არქივი

ავტო-აუქციონების ახალი რეკორდსმენები

86d18139a67b

„ბონჰემსის“ სააუქციონო სახლმა რეკორდულ, 29 მილიონ დოლარად გაჰყიდა ფორმულა ერთის ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონის, ლეგენდარულ არგენტინელ ხუან მანუელ ფანხიოს 1944 წლის Mercedes-Benz W196R. ასევე გაიყიდა ყველაზე ძვირადღირებული Aston Martin, Bentley, Jaguar, Lagonda, Talbot Lago, Maserati, Rolls-Royce…

ახლახანს კი რეკორდსმენთა რიგებს, ეს ავტომობილიც შეუერთდა, რომელშიც უცნობმა მყიდველმა 9.4 მილიონი დოლარი გადაიხადა. თქვენს წინაშეა 1935 წელს გამოშვებული Alfa Romeo Tipo C 8C-35, რომლის საჭესაც, ერთ დროს თვით ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლი, იტალიელი ტაციო ნუვოლარი მართავდა.
09e88625d4ed

ამ ავტომობილით, Scuderia Ferrari-მ რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა
ამ მანქანით, მეორე მსოფლიო ომის წინ, Scuderia Ferrari ასპარეზობდა (მაშინ ენცო ფერარის საჯინიბო საკუთარ ავტომობილებს არ აწარმოებდა და მილანური კომპანიის საქარხნო გუნდი იყო) და ამაოდ ებრძოდა გერმანულ ვერცხლისფერ ისრებს – Mercedes-Benz-სა და Auto Union-ს და ამ ბრძოლაში ისეთ ძლიერ „იარაღს“ იყენებდა, როგორიც ნუვოლარი იყო.
60a2856705a2

ყველაზე ძვირად გაყიდული Alfa Romeo Tipo C 8C-35-ის შასის ნომერია 50013. ასეთი ავტომობილი საღად მხოლოდ ეს ერთიღაა შემორჩენილი. ის რვაცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) 3.8-ლიტრიანი მექანიკურ დამჭირხნიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 330 ცხენის ძალას აღწევს. ავტომობილის შასი ფოლადის სტრუქტურას წარმოადგენს, ძარა კი ალუმინისაა.
2df2e8cbb5b9
წონა 750 კილოგრამია. მანქანის ყოველ კილოგრამზე 0.44 ცხენის ძალა მოდის. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 275 კმ/სთ-ს აღწევდა. ნუვოლარის გარდა, მასზე ფორმულა ერთის პირველ ჩემპიონს, იტალიელ ჯუზეპე ფარინასაც უასპარეზია.
e0b6fa478c9f
და 1936 წელს ის შვეიცარიელ მრბოლ ჰანს რიუშს მიჰყიდა, რომელმაც ათი წლის შემდეგ Alfa Romeo Tipo C 8C-35 ბრიტანელ დენის პურს მიჰყიდა. აღსანიშნავია, რომ 50-იან წლებამდე ავტომობილი მუდმივად მონაწილეობდა რბოლებში. მან ბოლოს რბოლაში მონაწილეობა 2006 წლის გუდვუდის ფესტივალზე მიიღო.
9917e5f39d17

გარდა ამისა, ეს ავტომობილი მუდმივად ასპარეზობს სხვადასხვა ფესტივალებსა და ელეგანტურობის კონკურსებში. აუქციონზე გატანის წინ, მფლობელმა ის კომპანია „აუტო რესტორეიშნს“ აღადგენინა.
c8b8650402d7

 

მსგავსი ამბები

Back to top button