კრეატივისაკითხავიუცნაური

ქალის რძე და მისგან დამზადებული პროდუქტები

ქალის რძე რამდენად სასარგებლოა ბავშვისთვის ყველას კარგად მოგვეხსენება. თუმცა როგორც ჩანს მისგან უკვე არამარტო პატარები სარგებლობენ, არამედ სხვებიც.. გარშემომყოფებიც.

თურმე ერთ შეფ-მზარეულს, სახელად დენიელ ანგერერს საკმაოდ კრეატიული იდეა მოუვიდა თავში. მას სავარაუდოდ მობეზრდა ძროხის, თხისა თუ ცხვრის რძის დაგემოვნება და გადაწყვიტა ცოლის რძისთვისაც გაეგო გემო. ერთი შეხედვით ეს სხვა მხრივაც შეეძლო გაეკეთებინა და ვეჭვობ ,,ეს მხარე” გამოყენებულიც ექნებოდა, მაგრამ იფიქრა იფიქრა და ყველის გაკეთება გადაწყვიტა. როგორც თავად დენიელი ამბობს, იგი მზარეულია და შესაბამისად დაინტერესებულია საკვების გემოთი, ამან გამოიწვია ახალი იდეის მოსვლაც. უბრალოდ აინტერესებდა, რა განსხვავება იყო ცხოველის რძით დამზადებულ ყველსა და ქალის რძით დამზადებულს შორის.
დენიელის პატარა გოგონა 4 კვირის იყო,როცა მსუნაგმა მამამ მაცივარში შეიხედა და აღმოაჩინა,რომ იქ საჭიროზე მეტი რაოდენობის რძის (დედის რძეს თურმე სპეციალურ პაკეტებში ინახავდნენ) მარაგი ჰქონდათ.


აი ამ პაკეტებში ინახავდნენ

ჰოდა რადგანაც საკმაო რაოდენობის რძე ჰქონდათ გადანახული და პატარას არ გაუჭირდებოდა, ამიტომაც დენიელმა რამდენიმე პაკეტი აიღო და ყველის კეთებას შეუდგა. თუ რა გამოუვიდა სურათებზეც იხილავთ, თუმცა ამ სურათებზე გაფორმებული აქვს უკვე სხვადასხვა პროდუქტებით. დენიელის აზრით ყველს ჩვეულებრივი გემო ჰქონდა, ოღონდ ცოტა უფრო ტკბილი იყო. არსებობს მოსაზრება,რომ მან ყველი თავისი რესტორანის მომხმარებლებსაც შესთავაზა, მაგრამ მას შემდეგ რაც ჯანდაცვის სამინისტროს ყურამდე მივიდა ამბავი და მათ შეფ-მზარეული გააფრთხილეს, დენიელმა ცივად უარყო ეს ფაქტი.

ბეიბი გაგა – ანუ ქალის რძისგან დამზადებული ნაყინი


ეს ნაყინი უკვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში. როგორც ამბობენ იდეა მეთიუ ო კონორს მოუვიდა და განახორციელა კიდეც.
პირველი ქალბატონი, ვინც საკუთარი რძით დაეხმარა იდეის ავტორებს ვიქტორია ჰეილი გახლდათ, 35 წლის ქალი, რომელმაც 30 უნცია რძე მიჰყიდა რესტორანს. ვიქტორიამ განაცხადა,რომ თავიდან ონლაინ ფორუმზე ნახა განცხადება და დაინტრიგდა : ) ხალხი აქტიურად განიხილავდა შეესაბამებოდა თუ არა რეალობას ეს განცხადება. დღესდღეობით რესტორანს საკმაოდ ბევრი მომმარაგებელი ჰყავს ქალბატონების სახით და 10 უნცია რძე 15£ იგივე 24$ ღირს.
თურმე ქალებს ბევრი წვალება არ სჭირდებათ რძის გამოსაწურად, ამისთვის სპეციალური ,,მკერდსაქაჩი” არსებობს : ) იხილეთ სურათზე

ვიქტორია საკუთარ საქციელს დადებითად აფასებს და ამბობს, გინდ რძე ჩაგიბარებია და გინდ სისხლის ანალიზი გაგიკეთებიაო, ეს პროცედურა საკმაოდ მარტივიაო. მისი აზრით, რაც უფრო მეტი ზრდასრული ადამიანი გააცნობიერებს ქალის რძის ,,სიკეთეს”, მით უფრო მეტი გამოკვებავს თავის ბავშვს საკუთარი რძით. ეს კი მეტად სასიკეთო მოვლენა იქნება, რადგანაც ამ ბოლო დროს ბევრი ქალი ამბობს უარს ძუძუთი კვებაზე.

44 წლის მეთ ო’კონორი (იდეის ავტორი) ამბობს,რომ კიდევ უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს. ის აპირებს,რომ საერთოდ შეცვალოს ხალხის აზრი ნაყინზე. ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ ისინი მომავალში.

ნაყინს სახელად ბეიბი გაგა უწოდეს : ) მას მარტინის ჭიქით მოგართმევენ თუკი დაგემოვნებას ისურვებთ, სულ რაღაც 14£-ად.

…………………………………………………………………………………………………………………..

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close