გასართობისაკითხავისასარგებლო

ცხენის ისტორია

ჩემს წინა პოსტში,რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ,საუბარი მქონდა სპილოების ევოლუციაზე.დღევანდელ პოსტში გადავწყვიტე გიამბოთ,თუ როგორ განვითარდნენ ცხენები იმ სახემდე,რა სახითაც ჩვენ მათ ვიცნობთ.

პირველი ცხენისნაირები დაახლოებით 50 მილიონი წლის წინათ გაჩნდნენ,როცა ხმელეთი ტყეებით იყო დაფარული.ისინი დღევანდელ ცხენებზე გაცილებით პატარები იყვნენ(დაახლოებით პატარა ძაღლის ზომის),ტყეებში ცხოვრობდნენ და რბილ ფოთლებს ჭამდნენ.ზოგჯერ ცხენებს საშინელი გიგანტური ფრინველები ესხმოდნენ თავს.

ამ არსებებს დღეს ჰირაკოთერიუმს უწოდებენ. ჰირაკოთერიუმი სულ რაღაც 40სმ სიმაღლის იყო.ჰქონდა მოკლე კისერი,პატარა ბრტელი კბილები, წინა ფეხებზე-ოთხი,ხოლო უკანა ფეხებზე-სამი თითი.გაფარჩხული თითები ცხენს რბილ ნიადაგში ჩაფლობისგან იცავდა.

თანდათან ტყეები ვრცელმა,ბალახით დაფარულმა ველებმა შეცვალა.ამიტომ თავის გადასარჩენად ცხენებიც უნდა შეცვლილიყვნენ.

დაახლოებით 35 მილიონი წლის წინათ ცხენებს გრძელი ფეხები განუვითარდათ და უფრო სწრაფი სირბილი შეძლეს.კბილებიც ბასრი გაუხდათ მაგარი ბალახის დასაღეჭად.გარდა ამისა,მათ წინა ფეხებზე გაუქრათ თითო თითი და ახლა სირბილისას მხოლოდ ძლიერ შუა თითს ეყრდნობოდნენ.ამის გამო მათ უფრო სწრაფად დაიწყეს სირბილი.

დაახლოებით 10 მილიონი წლის წინათ ცხენებმა პატარა პონის ზომას მიაღწიეს.ისინი ჯგუფურად ცხოვრობდნენ გაშლილ ველებზე და ბალახს ძოვდნენ,გარეული კატებისა და ძაღლების თავდასხმას სწრაფი სირბილით აღწევდნენ თავს,თუმცა მტრების მოგერიება მაგარი ჩლიქებითაც შეეძლოთ.

ასე ჩამოყალიბდნენ მერიჰიპუსები. ჰირაკოთერიუმებისგან განსხვავებით მათ ჰქონდათ ბასრი წინა და ძლიერი უკანა კბილები,გრძელი კისრები და ფეხები.სირბილში ეხმარებოდათ ჩლიქით დაფარული ძლიერი შუა თითები.ცხენების ტყავის მოხატულობა მათ ძნელად შესამჩნევს ხდიდა ბალახებში.

დაახლოებით ხუთი მილიონი წლის წინათ ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოიშვა ნამდვილი ერთთითა ცხენი,რომელიც გვარ ექვუსს მიეკუთვნა.ის მერიჰიპუსზე დიდი იყო და ჩლიქით დაფარულ ერთადერთ თითზე დადიოდა.ექვუსები ამერიკიდან აზიაში,შემდეგ კი ევროპაში გადავიდნენ,საიდანაც აფრიკასა და ინდოეთში გავრცელდნენ.ის დღეს არსებული ცხენის ერთადერთი სახეობაა.

თანამედროვე ცხენი:

დასასრული.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close