არქივი

“ჩუპა-ჩუპს”-ის მცირე ისტორია !

Ucnauri.com

 

ჩუპა-ჩუპსი ყველასთვის საყვარელი ტკბილელული .

ესპანეთი – კოლუმბის, პიკასოს და დალის სამშობლო. ХХ საუკუნის მეორე ნახევარი. ენრიკე ბერნარდი, შთამომავლობით კონდიტერი, პაპისგან მემკვიდრეობით იღებს, არც თუ ისე წარმატებულ კომპანიას. რამდენიმე წელში ბერნარტის საკონდიტრო ფაბრიკა აყვავებას იწყებს. უცებ ახალგაზრდა მეწარმე , ყველას გასაკვირად იღებს სარისკო გადაწყვეტილებას: კომპანია, რომელიც უშვებდა ორასამდე სახეობის პროდუქციას, იწყებს მხოლოდ ერთის –  კარამელის წარმოებას!  მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სწორედ ეს კარამელი მოუტანს ბერნარდს , მსოფლიოში პოპულარობას.

იმ დროს ჯერ არავინ აწარმოებდა კარამლს, რომელიც მხოლოდ ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. კარამელის შესანსვლის შემდეგ პატარები დაუფუქრებლად იწმენდნენ წებოვან და გატკიბილანებულ ხელებს ტანსაცმელზე. ენრიკემ ეს პრობლემა ძალიან იოლად მოაგვარა, მან მრგვალი კარამელი ჯოხზე ჩამოაცვა. გასაკვირია, მაგრამ ბერნარდამდე ეს კრატიული აზრი არავის მოსვლია თავში.

ენრიკემ პარამელს „ ჩუპა-ჩუპსი“ უწოდა, რაც „ მრგვალს და ხანგრძლივს “ ნიშნავს. და ნამდვილად მისით ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეგიძლია პირი იტკბარუნო. თავიდან კარამელს მხოლოდ შვიდი არომატი ჰქონდა: შოკოლადის, მალინის, ყავის, ლიმონის, ფორთოხლის, მარწყივს და პიტნის, მაგრამ დროდადრო ახალ-ახლებიც გაჩნდნენ. დღეს დაახლოებით 50-მდე ნაირგვარი არომატის ჩუპა-ჩუპსი არსებობს, რომლებიც ყველაზე მკაცრ შემფასებელესაც კი მოსწონს.

კარამელის პოპულარობა მატულობდა. ახალი კარამელი არ შეიძლებოდა ისევ ძველ შეფუთვაში დარჩენილიყო, საჭირო ოყო მოეგონათ რაღაც ლამაზი და ორიგინალური – „ჩუპა-ჩუპს“-ს ყველა რომ ცნობდეს! ენრიკე ბერნარდმა მიმართა თავის ნაცნობს – ყველასთვის ცნობილ სალავადორ დალის და სთხოვა დაეხატა რამე ისეთი რაც ყველას იოლად დაამახსოვრდებოდა. გარკველული დროის შემდეგ დალიმ მას მიუტანა სურათი, რომელზეც გვირილა იყო გამოსახული, დღეს მას ყველა იცნობს როგორც „ჩუპა-ჩუპსის“ ლოგოტიპს.

chupa

60-იან წლებში „ჩუპა-ჩუპს“-ს ჰყიდდნენ მხოლოდ ესპანეთში. მაგრამ ძალიან მალე ეს ვითარება შეიცვალა. თავდაპირველად კარამელი მეზობლებს გაუგზავნეს – ფრანგებს, ხოლო ათი წლის შემდეგ „ჩუპა-ჩუპსი“ უკვე იცოდნენ ა.შ.შ.-ში, დიდ ბრიტანეთში და იაპონაიში. 90-იანი დასაწყისში „ჩუპა-ჩუპსი“-ს გემო პოსტსაბჭოთა ქვეყნებმაც გაიგეს.

1995 წელს კოსმონავტებმა, რომლებიც მუშაობდნენ კოსმოსურ სადგურ „მირ“-ზე, ითხოვეს, რომ მათთვის კანფეტები გაეგზავნათ. გადაწყვიტეს ორბიტალურ სადგურზე სწორედ „ჩუპა-ჩუპსი“ გაეგზავნათ. „ჩუპა-ჩუპსი“ გასცდა დედამიწის ფარგლებს და მან კოსმოსიც დაიპყრო.

პ.ს. ნათარგმინია ეროვნული გამოცდების რუსული ენის ტესტიდან . :)))

მსგავსი ამბები

Back to top button