საკითხავისასარგებლო

მექანიკური კურდღლის კვალდაკვალ

a0a2899c3f2c
სიტყვა „რბოლა“ ადამიანში იწვევს სხვადასხვა ასოციაციას.ზოგს მაშინვე თვალწინ დაუდგება ცხენისა და ჟოკეის ორგანიზებული მსვლელობა ფინიშისაკენ,ზოგს „ფერარის“,“მაკლარენისა“ თუ „რენოს“ ჩქაროსნული მსვლელობა „ფორმულა 1“_ის მონაკოს ტრასაზე,ზოგს საერთოდ შეიძლება ფილმი „ვირთხების რბოლა“ ახსენდება.ხოლო ეს სიტყვა იშვიათად თუ გაგახსენებთ ძაღლების რბოლას,რბოლას სადაც მწევრები გამალებით ცდილობენ მექანიკური კურდღლის დაჭერას და სწორედ მწევართა ეს რბოლა იწვევს მაყურებელთა დიდ აღტაცებას და არა მხოლოდ… ბრიტანეთში(და არა მარტო) უკვე რამდენიმე ათეული წელია ტოტალიზატორის მოყვარულები საკმაოდ დიდ თანხებს ჩამოდიან მწევართა გამარჯვებაზე.

ძაღლების რბოლას რამდენიმე საუკუნოვანი ისტორია აქვს.პირველი რბოლა გაიმართა ინგლისში 1776 წელს და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბრიტანულ არისტოკრატულ საზოგადოებაში და მელიებზე ნადირობას არ ჩამოუვარდებოდა.რბოლაში იყენებდნენ ინგლისურ მწევარს,რომელსაც გრეიჰაუნდს უწოდებენ.

ისტორიკოსები მიიჩნევენ,რომ მწევრები პირველად ძველ ეგვიპტეში გამოჩნდნენ.ხოლო პირველი მწევრები ევროპაში აზიიდან და აფრიკიდან ჩაიყვანეს რომის იმპერიის დროს.შუასაუკუნეებში მწევრები ევროპული სამეფო და თავადთა ოჯახების განუყრელ ატრიბუტად იქცნენ,განსაკუთრებით ბრიტანეთში და რუსეთში.
შუასაუკუნეებში ხდება მწევრების შეჯვარება ბულდოგთან და სხვა ჯიშის ძაღლებთან.საბოლოოდ კი ვიღებთ გრეიჰაუნდებს.

a415bc8fa0b1

გრეიჰაუნდი ინგლისელების ერთ–ერთი სიამყეა და სწორედ ამიტომაც ისინი დაბალი ფენებისთვის მიუწვდომელი იყო(თუმცა დღეისათვის უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია იყოლიოს ინგლისური მწევარი).ამ პერიოდში ამ ძაღლებს იყენებდნენ სანადიროდ.ეს რეალობა შეიცვალა 1776 წლიდან და ინგლისური მწევრები უკვე რბოლებშიც გამოიყენეს.თუმცა საკმაოდ რთული აღმოჩნდა რბოლის ორგანიზება,მაგრამ მალევე იპოვეს გამოსავალი და მიმართეს შემდეგ ხერხს:რბოლის ადგილად აირჩიეს კურდღლების სოროების მიმდებარე ტერიტორია,სოროში უშვებდნენ თრითინებს და მალევე შეშინებული კურდღელი ტოვებდა ბუნაგს.ყურცქვიტას ზევით ელოდებოდა არაერთი გრეიჰაუნდი და იწყებოდა რბოლა და რომელი მწევარიც დაიჭერდა კურდღელს ის ცხადდებოდა გამარჯვებულად.

a7b3e7d6c4bd

ამ მეთოდს იყენებდნენ 1870 წლამდე და შემდეგ უკვე ხდება რბოლის მეთოდის დახვეწა.შექმნეს პირველი სარბოლო ტრეკი,რომლის სიგრძე იყო 100–200 მეტრი და ასევე გადაიდგა გზები მექანიკური სატყუარას(კურდლიღს) შესაქმნელად.თუმცა სატყუარას შექმნა საკმაოდ გართულდა და პირველად ის მხოლოდ მეოცე საუკუნის 50 წლებში გამოჩნდა და რემდე გამოიყენება.სატყუარა წარმოადგენს კურდღელს რომელიც წრეზე მოძრაობს და წინ უსწრებს გააფთრებულ მწევრებს.

1c1b8eebe5bf

მცირედი გადახვევა

8107bde8a0ad

გრეიჰაუნდი წარმოადგენს მონადირეს,მას შეუძლია დიდი დისტანციის საკმაოდ მცირე დროში დიდი სიჩქარით დაფარვა,ეს მას კურდღლის დაჭერის საშუალებასაც კი აძლევდა.
სახასიათო ნიშნები:

სიმაღლე 71-76 სმ;

წონა 26-40 კგ.

შეფერილობა:თეთრი,შავი,ყავისფერი,რუხი ან აღნიშნული ფერების ნარევი.

f06f7d0dcb6b

ინტელექტი:ითვლება ერთ–ერთ ყველაზე ჭკვიან ძაღლად.მისი გაწვრთნა დიდ სირთულეს არ წამოადგენს.

