებმა, რომლებზეც თვალაცრემლებული “დუჩე”ეუბნებოდა უღატაკეს სამხრეთელ გლეხებს: “მე ვიზრუნებ თქვენზე, მე ვიცი, რა არის შიმშილი” – ყველას აუჩუყა გული. იტალიელებმა ირწმუნეს, რომ “დუჩე” არის თავდაბალი გულკეთილი ადამიანი, და ამავე დროს გენიალური.
შეიქმნა მითი “დუჩე” (ბელადი) მუსოლინის ზეადამიანობის, ღმერთივით ყოველშემძლეობის, სამართლიანობის, დიდსულოვნების და უცოდველობის შესახებ. ამ მითიდან ლოგიკურად გამომდინარეობდა მითი ფაშიზმის შესახებ, რომელმაც იხსნა ქვეყანა ბოლშევიზმისგან და გზა გაუხსნა მას იულიუს კეისრის რომის მემკვიდრეობისკენ.
“დუჩე” ასწავლიდა, რომ ჭეშმარიტი ფაშისტი არ უნდა ეძებდეს ადვილ ცხოვრებას, მისი მოვალეობაა იყოს ეფექტურობის, შეუპოვრობის, დინამიურობის მაგალითი. ის უნდა იყოს მუსოლინის ეპოქის ახალი ტიპის ადამიანი – მგზნებარე, გაბედული, მიზანდასახული, რომელიც თავდადებულად ემსახურება ფაშისტურ იდეალებს და ემორჩილება კორპორატიულ დისციპლინას. ფაშიზმის დოქტრინა “უარყოფს სახელმწიფის დემოკრატიულობის თეორიებს და აცხადებს, რომ განსხვავებით სხვა პრიმიტიულ დოქტრინებისგან, წინააღმდეგობა სახელმწიფისა და პიროვნებას შორის გადაწყვეტილია პიროვნების სრული დამორჩილებით სახელმწიფოსადმი”. “ჩვენ მომხრენი ვართ კოლექტივიზმისა ინდივიდუალიზმის ხარჯზე” – ასწავლიდა “დუჩე”.
განსხვავებით წინანდელი იტალიისთვის და სხვა დასავლური დემოკრატიებისთვის ჩვეული გარყვნილების, დეკადენტობის და კომფორტულობისაგან, “ფაშისტის ცხოვრება არ უნდა იყოს იოლი”. “მუდმივად მზადყოფნა” – ასეთია ფაშისტების დევიზი. ფაშისტი მუდმივად ფხიზლად უნდა იყოს, მას არა აქვს უფლება მიეცეს სულიერ და მორალურ სიზარმაცეს, უნდა შეეძლოს უარყოს პირადი სიამოვნება და თავდავიწყებით ემსახუროს ფაშისტურ იდეალებს და იყოს მუსოლინის ეპოქის ღირსი ახალი ტიპის ადამიანი.
ფაშიზმის აპოლოგეტები ამტკიცებდნენ, რომ ფაშიზმი არ ეწინააღმდეგება იტალიის ისტორიას, რომ გარიბალდი და მაძინი გულში ფაშისტები იყვნენ.
პროპაგანდის გარდა ხალხზე ემოციური ზემოქმედებისთვის შემოღებული იყო სიმბოლოები, ლიტურგიული ფორმულები, ქორეოგრაფიული მისტერიები და გრანდიოზული აღლუმები, რომლებიც მუსოლინის გაგებით ფაშიზმს უქმნიდა ზებუნებრივი მოვლენის ხიბლს და კლასიკური რომის სულისკვეთებასთან მიახლოვებას.
იტალიელთა დიდ ნაწილში, განსაკუთრებით პატრიოტულ ახალგაზრდობაში, “დუჩეს” იდეოლოგიამ აღიარება მოიპოვა და თავისუფლების შეზღუდვა მიჩნეული იყო, როგორც ახალი “რისორჯიმენტოს” (აღორძინების) მისაღწევად აუცილებელი საფასური.
ფაშისტურმა იდეოლოგიურმა კონცეპციებმა და რიტუალურმა პროცედურებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ლიდერზე ადოლფ გიტლერზე, რომელიც აღტაცებული იყო მუსოლინის პიროვნებით. 1926 წელს გიტლერმა მისწერა მუსოლინის თხოვნით, ეჩუქებინა მისთვის თავისი სურათი ავტოგრაფით, რაზეც მუსოლინიმ იგნორირება მოახდინა. მართალია, არის ეჭვები, რომ იტალია ფინანსურად ეხმარებოდა ნაცისტებს 1932 წელს, მაგრამ მუსოლინის არ ჰქონდა სურვილი შეებღალა თავისი რეპუტაცია იმ “საეჭვო ავანტიურისტთან” ღია კონტაქტით, რომელიც მათი ლიდერი იყო. მას სურდა, რომ ფაშიზმს, როგორც პოლიტიკურ მიმდინარეობას, მსოფლიმში პატივისცემა და აღიარება მოეპოვა და არ ყოფილიყო შებღალული ნაციონალ-სოციალიზმით, რომელიც მუსოლინის იმდროინდელი შეხედულებით, იყო “უღრანი ტყიდან გამოსული ტევტონური ტომების ამბოხი”. რაც შეეხება ნაციტური იდეოლოგიის ფუძემდებელ თემას გაბატონებული რასის შესახებ, მუსოლინი მას იდიოტურ უაზრობად მიიჩნევდა და ანტისემიტიზმს კი “გერმანულ ბოროტებას” ეძახდა. 1932 წელს მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: იტალიაში არ არსებობს ებრაელური საკითხი, რადგან ის არ შეიძლება არსებობდეს გონიერი მართველობის მქონე ქვეყანაში.”

 

წყარო:  ka.wikipedia.org

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close