გამოგონებაუცნაური

კბილებიანი პრეზერვატივი

fa24a5fc484b

ერთხელ სამხრეთ აფრიკელ ექიმს, სონეტ ელერსს, ესტუმრა პაციენტი, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლი აღმოჩნდა. გოგონა მკვდარივით გამოიყურებოდა და უსიცოცხლო თვალებით იხედებოდა.

“მან შემომხედა და მითხრა,ნეტავი კბილები მქონოდა “მანდ” და ვეღარაფერს დამიშავებდაო.” ელერსი შეჰპირდა პაციენტს, რომ ერთ დღეს აუცილებლად დაეხმარებოდა მისნაირებს. მაშინ ექიმი მხოლოდ ოცი წლის გახლდათ.

40 წლის შემდეგ მან შეასრულა თავისი შეპირება და გამოიგონა სპეციალური კბილებიანი პრეზერვატივი ქალებისათვის. ელერსმა გაავრცელა ეს გამოგონება სამხრეთ აფრიკის სხვადასხვა ქალაქებში.

პრეზერვატივი იხმარება როგორც ტამპონი. შიგნით მოთავსებულია კბილების რამდენიმე რიგი. იგი არ ავნებს ქალს, მხოლოდ მას, ვინც მის გაუპატიურებას ცდის. თავდამსხმელი კი პრეზერვატივს ქირურგების ჩაურევლად ვერ მოიშორებს!

e748cbe90fcb

2009 წელს ჩატარებული გამოკვლევების დროს, სამხრეთ აფრიკის მამაკაცების 28 პროცენტმა განაცხადა, რომ გააუპატიურა ქალი ან გოგო, 20 პროცენტი აცხადებს, რომ იქნა გაუპატიურებული. ელერსი აცხადებს, რომ გაუპატიურებები იმდენად ხშირად ხდება, რომ ქალებს უკვე ყურადღებასაც აღარ აქცევენ, არ ცდილობენ დაეხმარონ ან დაიცვან. ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა.

წყარო: http://catherinesaysmeow.wordpress.com

Catherine

97% Cat

მსგავსი ამბები

Back to top button