კულტურა

კრუბერის გამოქვაბული

6ded7fe27c39

კრუბერის გამოქვაბული ( ასევე ვორონია-კრუბერის გამოქვაბული)  მდებარეობს საქართველოში,  აფხაზეთში .  მღვიმის შესასვლელი მდებარეობს აღმოსავლეთ კავკასიონის მთებში,  ბერჭილის ქედზე 2250 მეტრის სიმაღლეზე.  მისი სიღრმეა 2191 მეტრი  და დედამიწაზე  დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა.

7ee7107d9d35

ქართველმა ბიოლოგებმა აღმოაჩინეს გამოქვაბული 1960 წელს და უწოდეს მას სახელი  ცნობილი რუსი გეოგრაფის ალექსანდრე კრუბერის საპატივცემულოდ, რომელიც დასავლეთ კავკასიონის მთებს იკვლევდა  მეოცე საუკუნის დასაწყისში.  მღვიმის სრული სიგრძეა 13.432 კმ. 1987 წლამდე ის მხოლოდ  340 მეტრის სიღრმეზე იყო გამოკვლეული,  ხოლო 1999 წლიდან  დაიწყო მისი  სისტემატიური კვლევები.  2001 წელს უკრაინის სპელეოლოგთა გაერთიანების მკვლევარებმა მიაღწიეს  1710 მეტრ  სიღრმეს.  გამოქვაბულების მკვლევართა ჯგუფმა  CAVEX -მა უკრაინელი მკვლევარის ოლეგ კლიმჩუკის ხელმძღვანელობით  2005 წლის ივლისში მიაღწია 2040 მეტრს, ხოლო ოქტომბერში  2164-ს.  2007  წელს ოლეგ კლიმჩუკის ექსპედიციამ გაზარდა გამოკვლეული არე 2191 მეტრამდე და 13 კილომეტრით დაშორებულ შავი ზღვის ზედაპირამდე რჩება დაახლოებით  60 მეტრი.  არსებობს ვარაუდი, რომ  მისი სიღრმე უფრო დიდია, ვიდრე დღეს არის ცნობილი.

d6ec4871774d

324b2c503c8b

72249cdf5e33

წყარო:  http://de.wikipedia.org/wiki/Voronya-H%C3%B6hle

მსგავსი ამბები

Back to top button