კარიერა – გრეიჰაუნდის მფლობელს საკმაოდ ძვირი უჯდება რბოლაში მონაწილეობა,თუმცა ეს ინვესტიცია ადრე თუ გვიან შედეგს აუცილებლად მოიტანს.გრეიჰაუნდის კარიერა სამაოდ მცირე პერიოდს მოიცავს და 5 წლის მწევარი უკვე გამოუსადეგარია.კარიერა იწყება 16 თვის ასაკიდან და მწევარი გადის სხვადასხვა რბოლებში,აგროვებს გამოცდილებას „ევერესტზე“ ასვლისათვის.

5055f57853a7

30abd137708f

მცირედი ისტორიული ვოიაჟის მერე დავუბრუნდეთ აწმყოს და ვნახოთ თუ რა ატმოსფერო სუფევს ტრეკზე სადაც სულ მცირე ხანში გაირბენს ინგლისურ მწევართა რამდენიმე ერთეული.
წრიული ფორმის ტრეკის გარშემო ტრიბუნები ხალხ სავსეა,ზოგიერთი იქვე მდებარე ტოტალიზატორში აკეთებს ფსონს გამარჯვების იმედით.გამოჩნდა გრეიჰაუნდებიც თავიანთ პატრონებთან ერთად,შეიყვნაეს სპეციალურ გალიაში.მსაჯი მზადაა,მექანიკური კურდღელიც სულ მალე ამოქმედდება.გაისმა მსაჯის პისტოლეტის ზალპი,უცებ იხსნება გალიის კარი,კურდღელი ამოძრავდა,ისმის მაყურებელთა შეძახილები და მთავარი იწყება.450-500 მეტრიან ტრასას(ტრასა შეიძლება ასევე მოიცავდეს გარკვეულ ბარიერებს) ითქმის არ ეხება მწევრები და წუთზე მცირე პერიოდის განმავლობაში 60 კმ/სთ სიჩქარით ფარავენ მთელ დისტანციას(1994 წლის 5 მარტს ვსტრალიაში დაფიქსირდა რეკორდი–ინგლისრმა მწევარმა სახელდ “სთარ თაითლმა” განავითა 67.32 კმ/სთ სიჩქარე).ამის შემდეგ ხდება გამარჯვებულთა დაჯილდოება,მაყურებელთა ოვაციები ან უარყოფითი რექაციები,ზოგიერთის გამდიდრება და გაკოტრება…

558c51ebd0f8

7552592352ea

ეს სანახაობა აგერ უკვე 30 წელზე მეტია გადაიცემა ბრიტანეთში რადიო და სატელევიზიო ეთერით.ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი რბოლაა „Gold Jaket”,რომელიც უდიდეს ინტერესს იწვევს და დღესაც არაერთ ბრიტანელ არისტოკრატს დაინახავთ ტრიბუნაზე.
ასევე რამდენიმე ათეული წელია რაც მიიღება ფსონები მწევართა რბოლაზე.რამდენიმე წლის წინ ერთმა ინგლისელმა ნახევარი მილიონიც კი მოიგო,ხოლო ერთმა კი საერთოდ თავისი უაზრო ფსონებით თავი დაიღუპა.აი სასწორის ორი პინაც…

81bfd349e168

4fb24d76a8e9

დღეისათვის რბოლის ამ სახემ გადაკვეთა ნისლიანი ალბიონის საზღვარი და უკვე პოპულარობით სარგებლობს აშშ_ში,ავსტრალიაში,გერმანიაში,ბელგიაში,ფინეთში,რუსეთში და არეალის გაზრდასთან ერთად სხვა მწევრებიც ჩაერთნენ ბრძოლაში,თქვენ იხილავთ–ავღანურ და რუსულ მწევარს,უიპეტს,აზავაკს…

ასევე აღსანიშნავია ერთი ფაქტი რაც არაერთგზის განმეორდა.მეოცე საუკუნის 30_იან წლებში აშშ_ში პოპულარობა მოიპოვა ინგლისური მწევრების რბოლამ სადაც პირველად გამოჩნდნენ მაიმუნი ჟოკეები.აღნიშნულმა რბოლამ ცხოველთა დამცველების უარყოფგითი რეაქცია გამოიწვია.

4026cb27ce88

f57be05c5bb9

სხვა მწევრები რომლებიც მონაწილეობას იღებენ რბოლებში

რუსული მწევარი

03b2a8eab756

ავღანური მწევარი

94b1ae158f82

უიპეტი

08ae2e75fadf

აზავაკი

96666ba26117

ბოლოს იმას ვიტყვი,რომ დღეს ინგლისურ მწევარს ძირითადად ოთხი მიზნისთვის იყენებენ–როგორც მონადირეს,რბოლებისათვის,გამოფენებში მონაწილეობისათვის და უბრალოდ როგორც ოჯახის ოთხფეხა წევრად…

ალბათ ბევრს დააინტერესებს გრეიჰაუნდი,თუმცა წმინდასისხლის ინგლისური მწევარის ფასი საკმაოდ მაღალია და მერყეობს 800დან 2500 დოლარამდე…

25ad394a64df

წყარო:ჩემი ბლოგი (don-mindia.blogspot.com)

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button