არქივი

რა ღირს ჩემპიონატი

e814cb807ef6

მართალია გვიანია უკვე მაგრამ მაინც…

ჩოგბურთთან და სინქრონულ ცურვასთან შედარებით,მსოფლიო ფეხბურთში ,,მოკრძალებული’’ თანხები იდება,სამაგიეროდ ადვილად დაითვლით.

  • 3 400 000 ევროს მოგებას ელოდა ,,ფიფა’’ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაციის უფლების გაყიდვიდან.ეს 30 პროცენტით მეტია,ვიდრე 2006 წელს მიღებული მოგება.მაშინ მოგებამ,მხოლოდ მილიარდი შეადგინა.მარტო კუბამ ორმოცი მილიონი დოლარი გადაიხადა.

27f3677581ac

  • მსოფლიოს ჩემპიონატის დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში 98 000 000 დოლარი დაიხარჯა.უსაფრთხოებას 41 000 პოლიციელი იცავდა.

4db59bcff67e

  • 30 000 000 დოლარი გამოყო ,,ფიფამ” ჩემპიონი გუნდისთვის.მთლიანად კი, საპრიზო ფონდი 420 მილიონი დოლარი იყო.
  • ტელეკომპანიებისთვის ტრანსლაციის უფლება ,,ფიფამ” 2 700 000 000 დოლარად გაყიდა,მაგრამ ინგლისის პრემიერ ლიგის თამაშები სეზონზე 4 მილიარდ დოლარად იყიდება.
  • ზუსტად 1 280 000 000 დოლარი დაიხარჯა სამხრეთ აფრიკის სტადიონების წინასაჩემპიონატოდ ,,ფორმაში” მოსაყვანად.

fc786cfe802b

  • სამხრეთ აფრიკაში ჩემპიონატების დღეებში 483 250 ტურისტი ჩავიდა,რომლებმაც მთლიანობაში 1 066 750 000 დოლარი დახარჯეს.
  • საორგანიზაციო კომიტეტს 523 000 000 დოლარი დაეხარჯა მხოლოდ საორგანიზაციო ხარჯებში.ეს 100 მილიონი დოლარით მეტი აღმოჩნდა გათვალისწინებულზე.
  • 200 000 000 დოლარი დაიხარჯა ,,სოკერ სტადიუმის” რეკონსტრუქციაზე,სადაც ჩატარდა ჩემპიონატის ფინალური მატჩი.ამ სტადიონის აშენება 1989 წელს 400 მილიონი დოლარი დაჯდა.

1c4ea185b960

  • 400 000 000 დოლარი ღირს აბრამოვიჩის ახალი იახტა,რომელიც მილიარდელს საგანგებოდ ჩემპიონატზე გასამგზავრებლად აუშენეს.

7c69209cbfa7

  • 1 600 დოლარს იღებდნენ სახეხბურთო კლუბები დღეში,რომელთა ფეხბურთელებიც მონაწილეობდნენ ჩემპიონატში.ასოციაციამ პირველად გამოყო თანხა ამ ტიპის კომპენსაციისთვის.
  • ჩემპიონატის ფინალის ყველაზე ძვირად ღირებული ბილეთი ოფიციალურად 900 დოლარად გაიყიდა.ყვლაზე იაფი-400დოლარად.

aa39c56b5cab

  • ვუვუზელა 7,99 დოლარი ღირდა და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატიც მოჰყვებოდა

b40e1f2189b5

მსგავსი ამბები

Back to top button