საკითხავისასარგებლოსაქართველო

Homo Georgicus

1eb0g

იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი (1752-1840) – რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, გერმანელი ანთროპოლოგი, მის ნაშრომში “De Generis Humani Varietate Nativa” (ბუნების მრავალფეროვნება ადამიანის მოდგმაში, 1775) რომელიც ძირითადად დაფუძნებულია ადამიანის თავის ქალის გაზომვებზე, ღია ფერის კანის ადამიანებს უწოდებს კავკასიელებს. ბლუმენბახის ამ განსაზღვარებას საფუძვლად ედო ორი მიზეზი – მაქსიმალურად ლამაზი ადამიანები ამ პატარა რეგიონში და ალბათობა იმის, რომ ადამიანები პირველად ამ ტერიტორიაზე წარმოიქმნენ – ბლუმენბახი მიიჩნევდა რომ ჰომო საპიანსები წარმოიქნენ ერთ კერძო რეგიონში და შემდგომ იქიდან გავრცელდნენ დედამიწაზე.

ბლუმენბახის იდეების გამო ქართველთა ამ აბსოლუტური სილამაზის შესახებ – სიტყვა “კავკასიელი” ასოცირებულ იქნა “თეთრთან”, თეთრ რასასთან (და საერთოდ ევროპულ რასას იგი უწოდებდა კავკასიურ რასას, რადგან თვლიდა რომ თეთრი რასის ყველაზე წმინდა, არანარევი წარმომადგენლები კავკასიელები იყვნენ).

“კავკასიური მრავალფეროვნება, მე ავიღე ეს სახელი, კავკასიონის მთების მრავალფეროვნებიდან, და აგრეთვე იმიტომ რომ, მის სამხრეთით ცხოვრობს, უმშვენიერესი რასა, რასა ქართველთა; მათ აქვთ ულამაზესი თავის ქალა, და მშვენიერი ფერის თეთრი კანი.”

აღმოჩენების შესასწავლად და დასამტკიცებლად მეცნიერებმა გათხრები ჩაატარეს საქართველოს სახელმწიფოში, სადაც იპოვეს 1.7 მილიონი წლის წინანდელი ნაშთები, რომელიც მიეკუთვნებოდა პირველ სახეობას ადამიანისას, რომელიც აფრიკიდან გადმოსახლებულა.

ამის შესახებ დაიწერა ამერიკის მეცნიერებათა ჟურნალში სადაც წერია:
– ეს არის ორი თავის ქალა, რომელიც წარმოადგენს მონათესავე ჩონჩხს, რომლის მიახლოებითი ანალოგიც ნაპოვნია აფრიკის ტერიტორიაზე. ეს აღმოჩენა პალეოანთროპოლოგისტების მიერ აღიარებულ იქნა როგორც ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა ამ სფეროში, ხოლო აღმოჩენილი თავის ქალები, როგორც ყველაზე უძველესი ნარჩენები ადამიანისა აფრიკის გარეთ. ეს არის პირველი ნათელი ფიზიკური მტკიცებულება, მოწმობა აფრიკიდან წამოსული პირველი ”ემიგრანტებისა”, – ამბობს ნიუ იორკში ბუნების ისტორიის ამერიკის მუზეუმის დოქტორი იან ტატერსალლი.

ინტერნაციონალურ მკვლევართა გუნდს ხელმძღვანელობდა ლეო გაბუნია – საქართველოს ნაციონალურ მეცნიერებათა აკადემია. ჩატარებული კვლევებით დამტკიცდა, რომ ნაპოვნი ჩონჩხები მიეკუთვნებოდნენ ადამიანის ადრეულ ტიპს ჰომოერგასტერს, რომლებიც ცხოვრობდნენ 1.9-1.4 მილიონი წლის წინ.

– ჩვენი აზრით, სწორედ ესენი არიან ის ტიპი ჰომინიდებისა, რომლებიც წამოვიდნენ და გავრცელდნენ აფრიკიდან და რომელთაგანაც შემდგომ განვითარდა აზიური განშტოება ჰომო ერეკტუსისაა – ასე წერს ერთ-ერთი მკვლევარი თავის რეფერატში.

გათხრები დმანისის ნანგრევებში დაიწყო 1936 წელს და 1960-იან წლებამდე გრძელდებოდა. შუასაუკუნეების სარდაფებს ქვეშ არქეოლოგებმა იპოვეს ცხოველთა ძვლები, რომელთა შორის ქართველმა პალეონტოლოგმა პროფ. ა. ვეკუამ ამოიცნო აწ გადაშენებული რინოსი Dicerorhinus etruscus etruscus 1983 წელს. ეს სახეობა დამახასიათებელი იყო Villafranchian ფაუნასთვის, რაც ადრეული პლეისტოცენური ეპოქის დამადასტურებელია. 1984 წელს პირველი ქვის იარაღები იპოვეს. მას შემდეგ ქართველი მეცნიერები დმანისის პლეისტოცენური დეპოზიტების გათხრებს აწარმოებდნენ დმანისში, და 1991 წელს მათ შეუერთდნენ გერმანელი არქეოლოგები რომიშ-გერმანიშეს ცენტრალმუზეუმიდან. დმანისის სამუშაოები შემდეგ უფრო გაფართოვდა და საერთაშორისო კვლევის პროექტის ხასიათი მიიღო საქართველოს მეცნიერებათა აკედემიის ხელმძღვანელობით, გერმანიის, აშშ-ის, საფრანგეთისა და ესპანეთის კოლეგების მონაწილეობით.

1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს.

მეცნიერებმა ამ აღმოჩენებით დაასკვნეს და წარმოშვეს ერთგვარი თეორია, რომ საქართველო წარმოადგენდა ერთგვარ გზაჯვარედინს ევროპასა და აზიას შორის და პირველად წინაპარი (ერთ-ერთი ყველაზე უძველესი სახეობა ადამიანისა ჰომო ერგასტერი) ადამიანისა, შემოვიდა აფრიკიდან საქართველოში (შავი ზღვისპირეთში), საიდანაც მოხდა მცირე ნაწილის შემდგომი ემიგრირება ევროპასა და აზიაში.

ასე რომ Homo Georgicus ესაა უძველესი სახეობა ადამიანისა, რომელიც ცხოვრობდა ევროპის ტერიტორიაზე.

წყარო: patriots.ge

მსგავსი ამბები

Back to top button